32 2 37 30 67
 contact@educator.ge

დანიის   უმაღლეს   საფეხურის   მასწავლებელთა   პროფკავშირის (GL)  თანადგომისა  და  მხარდაჭერის  პროექტის   ფარგლებში   მიმდინარე  სემინარზე ,,წერითი დავალებები  და განმსაზღვრელი შეფასება”, სემინარის მონაწილე   რვა  პედაგოგმა    სტატუსის ამაღლების შესახებ შეტყობინება მიიღო.

 სემინარის  მონაწილეებს,  კარიერულ  წინსვლაში  მიღწეული  წარმატებები  მიულოცა  სპმთპ-ის პრეზიდენტმა  მაია  კობახიძემ  და  სიმბოლური  საჩუქრები  გადასცა     ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის, სოფელ  თხილნარის N 1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა, ირმა კარანაძემ მენტორის სტატუსი მიიღო;
წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ: ნანა მაისურაძეს, ქალაქ  ტყიბულის N: 6 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელს;გულიკო ბერიძეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის , სოფელ  ზანავის საჯარო  სკოლის  გეოგრაფიის  მასწავლებელს; ნონა მიქავას, წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯგალის  საჯარო  სკოლის  ქართული  ენისა   და  ლიტერატურის მასწავლებელს;ნინო ნონიკაშვილს, ქალაქ  გორის  N:7  საჯარო ს კოლის  ფიზიკა-მათემატიკის  მასწავლებელს;
ლია  ჩხაიძეს, ქალაქ  თბილისის  N:32  საჯარო  სკოლის  ქართული  ენისა  და  ლიტერატურის მასწავლებელს აზნივ  კირაკოსიანს, ახალციხის  მუნიციპალიტეტის, სოფელ  საძელის საჯარო სკოლის ქართულის , როგორც მეორე ენის მასწავლებელს ჯაბა ლაბაძეს, ხაშურის მუნიციპალიტეტის, დაბა სურამის N: 2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელს, ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდო -2017-ის" ფინალისტს.

სემინარის  მონაწილეებისა  და  დანიელი  ტრენერებისათვის  მიძღვნილი  საზეიმო  ვახშამი სასიამოვნო  და  ამაღელვებელი  იყო. ქართველმა  პედაგოგებმა, დანიელ  ექსპერტ- მასწავლებლებს ქართული  ტრადიციები და წეს-ჩვეულებები გააცნეს.

2019 წლის 3 ოქტომბერი