32 2 37 30 67
 contact@educator.ge

ტრადიცია გრძელდება!
უკვე ორი წელია ,რაც სპმთპ-ის  რუსთავის საქალაქო ორგანიზაცია შეხვედრებს აწყობს იმ წევრებთან, ვისი პროფესიული დღესასწაულიც ქვეყანაში არ აღინიშნება. ესენია:ბაგა-ბაღისა და საჯარო სკოლების მნეები, დამლაგებლები, ექთნები,აღმზრდელის თანაშემწეები,დარაჯები,მზარეულები და მზარეულის თანაშემწეები. სპმთპ-ის რუსთავის რაიონული ორგანიზაცია, მადლობას უხდის ტექნიკურ პერსონალს გაწეული შრომისათვის და მათ  სიგელებითა და  სიმბოლური საჩუქრებით აჯილდოვებს.

ასეთივე შეხვედრა ჩატარდა წელსაც,  2019 წლის 11 აპრილს  N28 საჯარო სკოლაში სადაც პროფკავშირის საქალაქო ორგანიზაციამ 70 პროფწევრს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა უანგარო შრომისათვის,  მადლობის სიგელები და მოკრძალებული საჩუქრები გადასცა.
სპმთპ-ის რუსთავის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი მადლობას უხდის ქალაქის მერს ბატონ ირაკლი ტაბაღუას და მის მეუღლეს ქ-ნ მაია დალაქიშვილს მუდმივი მხარდაჭერისა და ერთგულებისათვის,სისტემის ღრმა ცოდნისა და ჩართულობისათვის,  სიახლის უპირობო მხარდაჭერისათვის.  ტექნიკურ მუშაკებს კი  კეთილდღეობასა და შრომის სათანადო დაფასებას უსურვებს.

სპმთპ მიესალმება ქალბატონი ლეილა გორგაძის ინიციატივას, დაწესდეს ,, ტენიკური პერსონალის დღე" ქვეყნის მასშტაბით.