32 2 37 30 67
 contact@educator.ge

ერთიანი ძალისხმევით შევცვლით მსოფლიოს

განათლების ინტერნაციონალის მე-8 ყრილობის დელეგატებს სამართლიანობისთვის ბრძოლაში იმედი გაუღვია და მოტივაცია აუმაღლა ,,მშვიდობის ნობელის პრიზის ლაურიატის კაილაშ სატარტის გამოსვლამ. ის განათლების სფეროს წარმომადგენელთა დიდი მოკავშირე და მხარდამჭერია.

ბანკოკში მიმდინარე ყრილობაზე კაილაშ სატარტმა საკუთარი სიტყვა მეტაფორით დაიწყო: ,,ეს დარბაზი სავსეა ცაცხლითა და სინათლით, რადგან თქვენ თქვენი ნაპერწკლებით ანათებთ!

კაილაშ სატარტს ,,ნობელის პრიზი მშვიდობისათვის” 2014 წელს გადაეცა ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის აღსანიშნავად. მრავალი წელია ის განათლების ინტერნაციონალთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებს უძღვება, ათწლეულების განმავლობაში მუშაობს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ადვოკატირებისთვის.

ყრილობის თემასთან მიმართებაში კი გამომსვლელმა აღნიშნა, რომ მოქმედების დროა, რადგან ბევრი გამოწვევაა ბავშვის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კლიმატური ცვილებების პროცესებიდან გამომდინარე.

უთანსწორო გარემოსთან დაკავშირებით, სატარტმა კონკრეტული ციფრები დაასახელა: ,,10 წლამდე 428 მილიონი ბავშვი ისევ სიღარიბეში ცხოვრობს; 1,3 მილიარდ ადამიანს უწევს ცხოვრება სიღარიბეში, რომელთა ნახევარი 18 წელს ქვემოთაა. ,,ბავშვები ბევრ უთანასწორობას აწყდებიან.

ნობელის ლაურიატმა ყურადღება 2015 წელს მიღებული მდგრადი განვითარების, კერძოდ ხარისხიანი განათლება ყველასათვის ამოცანასთან მიმართებაში გაამახვილა და აღნიშნა: ,,2030 წლისთვის ერთი მეოთხედი ბავში ისევ სკოლის მიღმა რჩება. პოლიტიკური ნება არასაკმარისია, განათლების პრივატიზაციის პროცესები კი არასამართლიანი გარემოს შექმნას უწყობს ხელს- აღნიშნა მან.

ერთად ვიყოთ წინამძღოლები

პროფკავშირები და მათი ბრძოლა სამართლიანობისა და თანასწორობისთვის მისასალმებელია ნობელის პრიზის ლაურიატისთვის, თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, სოციალური მოძრაობების გაერთინება არის აუცილებელი.

განათლების ინტერნაციონალის და სხვა ძლიერ მოკავშირეებთან ერთად სატარტი კამპანიის ,,ასი მილიონი კამპანია” ფარგლებში ბავშვების მხარდასაჭერად ხელმოწერებს აგროვებს.

დასასრულს, სატარტმა დელეგატებს აქტიური ქმედებისკენ მოუწოდა: ,,თქვენ გმირებს ვერ დაელოდებით, თქვენ თავად ხართ გმირები... თქვენ შეგიძლიათ ცვლილების მოხდება... თქვენ ლიდერები ხართ!

ყრილობის საპატიო სტუმრებს შორის სიტყვით გამოვიდნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გენერალური მდივანი, გაი რაიდერი.

,,დროა ვიყოთ შეუპოვარნი, რადგან პედალირებულია არასწორი ფაქტების, ყალბი ინფორმაციიების გავრცელება. მან გლობალურად მიმოიხილა ანაზღაურების სისტმები და შსო-ის შრომის შესახებ განმარტება გააკეთა, რომლის მიხედვითაც შრომა არ არის მარტო მომსახურება ,,შესაბამისად განათლებაც არ უნდა იყოს მხოლოდ მომსახურების სფერო, ის ყველას უფლებაა. გაი რაიდერმა მაღალი შეფასება მისცა განათლების ინტერნაციონალის წარმატებულ საქმიანობას მდგრადი განათლების ამოცანის, კერძოდ განათლების ხელმისაწვდომობის საკითხის ლობირებაში ,,ეს ყველაფერი განათლების ინტერნაციონალის და მისი წევრი ორგანიზაციების დამსახურებაა- განათლებამ უნდა დაიცვას დემოკრატია, მოქალაქეები და საერთო ამოცანის შესრულება, განათლება ყველას დღის წესრიგში უნდა იყოს პირველი” -განაცხადა მან.

