32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

ა(ა)იპ "საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრმა" - პროექტის „საჯარო სკოლების მათემატიკის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარები"-ს ფარგლებში მეორე სამუშაო შეხვედრის ჩატარება დაიწყო.  2019 წლის 16 მარტს, სამუშაო შეხვედრა სამტრედიის საბაზო-საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლებთან ჩატარდა. შეხვედრა  სამ სამუშაო ჯგუფში შედგა, რომლებსაც ჯგუფის ფასილიტატორები ხელმძღვანელობდნენ: წამყვანი მასწავლებელი ვერიკო ჯიჯელავა ,უფროსი მასწავლებლები შორენა გიორგაძე და გულივერ მესხი. პროექტის მონაწილეთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო.  მასწავლებლებმა  დიდი მადლობა გადაუხადეს სპმთპ-ის  ა(ა)იპ “საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის" დირექტორს, ქალბატონ მარინა მკალავიშვილს,  საინტერესო მოდულის შემოთავაზებისათვის და ტრენინგის კარგად ორგანიზებისათვის.

.