32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

EI-ის ყრილობის ქრონიკები

განათლების ინტერნაციონალის (EI) დამფუძნებელმა გენერალურმა მდივანმა ფრედ ვან ლოუვენმა და EI-ის პრეზიდენტმა სუზან ჰოპგუდმა ყრილობას, განათლების ინტერნაციონალის 25 წლიანი ისტორიის აღსანიშნავად მიძღვნილი წიგნი ,,განათლება და დემოკრატია- მასწავლებლობის პროფესიის 25 გაკვეთილი’’ წარუდგინეს.

წინგნზე საუბრისას ფრედ ვან ლოუვენმა აღნიშნა ,,წიგნით ვახსენებთ ჩვენს უმნიშვნელოვანეს როლს საზოგადოებაში... ჩვენ ვემსახურებით და ვიცვათ დემოკრატიას. წიგნში ჩვემი ორგანიზაციის მრავალფეროვანი ისტორიიდან მოყვანილია 25 გაკვეთილი... აღწერილია მასწავლებლების ყოველდღიური ბრძოლა, საქმიანობა საზოგადოების კეთლდღეობისთვის.... ჩვენ ვახმოვანებთ პროფესიულ ღირებულებებს, მასწავლებელთა ამბიციებს.. რომ მათ განსაკუთრებული როლი აქვთ მოსწავლეთა და საზოგადოებების ცხოვრებაში. ვახსენებთ ფაქტებს, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს, სოციალური სამართლიანობას, ადამიანის უფლებების დაცვის წინაშე არსებულ გამოწვევებს, რომელიც საფრთხეს უქმნის საკლასო ოთახებში მასწავლებლების საქმიანობას!... წიგნში მოყვანილია განათლების სპეციალისტებისა და მათი პროფკავშირების სიმამაცის შთამბეჭდავი მაგალითები... დემოკრატია არის პროცესი ... ის შეიძლება მალე დაგვისხლტეს ხელიდან თუ არ გამოვკვებავთ და არ დავიცავით’’ - აღნიშნავდა ის წიგნის პრეზენტაციისას.

,,დემოკრატიული პროცესების დაცვა და გარანტიების შექმნა განათლების ინტერნაციონალის საქმიანობის ქვაკუთხედია! დემოკრატია უფრო მეტია ვიდრე თავისუფალი არჩევნები... დემოკრატია ყველაფერი იმის საწყისია, რისი მიღწევაც გვინდა... ამით უნდა ვიცხოვროთ... სწავლა-სწავლების პროცესია. ადამიანური საჭიროებებია, რაც ასაზრდოებს სამართლიანობასა და ადამიანურ ღირსებებს... ხედვა, პროგრესი და იმედია! ასე დაასრულა სიტყვა განათლების ინტერნაციონალის დამფუძნებელმა გენერალურმა მდივანმა ფრედ ვან ლოუვენმა.

განათლების ინტერნაციონალის მოქმედმა გენერალურმა მდივანმა დევიდ ედვარდსმა წიგნის ავტორებს მადლობა გადაუხადა და წიგნის ,,განათლება და დემოკრატია- მასწავლებლობის პროფესიის 25 გაკვეთილის” საზეიმოდ წარდგენის ცერემონიალზე აღნიშნა: ,, ჩვენი ორგანიზაციისთვის განსაკუთრებული პერიოდია, ეს წიგნი არამხოლოდ განათლბასა და დემორკატიაზეა... ავტორებმა უამრავი ინფორმაციას მოუყარეს თავი საზოგადოების გაცნობის მიზნით. ეს განათლების ინტერნაციონალისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტად იქცევა! მომავალი თაობები იმსჯელებენ და მათ მოტივაციას მისცემს მომავალი საქმიანობის უკეთ წარმართვისას’’.

განათლების ინტერნაციონალის მე-8 ყრილობის დელეგატებს ახალი წიგნი საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ავტორების მხრიდან.