32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

სპმთპ-ის დელეგაციის წევრებმა დანიის 6 სკოლა-გიმნაზია მოინახულეს, მათ შორის ზრდასრულთა განათლების ცენტრები, დედაქალაქსა თუ სხვადასხვა რეგიონებში. ეცნობოდნენ სასკოლო ცხოვრებასა და საგაკვეთილო პროცესებს აკვირდებოდნენ. საინტერესო ინტერაქციები ჰქონდათ თავად დანიელ კოლეგებთან და მოსწავლეებთან. სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები დიდი ენთუზიაზმით უზიარებდნენ სკოლაში მიმდინარე პროცესებს.

დანიურ-ქართული მონაწილე მასწავლებლების ჩანაწერებიდან:

Lika Chxaidze Jaba Labadze Azniv Kirakosyan Murad Eminov Natia Gabroshvili Ekaterine Chelidze

,,არაჩვეულებრივი აღჭურვილობისა და გარემო პირობებთან ერთად, მოსწავლეების დისციპლინამ მიიპყრო ჩვენი ყურადღება. აგრეთვე თვალშისაცემია მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და ადმინსიტრაციას შორის თანამშრომლური გარემო…”

,,თავიდან არაესთეტურად მეჩვენა ფეხები მაგიდაზე აწყობილი ან ფოიეში მწოლიარე მოსწავლეების საქციელი, გაკვეთილის დროს ჭამა-სმა, უფლების აღების გარეშე შესვლა-გამოსვლა, მაგრამ მალევე მივხვდი, გამონათქვამი - სკოლა მეორე სახლიაო! უამრავი აკრძალვების გამო ჩვენთან მოსწავლე დაძაბულია

,,21 საუკუნის მოთხოვნების შესაბამისად, სკოლებში ძირითადად გამოიყენება კომპიუტერული ტექნოლოგიები, ელექტრონული ჟურნალები და ბიბლიოთეკები. მოსწავლეები საშინაო დავალებებით არ არიან გადატვირთულები”.

,,გაკვეთილი 90 წუთიანია და ზარი თითქმის არ ირეკება, მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, წყვილებში, პედაგოგი არც ერთ ჯგუფს არ ტოვებს უყურადღებოდ და ახდენს მათ ფასილიტაციას. გაკვეთილს შორის პატარა შესვენება. დღეში მაქსიმუმ სამი საგანი ისწავლება, ამიტომაც ნაკლები დრო სჭირდება საშინაო დავალებების მოსამზადებლად. მაღალი კლასის მოსწავლე დაახლოებით უთმობს 2 საათს. ზარი, როგორც წესი არ არის. ერთ სკოლაში მოკლე, მუსიკალური ზარი (სამი-ოთხი ნოტა) გაისმა.

,,მასწავლებლებისთვის შექმნილია ისეთი სამუშაო გარემო, რომ ყოველივე პირადი სახლში დაიტოვონ და სრულყოფილად განახორციელონ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ამოცანების ...”

,,ვეიენის გიმნაზიაშიდავესწარი ისტორიის გაკვეთილს, ბავშვებმა წარმოგვიდგინეს ის ძირითადი მეთოდები რა მეთოდითაც ხდება ისტორიის სწავლება. ძალიან მომეწონა ტექსტის . . გარუკება, რომელიც გულისხმობს წაკითხული მასალის მიხედვით რუკის დახაზვას დაფაზე. ასევე საინტერესო იყო ფოტოების დაჯგუფება მაგ: ტაძრების ტიპის მიხედვით, ეს მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე ხდება საქართველოში, თუმცა ჩვენს სკოლაში ყურადღება არ ექცევა. კარგად ნაცნობი იყო . . გაგრძელებებით წერა და ყველაზე მთავარი ისტორიული თამაში. ოთხი სკამი (5, 4, 3 და 2 ქულებით) დასმული კითხვები და სისწრაფის მეშვეობით დაგროვილი ქულები. კლასის ბიჭებმა წარმოადგინეს წყაროზე მუშაობის ხერხები, რაც თამამად ვიტყვი , არ ყოფილა უცხო ჩემი პრაქტიკისათვის.”

