32 2 37 30 67
 contact@educator.ge
   ,,დადიხარ დანიის ქუჩებში და ხედავ რომ ყველა ბედნიერია, იღიმიან... სადღაც მიიჩქარიან, ველოსიპედებით დაჰქრიან...იქ ყველაზე ძვირფასი და ღირებული არის დრო... ხშირად წვიმს და ენატრებათ მზე... აქ, ჩვენთან საქართველოში, მზეცაა და სითბოც, მაგრამ ადამიანები დადიან მოწყენილი, სევდიანი სახეებით და რაც ყველაზე მეტად იკარგება, ეს არის დრო... ჩვენს მასპინძელ ორგანიზაციას - GL (დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნულ პროფკავშირი) დიდი ტრადიცია აქვს, 1899 წელსა დაფუძნებული და ჩვენს დანიელ კოლეგა მასწავლებლებს ერთიანობის ძალა და გაერთიანების არსი გათავისებული აქვთ ... ასეთი ერთობა მაღალ სამოქალაქო ცნობიერებასა და ევროპული ღირებულებების დაცვის პატივისცემაზე მეტყველებს!” - ლიკა ჩხაიძე, ქ. თბილისის N:32 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწვლებელი.
«შენ და მე ვართ ჩვენ» (YOU AND ME ARE WE) - აქ უკვე ყველაფერი ცხადია! ხვდები რა ფენომენთან გაქვს საქმე და იცი სადაც შედიხარ... შედიხარ სკოლის დარბაზში და ნელსონ მანდელას სიტყვებია :„ყოველივე გეჩვენება შეუძლებელი, სანამ მას არ შეასრულებ“- ჯაბა ლაბაძე, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N:2 საჯარო სკოლის, ისტორიის მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის ხუთეულის ფინალისტი.
,,გასაოცრად თვალში საცემია სკოლებში არსებული სასწავლო-თანამშრომლობითი კულტურის მაღალი დონე; მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია_ დამოკიდებულება სწავლა-სწავლების პროცესისადმი, ყველა გაკვეთილი მოსწავლეზე ორიენტირებული და ინტერაქტიულია. მოსწავლეთა დამოუკიდებლობა,თავისუფლება იგრძნობა ყველა ურთიერთობებში. მათ დავალება შეუძლიათ შეასრულონ სკოლის ნებისმიერ სივრცეში. ასეთი მიდგომები ერთგვარად აძლევს საშუალებას მოსწავლეს მისთვის კომფორტულ გარემოში შეასრულოს დაკისრებული დავალება, მეორე მხრივ კი ითანამშრომლოს ჯგუფთან მასწავლებლის თვალს მიღმა და დავალება შეასრულოს რეგლამენტირებულ დროში..”- ეკატერინე ჭელიძე, ქ. ტყიბულის N:6 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მენტორი მასწავლებელი, სპმთპ-ის ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 
,,ჩვენი დანიელი კოლეგები გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას... გვიხსნიან, როგორ მიაღწიეს წარმატებას და აქედან ჩვენ უნდა ავირჩიოთ, რა და როგორ მოვარგოთ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს და რეალობას. ამ პროექტის მთავარი მიმართულებაც ესაა, გავაძლიეროთ მასწავლებლის როლი და შევიტანოთ ჩვენი ძალისხმება საგანმანათლებლო პოლიტიკის განვითარებაში საქართველოში” - ნათია გაბროშვილი, ქ. გორის N:7 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე:
,,ყველა მასპინძელი სკოლებსა თუ სკოლის მიღმა, დიდი სიყვარულით გველოდნენ. ეს იმაშიც გამოიხატა, რომ ქართული ეროვნული დროშებით მორთული კედლები დაგვახვედრეს სკოლებში.”- მურად ემინოვი, ქ. გარდაბნის N:4 საჯარო სკოლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს. კალანინოს მათემატიკის მასწავლებელი, აზერბაიჯანულენოვანი ტრენერი, მურადხან ემინოვი.,,ვათვალიერეთ ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები, ვისეირნეთ კოპენჰაგენის ცნობილ პარკში ,,ტივოლი გარდენში“. გავეცანით დანიურ სამზარეულოს, დანიელმა პარტნიროებმა გვიმასპინძეს ოჯახებიც, რამაც ხელი შეგვიწყო დაგვენახა დანიის საგანმანათლებლო პოლიტიკა სხვადასხვა ისტორიულ, სოციალურ, საყოფაცხოვრებო... ჭრილში.”- აზნივ კირაკოსიანი, ქ. ახალციხის N:4 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენისა და სპეცმასწვლებელი, სომხურენოვანი ტრენერი.
2017 წლიდან საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ), დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნულ პროფკავშირთან (GL) მჭიდრო პარტნიორობით და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს პარტნიორობისა და თანადგომის პროექტს- ,,საქართველოში განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობებისა და სკოლის განვითარება სპმთპ-სთან თანამშრომლობით”.
2017-2018 წლებში, საქართველოს 40 საჯარო სკოლის 170-ზე მეტ პედაგოგს, ქვეყნის მასშტაბით უკვე მიეცათ შესაძლებლობა აქტიურად ჩართულიყვნენ პროექტის საპილოტე ეტაპზე, 2019 წლიდან აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკოლების საგანმანათლებლო პოლიტიკის განმავითარებელი ტრენინგ-სემინარები დანიელი ტრენერ-ექსპერტების მონაწილებით, რომლის პირდაპირი ბენეფიციარი იქნებიან 240 საშუალო საფეხურის სოციალურად აქტიური, ლიდერობის უნარჩვევების მატარებელი, შედეგებზე ორინეტირებული, მოტივირებული სპმთპ-ის წევრი პედაგოგი ქვეყნის მასშტაბით. 2019 წლის 1-7 სექტემბრის დანიურ-ქართული გაცვლითი პროგრამის დელეგაციის წევრი მასწავლებლების ფასილიტაციით, სემინარების მონაწილე პირდაპირი ბენედიციარი პედაგოგები დანიური გამოცდილების საფუძველზე თავად იმუშავებენ ქართულ რეალობას მორგებულ სტრატეგიებსა და მოდულებს სასკოლო სისტემების განვითარების მიზნით.
პროექტი ითვალისწინებს რეგიონალურ და სკოლის დონეზე განსახორციელებელ აქტივობებს საგანმანათლებლო სისტემის სხვა აქტორების ჩართულობითა და სპმთპ-ის ხელშეწყობით.
2019 წლის 22 სექტემბერი