32 2 37 30 67
 contact@educator.ge

2019 წლის EI-ის მე-8 ყრილობის ქრონიკებიდან....

2019 წლის განათლების ინტერნაციონალის ყრილობაზე ორ გამორჩეულ აქტივისტს EI-ის სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.

კურტის რიეპმა ალბერ შენკერის განათლების ჯილდო მიიღო, ხოლო ჯალილა ალ სამანმა მერი ჰატვუდ ფურელის ადამიანისა და პროფკავშირების უფლებების ჯილდო დაიმსახურა.

ტრადიციულად, განათლების ინტერნაციონალის ყრილობაზე დარგში შეტანილი წვლილისთვის, პროფესიული ინტერესების ადოვოკატირების, დემორკატიის, სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის საკითხებში გამორჩეული წვლილისთვის ორ ნომინანტს ჯილდოები გადაეცემათ ყრილობის სახელით.

2019 წელს მერი ჰატვუდ ფურელის სახელობის ჯილდო ადამიანისა და პროფაკვშირის უფლებების დაცვისთვის მასწავლებელმა ბაჰრეინიდან ჯალილა ალ სალმანმა მიიღო.

ის მასწავლებელია, წლებია მასწავლებელთა პროფკავშირებისთვის, დემოკრატიული პროცესების დამკვიდრებისა და თანასწორობისთვის იბრძვის. მიუხედავად დაშინებისა და ზეწოლის, დაპატიმრებისა და წამებისა არ გაჩერებულა, დღესაც არ წყვეტს ბაჰრეინსა და შუა აღმოსავლეთში გოგონების უფლებების დაცვას.

,,ყველა ჯილდოს უკან ამბავია, ზოგი გამოწვევების წინაშე ბრძოლას ირჩევს, ზოგი კი შემთხვევით ხდება თანამონაწილე. ბაჰრეინში არსებულმა გარემოებებმა მომცა ძალა მებრძოლა ჩემთვს და ჩემი კოლეგების უფლებებისთვის. ამ ჯილდოს ვერ მივიღემდი რომ არა ჩემი კოლეგები, ჩემი მოსწავლეები და ჩემი თანამოაზრეები ვინც იტანჯებიან. ისინი მე მხედავდნენ როგორც იმედის წყაროს’’ - აღნიშნა მან.

2019 წელს ალბერტ შენკერის სახელობის განათლების ჯილდო კურტის რიპს გადაეცა.

კანადის ალბერტას უნივერსიტეტის დოქტორნატმა კურტის რიპმა დაიმსახურა ალბერტ შენკერის ჯილდო კვლევისთვის, რომელიც მან აფრიკისა და აზიის ქვყნებში განახორციელა. კვლევა განათლების პრივატიზაციის შემთხვევებს ეხებოდა, კვლევის შედეგებმა განათლების ინტერრაციონალის წევრ ორგანიზაციას უგანდაში მისცა შესაძლებლობა მოგებაზე ორინეტირებული სკოლის არალეგალური ქსელი გამოევლინა და დაერწმუნებინა მთავრობა აღეკვეთათ ეს შემთხვევა ქვეყანაში.

გამარჯვებულმა ჯილდოს მიღებისას აღნიშნა: ,,განათლებაში კომერციალიზაციისა და პრივატიზაციის ტენდეციებითან თანმდევი რისკები იზულირებულად არ არის მხოლოდ მსოფლიოს რომელიმე ნაწილში. ეს უკვე გლობალური ფენომენია. თუმცა ის გამოწვევები რაც არის უგანდაში, ფილიპინებში და განაში განსხვავდება აშშ-ის, ავსტარილიისა და კანადის შემთვევებში. აქ რისკი საერთოა, ის რომ განათლების სისტემის პრივატიზაცია მიმდინარეობს, რომელიც უნდა ხალხისთვის იყოს და არა მოგებაზე ორინეტირებული .