ერთად დემოკრატიისთვის- დელეგატებს ფილიპინელმა ცნობილმა ჟურნალისტმა, მარია რესამ მიმართა.

,,თუ ფაქტები არ გაქვს ვერ აღწევ სიმართლეს, სიმართლის გარეშე ვერ იმსახურებ ნდომას. თუ არც ერთი არ გაქვს საჯარო სივრცეში ვერ იმკვიდრებ თავს-აღნიშნა, ყრილობის საპატო სტუმარმა, ფილიპინელმა ჟურნალისტმა მარია რესამ. მან საკუთრი ისტორიები მოუყვა დელეგატებს და აღნიშნა რომ სოციალური მედია ავტორიტარული რეჟიმის მიერ ფილიპინებში იარაღად იქცა. ბევრი ჟურნალისტი მსოფლიოში იბრძვის სიმართლისთვის.

რესამ ხაზი გაუსვა განათლების წარმომადგენლების როლსა და მნიშვნელობას, რადგან მასწავლებლები ასწავლიან კრიტიკულ აზროვნებას მომავალ მოქალაეებს, ინფორმირებული მოქალაქეების მონაწილეობითობა მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესებისთვის. ,,ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ დაშინების ფაქტების წინააღმდეგ. ვამხილოთ ტყული, რადან ასეთი ქმედებით სიმამაცეს ვძენთ სხვებს. ყრილობის დელეგატებმა აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს სტუმარი.

პროფკავშირები წინახაზზეა

პროფკავშირები საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) გენერალურმა მდივანმა შარონ ბაროუმ, რომელიც განათლების ინტერნაციონალის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია, განათლების სფეროს წარმომადგენლთა პროფაკავშირების დემოკრატიული პროცესებში ჩართულობის, ახალი ,,სოციალური კონტრაქტისა” და კლიმატური ცვლილებების საკითხებში ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

,,პროფკავშირები წინახაზზე ერთად ვართ, რადგან საერთო ღირებულებები გვაერთიანებს. ჩვენ ვართ იმედი სიძულვილის წინააღდეგ ბრძოლაში; ვიცავთ უფლებებს, ვიბრძვით ზეწოლის ფაქტების წინაღმდეგ, ვაძლიერებთ დემოკრატიულ პროცესებს. უარს ვეუბნებით - დიქტატურას; ვიცავთ თავისუფლებებს და არა ფაშიზმს; თანადგომა არა დაყოფა; ნდობა - და არა უიმედობა; სამართლიანობა და არა უსამართლობა, სიმამცე და არა შიში - აღნიშნავდა შარონ ბაროუ 1400 დელეგატის წინაშე გამოსვილისას.

,,ყოველთვის მზად ვართ დავდგეთ იქ სადაც საფრთხეა - ამისთვის თანადგომა არის უფრო მეტი გლობალურ პროფკავშირებსა და საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციებს შორის- შარონ ბაროუ.

დემოკრატია ხალხისთვის

ბაროუ დემოკრატიის და სხვადასხვა გამოწვევების თემებს შეეხო. მან აღნიშნა რომ ხალხს იმედი სჭირდება დემოკრატიულ პროცესებში. გარდა იმისა, რომ ,,მთლიანი შიდა პროდუქტი სათანადოდ უნდა იზრდებოდეს, ხალხმა უნდა იცოდეს რომ მათი მთავრობები ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებენ მათი ცხოვრების სტანდარტების ზრდის მიმართულებით... ამისთვის კოლექტიური მოლაპარაკებები უნდა გაძლიერდეს”.

,,საჭიროა ხარისხიანი სერვისები და ზრუნვა ხალხზე; განათლება ჯანდაცვა, ბავშვის და ასაკოვანი ხალხზე მზრუნველობა, ადამიანისა და შრომითი უფლებების დაცვის გაძლიერება, მათი არჩევნებში მონაწილეობის, ჩართულობის სამართლიანად უზრუნველყოფა-აღნიშნა მან.

