32 2 37 30 67
 contact@educator.ge

,,ქართველი მასწავლებლები დანიაშიJaba Labadze Lika Chxaidze Murad Eminov Azniv Kirakosyan Ekaterine Chelidze Natia Gabroshvili

მიმდინარე წლის 1 -6 სექტემბერის ჩათვლით საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) მიერ შერჩეული ექვსი მასწავლებელი ,,დანიურ-ქართული გაცვლითი პროგრამით დანიის სამეფოს სტუმრობდა. დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ სპმთპ-ის პრეზიდენტის მრჩევლი განათლების საკითხებში, განათლების ექსპერტი გიორგი ნოზაძე და სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის მარი ალუღიშვილი.

დანიაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა დანიის საგანმანათლებლო პოლიტიკის, სასკოლო პროგრამების, სწავლა-სწავლების ფორმალური და არაფორმალური გარემო-პირობების შესწავლა. დანიაში გაცვლითი პროგრამის მონაწილე ქართველი მასწავლებლები გაეცნენ დანიის საგანმანათლებლო დარგის სოციალურ პარტნიორებს შორის მიმდინარე ევროპულ სოციალური დიალოგის მექანიზმებს , პროფკავშირებისა და განათლების სამინისტროს მჭიდრო პარტნიორობის მთავარ ასპექტებს, რომელთაც საერთო მიზანი ყველასთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა აერთიანებთ.

,,დანიურ-ქართული გაცვილითი პროგრამის” განხორციელება შესაძლებელი გახდა პარტნიორობისა და თანადგომის პროექტის ,,საქართველოში განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობებისა და სკოლის განვითარება,სპმთპ-სთან თანამშრომლობითფარგლებში, რომელიც 2017 წლიდან ხორციელდება სპმთპ-სა და დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნულ პროფკავშირის (GL)-ის მჭიდრო თანამშრომლობით. GL-ს დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების 97% აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით, რომელიც როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს საგანმანათლებლო პოლიტიკის განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებების განხორციელებით.

ქართული დელეგაციის წევრებისთვის შინაარსობრივად დატვირთული და საინტერესო პროგრამა სპმთპ-ის მჭიდრო პარტნიორი ორგანიზაციის - დანიის უმაღლესი საფეხურის სკოლების მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირის, GL-ის განათლების პოლიტიკის განყოფილების საერთაშორისო პროგრამების მთავარმა კონსულტანტმა ჰანს ლაუგესენმა მოამზადა.

GL-ის სათაო ოფისში, ქ. კოპენჰაგენში საქართველოს დელეგაციის წევრებს GL-ის პრეზენტაცია წარუდგინეს, როგორც დანიის განათლების პოლიტიკისა და გამოწვევების, მათ შორის დანიის მასწავლებლების სამუშაო პირობებისა და პროფკავშირის როლის შესახებ, აგრეთვე, დანიის განათლების სამინისტროს ამოცანების, ხედვების, საქმიანობისა და პარტნიორობის ძირითადი ასპექტების შესახებ.

სპმთპ განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს GL-ის ხელმძღვანელობის მიმართ, რომელთაც დანიაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს გაითვალისწინეს სპმთპ-ის ინტერესები. შეხვედრები შედგა დანიის განათლების დარგის სხვადასხვა საფეხურის პროფკავშირულ ორგანიზაცებთან, რაც თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ოფიციალური შეხვედრები შედგა დანიის პროფესიული განათლების, ადრეული აღზრდისა და განათლების ხელმძღვანელ პირებთან და ექსპერტებთან. მოწვეულ სპიკერებს შორის იყო ,,დანიის უმაღლესი საფეხურის სკოლის მოსწავლეთა ეროვნული კავშირის პრეზიდენტი. ახალგაზრდული ორგანიზაცია DGS ეროვნულ დონეზე მოქმედებს და მჭიდროდ თანამშრომლობს დანიის განათლების დარგის პროფკავშირებთან და განათლების სფეროს სტეიქჰოლდერებთან.

სამუშაო დღის მეორე ნაწილში კი უკვე შეხვედრა გაიმართა დანიურ-ქართული პროექტის ექსპერტ მასწავლებლებს შორის, რა დროსაც განათლების ექსპერტმა გიორგი ნოზაძემ წარადგინა პრეზენტაცია: ,,საშუალო საფეხურის სასკოლო განათლება საქართველოში - გამოწვევები და მათზე რეაგირება,

ხოლო სპმთპ-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დანიელ კოლეგებსა და პარტნიორებს პრეზენტაცია წარუდგინა თემაზე: ,,ინფორმაცია სპმთპ-ის საქმიანობის, შედეგებისა და გეგმების, განათლების სამინსიტროსთან მიმდინარე პარტნიორობისა და მოლაპარაკებების შესახებ. საქართველოს დელეგაციის წევრებს მიეცათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ დისკუსიებში და გაეთავისებინათ დანიური გამოცდილებები და პრაქტიკა, ერთად განესაზღვრათ და დაეგეგმათ დანიურ-ქართული პროექტის ფარგლებში დასახული ამოცანების შესასრულებელი ღონისძიებები.

ოფიციალური დღე კი, GL-ის პრეზიდენტმა ტომას კეპლერმა შეაჯამა. მან დანიურ-ქართული პროექტის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, წარმატებები უსურვა ორივე ქვეყნის პედაგოგებსა და პროექტის ავტორებს. დღის ბოლოს კი ქართულ-დანიური პროექტის მონაწილეებმა, არაფორმაულ გარემოში გადაინაცვლეს.

