32 2 37 30 67
 contact@educator.ge
ყრილობის დელეგატებმა განათლების ინტერნაციონალის (EI) ახალდ არჩეულ აღმასრულებელი საბჭოს წევრებს არჩევა მიულოცეს, აგრეთვე მათ მადლიერება გამოხატეს EI-ის მართველობითი ორგანოების დამსახურებულ წევრების მიმართ.
აღსანიშნავია, რომ EI-ის აღმასრულებელ ორგანოს შემადგენლობაში გაიზარდა ქალთა წარმომადგენლობითი კვოტა. სუზან ჰოპგუდმა აღნიშნა: ,,ყოველთვის მოვითხოვთ გენდერულ თანასწორობას ჩვენს პროფკავშირებში, კომპანიებსა და ინსტიტუტებში. დღეს, აღსანიშნავი ფაქტია, რომ ჩვენს აღმასრულებელ საბჭოში მდგომარეობა შეიცვალა. ყრილობამ ძალიან ძლიერი გზავნილი გააკეთა - აირჩია 15 ქალი და 12 მამაკაცი მართველობით ორგანოში... მოუთმენლად ველოდებით ერთად მუშაობას შემდგომი 4 წლის განმავლობაში“.
ახლად არჩეული აღმასრულებელი საბჭოს წევრების ვალდებულებაა მსოფლიო მე-8 ყრილობაზე მიღებული რეზოლუციების განხორციელება და მიმართულებების განვითარება გლობალურად მსოფლიო მასშტაბით.
ყრილობის დასკვნით ნაწილში, EI-ის პრეზიდენტმა სუზან ჰოპგუდმა სამადლობელო სიგელები გადასცა განათლების ინტერნაციონალის დამსახურებულ, ღვაწლმოსილ, რეგიონალურ ლიდერებსა და ხელმძღვანელ პირებს.