ბოლოს, მან ყურადღება გაამახვილა, რომ ამ საუკუნეში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადამიანზე ორინეტირებული და ტექნოლოგიები უნდა ემსახურებედოეს საზოგადოებებს და ეკონომიკას და არა პირიქით.

ჩვენი მომავალი საკლასო ოთახებიდან ჩვენს მასწავლებლებთან ერთად იქმნება

UNESCO-ს სახელით დოქტორ იორდან ნაიდომ მიმართა ყრილობას. მან ყრილობის დღის თემის გათვალსიწინებით ხაზი გაუსვა მაღალკვალიფიციური მასწავლებლების მნიშვნელობას, იმისთვის, რომ 2030 წლისათვის მდგრადი განვითარების მე-4 ამოცანის მოთხოვნა, კერძოდ ინკლუზიური და შესაბამის ხარისხიანი განათლების და სწავლება მთელი ცხოვრების მანძილზე შესაძლებლობას ყველასთვის შესრულდეს. მან დაასახელა არც ისე სახარბიელო კვლევის სტატისტიკა და დასძინა, რომ მსოფლიო ვერ პასუხობს დასახულ ამოცანებს.

,,ასე თუ გაგრძელდა კვლავ 220 მილიონო ბავშვი და ახალგაზრდა სკოლის მიღმა რჩება. სამიდან ერთი ახალგაზრდა ვერ დაასრულებს საშუალო განათლებას. მიუხედავად პროგრესის ნიშნებისა, ჯერ კიდევ ბევრ ქვეყანაში გენდერული დისბალანსია. ეს არის განათლების კრიზისი, რომელიც შექმნილია პოლიტიკური ანგარიშვადებულების, არასაკმარისი რესურსების მიზეზებით-განაცხადა 1400 დელეგატის წინაშე სტუმარმა.

მან ისაუბრა ხარისხზე და დამატა რომ ,,განათლების სისტემა ვერ პასუხობს მოთხოვნას და გამოწვევებს. შესაბამისად 2030 დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებებში ჩამორჩენებია. ,,ეს ყველაფერი კი იწვევს სოციალურ, გენდერულ დისბალანსა და გეოგრაფიულ იზოლაციბს, იწვევს მიგრაციის ტენდენციებს“.

მან მოითხოვა მეტი პოლიტიკის განსაზღვა, მონაცემების დამუშავება და ფინანსები არსებული გამოწვევების საპასუხოდ, რადგან ,,განათლება არის უფლება“.

,,იმისთვის რომ კარგი კადრების მოზიდვა გახდეს პროფესიაში აუცილებელია უკეთესი ანაზღაურების სტრუქტურების შექმნა, მასწავლებლის სტატუსის ამაღლება პოლიტიკის განვითარება და მასწავლებლების პროფესიული განვითარების მხარდამჭერი სისტემების შექმნა.

..თუ მომავალი გვინდა ისეთი როგორსაც ისურვებენ მსოფლიო ლიდერები და ახალგაზრდები, ამისთვის უნდა დავიწყოთ ქმედება საკლასო ოთახებიდან მოსწავლეებთან მასწავლებლეთან ერთად -აღნიშნა გამომსვლელმა.

ყურადსაღები იყო გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის, ამანდა მოჰამედის ვიდეო მიმართვა ყრილობისადმი

ყრილობა უნივერსალური უფასო ხარისხიანი განათლებისთვის, ადამიანის უფლებების დაცვა, გაერთიანება და სიძლიერე მასწავლებელთა პროფესიის დაცვისათვის წარმოადგენდა ყრილობის მთავარ გზავნილს. ამანდა მოჰამედმა აღნიშნა: ,,ყველამ ვიცით რა უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას, მასწავლებლეთა მხარდაჭერა- მათი თანადგომა, რომლებიც განათლების წინა ხაზზე არიან და 2030 ისთვის მდგრადი განვითარების შესრულების გარანტორები. მან თითოეულ მასწავლებელს მადლობა გადაუხადა ღვაწლისთვის.