,,მოსწავლეს უვითარებენ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარს. მაწავლებელი ფასილიტატორია, იგი ერთვება გაკვეთილის მსვლელობაში საჭიროებისამებრ, ამიტომაც მას აქვს თავისუფალი დრო, რომ ონლაინ რეჟიმში ბაზაში დაწეროს, თუ რა ხდება იმ მომენტში საკლასო ოთახში, მაგალითად: ჯგუფური მუშაობაა, ჯგუფები მუშაობენ ამა თუ იმ საკითხებზე, ან აკეთებენ პრეზენტაციას, ან და- დისკუსიაა ამ თემაზე. ხელმძღვანელობას აქვს საშუალება ნებისმიერ მომენტში შეამოწმოს გეგმისა და გაკვეთილის შესაბამისობა”.

,,შეფასების სისტემაზე ვიკითხეთ. ძირითადად განმავითარებელი შეფასებებია და წელიწადში მხოლოდ სამჯერ უწერენ განმსაზღვრელ ნიშანს. შეფასების სისტემა შვიდბალიანია (-2, 0, 2, 4, 7, 9, 12).

დანიაში მეცხრე კლასის შემდეგ მოსწავლეების 51 % აგრძელებს სწავლას, ხოლო 49 % წყვეტს განათლებას და გადაწყვეტილებას იღებს რა გზით წავიდეს; გააგრძელოს სწავლა უმაღლესის დასასრულებლად, თუ გაუყვეს პროფესიული განათლების სისტემას.

,,როგორც დამახასიათებელია დანიური არქიტექტურისთვის, სკოლებიც ორ ან სამ სართულიანია. მოსახლეობა ცდილობს იყოს მოძრაობაში, ამიტომაც მეტწილად სარგებლობენ კიბეებით, თუმცა ყველა სკოლაში დამონტაჟებულია ლიფტი”.

საკლასო ოთახები დიდია, ნათელი, კლასებში საშუალოდ 25-28 მოსწავლეა. ცალკე მოვლენაა სკოლის სამუშაო სივრცეები. ეს, როგორც წესი, არის დიდი, ფოიე ან ოთახები, აღჭურვილი სხვადასხვა ავეჯით (რბილი ტახტები და სავარძლები, მაგიდა და სკამები) ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობისთვის. ამ სივრცეებში არის კომპიუტერები, წიგნები, პრინტერები (ჩვეულებრივი და ფერადი), სკანერები, 3D პრინტერიც კი. ყველგან არის წყლის ონკანი ან აპარატები. თანამედროვედ აღჭურვილია ყველა ლაბორატორია, დაცულია მოსწავლეთა უსაფრთხოება.

სამუშაო სივრცეებია განკუთვნილი მასწავლებლებისთვისაც, ყველას აქვს საკუთარი კუთხე, კარადა/სეიფი. დერეფნებში თაროებია, სადაც მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს დაუტოვოს წიგნი ან სხვა მასალა. სკოლებში ასევე არის ეგრეთ წოდებული შეხვედრის პატარა ოთახები, სადაც მასწავლებელი , საჭიროების შემთხვევაში წინასწარ შეთანხმებულ დროს ,ინდივიდუალურად საუბრობს მოსწავლესთან.

თითო გაკვეთილისთვის მოსამზადებლად მასწავლებელს ესაჭიროება 0,5 საათიდან 1,5 საათამდე დრო (დიდი დრო სჭირდებათ პრაქტიკულების მოსამზადებლად). მასწავლებელი მუშაობ ს საპენსიო ასაკამდე.

უმაღლესი საფეხურის სკოლებსა და გიმნაზიებში მოქმედებს ზრდასრულთა განათლების კურსები (მაქსიმუმ ორი წელი), მათ შორის ბევრია ემიგრანტი რომელიც უკეთესი ცხოვრებისთვის ემზადება. მაგ:
სწავლობს დანიურს მისი მომავლისთვის.

გარდა საგაკვეთილო საათებისა მოსწავლეები ჩართულნი არიან სხვადასხვა წრეებში (მუსიკა, სპორტი..) ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა დანიელების ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

2019 წლის 21 სექტემბერი