32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

საქართველოს დელეგაციის წევრებს იუტლანდიის ნახევარკუნძულის ვეინის რეგიონში მდებარე გიმნაზიაში სტუმრობისას ადგილობრივი ჟურნალისტი ესაუბრა..

წყარო: https://www.jv.dk/vejen/Vejen-Gymnasium-imponerer-laerere-fra-Georgien/artikel/2752167?fbclid=IwAR0ZngiA0KBouwFxDPtSgA4fO0_QRbf84-Ay4nsxDeCNwJhxK-OB2Uw6Vvw

,,დანიის სამეფოს იუტლანდის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარე ვეინის გიმნაზია ახალ საერთაშორისო კავშირებით მჭიდრო პარტნიორობას გეგმავს”.

5 სექტემბერს ხუთშაბათს დილით, ვეინის გიმნაზიას ქართველ მასწავლებელთა ჯგუფი და პროფკავშირის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. სტუმრები რამდენიმე გაკვეთილს დაესწრნენ, გაესაუბრნენ მოსწავლეებს, კოლეგებსა და გიმნაზიის მენეჯმენტს.Remove

მათი სკოლებში ვიზიტი დანიურ- ქართული მასწავლებლების პროფკავშირების (GL-სპმთპ) ორწლიანი თანამშრომლობის პროექტის შემადგენელი ნაწილია.

Removeდანიაში ერთკვირიანი ვიზიტის შემდეგ, ქართული დელეგაცია პარასკევს უკვე სამშობლოში გაემგზავება... სტუმრები უფრო მეტი მოტივაციით დატვირთულები არიან, ძალისხმევა არ დაზოგონ და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე პროცესებში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

ზემოთხსენებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს დანიელი მასწავლებლები ესტუმრებიან და ექვს სემინარს წარუძვებიან. ისინი იმედოვნებენ, რომ მათი გამოცდილება ქართველ კოლეგებს დაეხმარებათ, განათლების პოლიტიკის განვითარების პროცესებში.

დანიელ ფასილიტატორ მასწავლებლებს შორის ვეინის გიმნაზიის მასწავლებელი და საერთაშორის კოორდინატორი მირელა რედიჩია. ის უკვე რამდენიმე კვირაში კოლენჰაგენის თავისუფალი გიმნაზიის მასწავლებელთან ერთად საქართველოში მიემგზავრება და დანიის სკოლის სისტემის გამოცდილების გათვალისწინებით ქართველი კოლეგა მასწავლებლებისთვის სალექციო თემატურ სემინარებს ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ გასული წლიდან ვეინის გიმნაზიამ საერთაშორის კავშირების განვითარება დაიწყო. შედეგად, მიმდინარე წლის აპრილში უმასპინძლა ეგვიპტის სკოლის მოსწავლეებს და უკვე ნოემბერში სასწავლო ტურით მათი გიმნაზიის მოსწავლეები ეგვიპტეში გაემგზავრებიან.

მირელა რედიჩი იმედოვნებს, რომ საქართველოს განათლების პროფკავშირების დახმარებით ორ ქვეყანას შორის უფრო გაღრმავდება მასწავლებლებსა და და მოსწავლებს შორის თანამშრომლობა და უახლოეს მომავალში მათი გიმნაზიის მოსწავლეები საქართველოს ესტუმრებიან.

ვეინის გიმანზიის დირექტორი ლარს ამდისენ ბოსენი მზადყოფანს გამოთქვამს მხარი დაუჭიროს ამ ოცნების რეალიზებას:

მივესალმები, რომ მირელა რედიჩისა და დანიის მასწავლებელთა პროფკავშირის დახმარებით, კავშირები დავამყარეთ საქართველოს მასწავლებლებთან და მათ პროფკავშირებთან. შესანიშნავი იქნება თუ ჩვენი თანამშომლობა გაღრმავდება. არავინ იფიქრებდა რომ ჩვენ ასეთი თანაშრომლობა ჩამოგვიყალიბდებოდა ეგვიპტესთან. დაველოდოთ მოვლენების შემდგომ განვითარებას.

სკოლის დირექტორი კმაყოფილია, რომ ქართველი მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ სკოლის მიერ შეთავაზებულ პროგრამაში და სასწავლო დაწესებულებაში არსებული გარემო-პირობებს მაღალი შეფასებები მისცეს.

უფრო მეტიც ქართული დელეგაციის წევრები ღიად აფიქსირებდნენ, რომ ვეინის მოსწავლეები დამოუკიდებლები, მოტივირებულები და პასუხისმგებლობ აღსავსენი არიან.

მეტი შთაგონებითა და მოტივაციით სამშობლოსკენ:

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, მარი ალუღიშვილმა საუბრისას აღნიშნა:

- ჩვენი დელეგაციის წევრი მასწავლებლები დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ არიან, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა თავად ენახათ როგორია დანიური განათლების სისტემა, მოსწავლეები აქ მაღალი მოტივაციითა და სრულად დამოუკიდებლად სწავლობენ. შთამბეჭდავია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ორმხრივი თანამშრომლური ურთიერთობები. სწავლისთვის კარგი სისტემა გაქვთ, რაც შესაბამისი ფინანსური რესურსებით არის უზრუნველყოფილი. ჩვენ ვცდილობთ საქართველოში ხელი შევუწყოთ კარგი სისტემის ჩამოყალიბებას, ჩვენ მიზანია მოსწავლეებიც ასეთი თავისუფლები, უფრო მატად პასუხისმგებლობებით აღსავსენი აღვზარდოთ, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი.

ქართველმა მასწავლებლებმა აგრეთვე აღნიშნეს ვეინის გიმნაზიის მასწავლებლების პროფესიონალიზმი და აქვე დასძიენს, რომ მათ აქვთ ამის ყველა წინაპირობა…. პირადი პრობლემები დატოვონ სახლში და 100 პროცენტით საკუთარი თავი მიუძღვნან სწავლების პროცესს.

მირლა რედიჩი კი ამბობს: - არამარტო ქართული დელეგაციისთვის იყო ეს სტუმრობა გამოცდილებების გაზიარება, არამედ ეს დიდი გამოცდილება არის თავად ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეებისათვის! მათ თავად გააცნეს მათი სკოლის გარემო პირობები, სწავლა- სწავლების მეთოდები. ისინი მართლაც ძალიან ამაყები იყვნენ ესაუბრთ მათი სკოლის მიღწევების შესახებ.