მასწავლებელთა პროფესიის ადვოკატირება - ხვალიდელი დღისთვის

ყრილობის დელეგატებმა ,,პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის“ რეზოლუციის პროფექტზე იმსჯელეს, რაც ეფუძნება EI-სა და UNESCO-ს გლობალურ ჩარჩოებს მასწავლებლის პროფესიის სტანდარტების შესახებ, მასწავლებლობის პროფესიის მომავალის, მასწავლებლების კეთლიდღეობას, აკადემიურ თავისუფლებას უმაღლესი განათლების მუშაკებისთვის და დამხმარე პერსონალის ინტერესების დაცვას.

მასწავლებლობის პროფესიის განვითარებისა და ხელშემწყობ თემებზე მსჯელობისათვის ყრილობის დელეგატები ოთხ სამუშაო ჯგუფში გადანაწილდნენ:

პროფესიონალთა ავტონომიურობა და ღირებულებები; პროფესიული სტანდარტები; პროფესიის პრესტიჟის დაცვისთვის; დიალოგი- პროფკავშირის ახალი ძალისხმევით.

ყრილობაზე პირველად ახალგაზრდა პროფკავშირელთა მრგვალი მაგიდა გაიმართა.

35 წლამდე პროფკავშირის აქტივისტებმა შეიმუშავეს სტრატეგიები პროფკავშირის ახალი ძალისხმევისთვის. მათ უფროს თაობებს და დელეგატებს წარუდგინეს საკუთარ რეკომენდაციები და მოსაზრებები, რომლის მიხედვითაც ხელს შეუწყობენ ახალგაზრდა პროფესიონალიების გაერთიანებას პროფკავშირულ მოძრაობაში და ნდობის მოპოვებას უზრუნველყოფენ.

მსოფლიო მასწავლებლები გმობენ დონალდ ტრამპის რასისტულ გამონათქვამებს აშშ-ის კონგრესის ქალ წარმომადგენელთა მისამართით.

განათლების ინტერნაციონალის მე-8 მსოფლიო ყრილობა- რომელიც 32 მილიონ განათლების სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს 170-ზე მეტი ქვეყნიდან სოლიდარობა გამოხატეს აშშ-ის კონგრესის ქალ წარმომადგენელთა მიმართ.

განათლების ინტერნაციონალის ყრილობამ ერთხმად მხარი დაუჭირა აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რასისტული თავდასმის სააწინააღმდეგო რეზოლუციას და სრული მხარდაჭერა აღუთქვა ამერიკის პროფკავშირებს.

რეზოლუცია ამერიკის განათლების პროფკავშირებმა ერთობლივად წარადგინეს პრეზიდენტ ტრამპის დესტრუქციული და საშიში ქმდებების საპასუხოდ. პრეზიდენტმა ტრამპმა კონგრესის ოთხი ახლად არჩეული ქალი წარმომადგენლების მისამართით კვლავ რასისტული თავდასხმა განახორციელა.

ყრილობის დელეგატებმა კი რეზოლუციით კიდევ ერთხლ მოუწოდეს პრეზიდენტს თავი შეიკავოს რასისტული, ქსენოფობიური და სექსისტური განცხადებებისგან და არ დაყოს ამერიკის მოქალაქეები.

1400 მა დელეგატმა ხელის აწევით მიანიშნა, რომ მსგავსი თავდასხები ძირს უთხრის დემოკრატიას და პლურალიზმს, განათლების სფეროს წარმომადგენლები ყოველთვის წინა ხაზზე არიან დემოკრატიის, მოსწავლეთა უფლებების დასაცავად და საკლასო ოთახში და სკოლებში თავისუფლების დასაცავად.

აღინიშნა, რომ ტრამპის ქმედებები და საჯარო სტატუსები აშკარა საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიული იდეალების და უნივერსლაური უფლებების წინააღმდეგ.

განათლების ინტერნაციონალის გენერალურმა მდივანმა დევიდ ედვარდსმა აღნიშნა: ,, ჩვენ ვერ ვუყურებთ, როგორ იშლება დემოკრატია, მსოფლიოს დელეგატები აცნობიერებენ საფრთხეებს და რიტორიკას... ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ ჩვენი ამერიკელი კოლეგების მიმართ, მათ ბრძოლაში, ავტორიტარიზმის, რასიზმის და ყველა მანკიერი მიდგომების მიმართ. ჩვენ ერთად შეუწყნარებლები ვიქნებით, და ვიბრძოლებთ თანასწორობისთვის!“