დანიაში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დანიელმა ექსპერტ-მასწავლებლებმა ქართველი კოლეგებისთვის დანიის უმაღლესი საფეხურის სხვადასხვა ტიპის სკოლებში ვიზიტების დროს პროგრამები დაგეგმებს, მათ შორის ფორმალური და არაფორმალური განათლების, ზრდასრულთა განათლების ცენტრების მონახულება დაგეგმეს. ქართველი მასწავლებლები დაესწრნენ გაკვეთილებს, შეხვდნენ დანიელ კოლეგებსა და მოსწავლეებს, მათ შორის სკოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები თავად აცნობდნენ სკოლებში მიმდინარე საქმიანობებს, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლობის ეფექტურ მექანიზმებზე საუბრობდნენ. გაცვლითი პროგრამის მონაწილე ქართველი მასწავლებლები დანიის უმაღლესი საფეხურის სკოლებში ეცნობოდნენ დანიელი კოლეგების სწავლა-საწავლების მეთოდებსა და გარემო-პირობებს. ოთხი დღის განმავლობაში ქართულმა დეგეგაციამ კოპენჰაგენიდან დაწყებული უკიდურეს ჩრდილოეთ თუ სამხრეთის მხარეებში ურაბნულ და ქალაქის სკოლებს სტუმრობდნენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ დატვირთული განრიგის მიუხედავად, დანიელმა კოლეგებმა სტუმრებს მცირე კულტურული პროგრამა შესთავაზეს, მათ შორის მუზეუმების მონახულება, რასაც აგრეთვე პრაქტიკის გაზიარება დაედო საფუძვლად.

პროექტის მეორე ეტაპზე, 2019-2020 წლებში დანიელი ექსპერტ- მასწავლებლები ექვს ოთხ-დღიან ტრენინგ-სემინარს ჩაატარებენ, შემდეგ თემებზე: ,,წერითი დავალებები და განმსაზღვრელი შეფასება, განმავითარებელი შეფასება, საკლასო მენეჯმენტი, 21- საუკუნის უნარ-ჩვევები, დიფერენცირებული სწავლება და გაკვეთილის დაგეგმვა. პროექტი ითვალისწინებს, როგორც ტრენინგ-სემინარების, ისე მასწავლებელთა შორის თანამშრომლური გარემოს შექმნის ხელშეწყობას, საქართველოს სკოლებში საგანმანათლებლო პოლიტიკის განვითარებაში მასწავლების როლის გაძლიერებას.

აღსანიშანვია, რომ დანიურ-ქართული პარტნიორობისა და თანადგომის პროექტის პირველ ეტაპზე 2017-2018 წლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადგომითა და მხარდაჭერით, საქართველოს 40 საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის 170 მასწავლებელს საშუალება მიეცა მონაწილეობა მიეღო დანიელი ექსპერტ-მასწავლებლების ტრენინგ-სემინარებში:,,სკოლის დემოკრატიული მართვის კულტურა, ,,სწავლების განმავითარებელი/განმსაზღვრელი შეფასების სისტემა და უკუკავშირის კულტურა, ,,ინტერნეტკომუნიკაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში და ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლასწავლების გარემო, თანამედროვე პედაგოგიური მეთოდებით.

საქართველოს რეგიონალური, ეთნიკური და გეოგრაფიული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სპმთპ-ის მიერ შერჩეული გაცვლითი პროგრამის მონაწილე ქართველ ფასილიტატორ მასწავლებლებს შორის არიან: სსიპ ქ. თბილისის N:32 საჯარო სკოლის ქართული

ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ლია ჩხაიძე; სსიპ ქ. ტყიბულის N:6 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მენტორი მასწავლებელი ეკატერინე ჭელიძე; სსიპ ქ. გორის N:7 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათია გაბროშვილი; სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N:2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” 2017 წლის ფინალისტი ჯაბა ლაბაძე;

სსიპქ. ახალციხის N:4 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენისა და სპეც-მასწავლებელი, სომხურენოვანი ტრენერი აზნივ კირაკოსიანი; სსიპ ქ. გარდაბნის N:4 საჯარო სკოლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს. კალანინოს მათემატიკის მასწავლებელი, აზერბაიჯანულენოვანი ტრენერი მურადხან ემინოვი. ისინი პირდაპირ ბენეფიციარებთან ერთად რეგიონაულ დონეზე გამართავენ საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრებს პროექტის ფარგლებში დანიური პრაქტიკისა და გამოცდილებების გაზიარების მიზნით.

დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირი (GL) სპმთპს-თან პარტნიორობით, აგრეთვე ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სკოლებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილებების გაზიარების უწყვეტი პროცესის ჩამოყალიბებას. ამ მიზნით, 2019 წელს, დანიის უმაღლესი სკოლების მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უმასპინძლა ქალაქ თბილისისა და ქალაქ რუსთავის 10-მა საჯარო სკოლამ.

სპმთპ სრული დატვირთვით აგრძელებს საქმიანობას მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. დანიის თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტის მეორე ეტაპი მოგვცემს შესაძლებლობას, პროექტში მონაწილე - პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარი მასწავლებლების ერთობლივი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ უკეთესი საგანმანათლებლო პროცესის შექმნას.