32 2 37 30 67
 contact@educator.ge

,თქვენ იზრდებით ისეთ სკოლაში, სადაც თეა ნონიკაშვილი მოღვაწეობს და ეს უკვე თქვენი დიდი წარმატებაა!”- ასე მიმართა სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ სოფელ ხიდისთავის სკოლის მოსწავლეებს. 🔺მიმდინარე წლის 5 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში, ბიოლოგიის მასწავლებლის თეა ნონიკაშვილის ავტორობით მიმდინარე პროექტის ,,გახდი აღმომჩენი” შემაჯამებელი ღონისძიება ,,სამეცნიერო პიკნიკი” გაიმართა. 🔺იმ დღეს, ხიდისთავის საჯარო სკოლა კიდევ ერთ წარმატებას ზეიმობდა. ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილოს 2017-ის” ხუთეულის ნომინანტი, ბიოლოგიის მასწავლებელი თეა ნონიკაშვილი ს.ს.ი.პ ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის” ინიციატივის ,,საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის “ ფარგლებში ,,2019 წლის საუკეთესო ბიოლოგიის მასწავლებლად“ დასახელდა. Tea Nonikashvili #ენდემასწავლებელს ⤵️ მაია კობახიძემ დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ აღნიშნა თითოეული მასწავლებლის როლი და მნიშვნელობა. მან მადლობა გადაუხადა პროექტით განსაზღვრული საინტერესო და ღრმა შინაარსით დატვირთული ღონისძიებების წარმატებით განხორციელებაში ჩართულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. სპმთპ-ის პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა ყველა იმ ინსტიტუტების მიმართ, რომელთა მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, სკოლებში სწავლა-სწავლების გარემო-პირობების ტექნიკური და მატერიალური რესურსებით უზუნველყოფა.. 🔺საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისთვის, მასწავლებლის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული თეა ნონიკაშვილის არაერთი წარმატება განსაკუთრებთ საამაყოა. ჩვენთვის, ერთი მასწავლების წარმატების მაგალითი მთლიანად მასწავლებელთა საზოგადოების წარმატება და მასწავლებლის პროფესიის დაფასებისა და აღიარების გამოხატულებაა. სწორედ, მასწავლებლების წარმატეტების გამოვლენა გვეხმარება და გვაძლევს მეტ ენერგიანს ჩვენი ორგანიზაციის ამოცანების ეფექტურ განხორციელებასა და საზოგადოებაში მასწავლებლის იმიჯის ამაღელბაში. სპმთპ კიდევ ერთხელ ულოცავს თეა ნონიკაშვილს, სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის ერთგულ წევრს წარმატებულ პროფესიული საქმიანობის დაფასებას და უსურვებს მეტ პროფესიულ აღიარებას. სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაცია Natia Gabroshvili 📌პროექტი ,,გახდი აღმომჩენი” თეა ნონიკაშვილის ავტორობით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა კოალიცია ,,განათლება ყველასათვის” და გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით. პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის მიმართული საგრანტო კონკურისის ფარგლებში, თეა ნონიკაშილმა სოფელ ხიდისთავის სკოლის დირექტორის მიმოზა ღოლიჯაშვილის და კოლეგების დახმარებით, გორის მუნიციპიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების პოპულარიზაციას ჩაუყარა საფუძველი. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სკოლასთან ერთად ატენის, ქვახრელისა და უფლისციხის მეზობელი საჯარო სკოლები და აგრეთვე ე.წ საზღვრისპირა სკოლების სოფელ დიცისა და სოფელ ნიქოზის მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურად იყვნენ ჩართულნი წლის განმავლობაში. შემაჯამებელი ღონისძიების გახსნით ნაწილში მოწვეული სტუმრები ერთხმად აღნიშნავდნენ მსგავის ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელების მნიშვნელობას მოსწავლეების სწავლა-სწავლების პროცესებში და თანამშრომლური, ჰარმონიული გარემოს გაძლიერებაში უწყობს ხელს. პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა ,,სამეცნიერო პიკნიკზე” მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შედეგები, საინტერესო და პრაქტიკული, სახალისო ექსპერიმენტები. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორმა კონკურსის ,,რა, სად, როდის” გამარჯვებული და მონაწილე მოსწავლეებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ⤵️პროექტის ,,გახდი აღმომჩენი“ შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის განათლების რესურსცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი, გორის მერის მოადგილე, ეკატერინე სუხიშვილი, სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი, სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნათია გაბროშვილი, ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს”, კოალიცია ,,განათლება ყველასათვის -საქართველოს“ და მეზობელი სკოლების წარმომადგენლები. 📌