32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

32 მილიონი მასწავლებლის სახელით,გაეროში განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განათლების ინტერნაციონალის გენერალურმა დირექტორმა დევიდ ედვარდსმა მასწავლებლების საჭიროებებზე ისაუბრა.ქვემოთ გთავაზობთ აღნიშნული საუბრის ქართულად ნათარგმნ ვარიანტს,რომელიც გამოქვეყნდა მიმდინარე წლის 25 იანვარსEducation International-ის გვერდზე:"  მსურს მადლობა, გადავუხადო გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს, ამ მნიშვნელოვანი შეკრებისა და შესაძლებლობისთვის. როდესაც  განათლების ინტერნაციონალში განათლების საერთაშორისო დღის შესახებ შევიტყვეთ, ძალიან აღვფრთოვანდით.ზოგადად, განათლების ინტერნაციონალი მასწავლებელთა ორგანიზაციების გლობალური  ფედერაციაა, რომელიც წარმოადგენს 174 ქვეყნის 32 მილიონ მასწავლებელს.

აღნიშნულ თემაზე  ბევრი რამ გვაქვს სათქმელი ,  მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებ, მინდა შეჩერდეთ ერთი წუთით და  დაფიქრდეთ თქვენი ცხოვრების მასწავლებელზე ,რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა თქვენზე, რაღაცაში დაგეხმარათ, შეიძლება რაიმე ფორმით შთაგაგონათ კიდეც. იფიქრეთ რამდენად  მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური, შთამაგონებელი იყო ეს ადამიანი თქვენთვის  და სად ხართ ამჟამად.

მსოფლიოს მასშტაბით მასწავლებლების გამოკითხვისას ვხვდებით, რომ ვკარგავთ სწორედ ასეთ  დიდებულ მასწავლებლებს, მათ, რომლებიც თქვენ წარმოიდგინეთ... ვადგენთ, რომ სწავლების დაწყებიდან ხუთ წელიწადში გარკვეული მიზეზების გამო მასწავლებელთა 50%-ს ვკარგავთ: ბევრ ქვეყანაში მასწავლებლის პროფესიაში ხალხის მოზიდვა გვიჭირს, ზოგიერთ ქვეყანაში კი მასწავლებლის პროფესიას საერთოდ ტოვებენ.

ამის მარტივად ასახსნელად მინდა გავახმოვანო იდეა, რომ მასწავლებლები დღევანდელ მსოფლიოში პროფესიული და მორალური პარადოქსის წინაშე დგანან. ასე რომ, ხალხი, ვინც სწავლებას იწყებს და მე ისევ ამ ხალხზე ვფიქრობ, მათ არ აურჩევიათ ეს პროფესია ფულისთვის, მაგრამ მათ აუცილებლად სჭირდებათ ხელფასი, რომ იცხოვრონ.  ჩვენ კვლევებით ვიგებთ, რომ ბევრ ქვეყანაში მასწავლებლების ანაზღურება ისევ სიღარიბის ზღვარზე ან მის მიღმაა. ვიგებთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებს დამატებით მუშაობაც უწევთ.

არ დავკონკრეტდები,მაგრამ ზოგ ქვეყანაში დამწყებ მასწავლებლებს პირველ წელს ხელფასს არ უხდიან , მასწავლებლებს ვალები მასწავლებლად გახდომისთვის ედებათ, სხვა ქვეყნებში კი სკოლის დამამთავრებელ კლასებში სტიპენდიებს უხდიან, რომ მასწავლებლობა მოანდომონ, ხოლო მასწავლებლისთვის განათლება უფასოა.

არსებობს ქვეყნები, სადაც მასწავლებლებისთვის სწავლის ტრაექტორიაა. სადაც მარტო საწყის მასწავლებლის მომზადებას კი არ გადიხარ, არამედ მასწავლებლისთვის სწავლა მთელი ცხოვრება გრძელდება. არის დრო, ინსტრუმენტები და ნდობა, იმის გასაგებად, რომ სწავლება არის არა მხოლოდ ცოდნა, არამედ სიბრძნე, ადაპრაციის უნარი,შესაძლებლობა  ბევრი სხვადასხვა სახის  ინფორმაცია ერთდროულად მიიღო. პარადოქსი, რომლებზეც ვსაუბრობ, არის ის, რომ მსოფლიოში, სადაც კონფლიქტი ფართოვდება, ბულინგი იზრდება, სადაც გარემოსდაცვითი გამოწვევები ექსტრემალურია, ჩვენ ვცდილობთ მოვიზიდოთ ხალხი და ვეუბნებით: „აირჩიეთ სწავლება და ჩვენ გადაგიხდით ძალიან ცოტა ფულს, მოგცემთ ძალიან მცირე ავტონომიას და თქვენ უნდა მიჰყვეთ ამ სცენარს და ჩვენ შევაფასებთ თქვენს მუშაობას ძალიან ვიწრო სტანდარტებით“.

ასე რომ, სისტემა, როგორც ამჟამადაა აგებული, ბევრ ქვეყანაში არ არის მზად, რომ მოიზიდოს და შეინარჩუნოს მასწავლებლები და ეს ძალიან, ძალიან სანერვიულოა. ჩვენ აგრეთვე ვხედავთ 69 მილიონიან დეფიციტს და ბევრ ტრენდს, რომლებითაც ამ დეფიციტის შევსებას ცდილობენ. 80- 90-იან წლებში ტრენდული იყო არაკვალიფიციური ხალხისთვის მიგეცა აიპადი და როგორღაც ისინი შეძლებდნენ სწავლებას.

ისინი ხომ  ვერ შეძლებენ გააკეთონ ყველა ის არჩევანი და გახდნენ ის შთამაგონებელი ადამიანები, რომლებზეც თქვენ ფიქრობდით ცოტა ხნის წინ.  ეს არ მოხდება!  ამიტომ, ერთ-ერთი რაც უნდა გავაკეთოთ, არის ტრენდების მოშორება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ მოსაწყენი ძალიან კარგად.  რასაც ვპოულობთ კვლევების მხრივაც,  არაერთი საქმიანობა ხორციელდება ქვეყნის დონეზე განათლების  სისტემების აშენებისა და მასწავლებელთა პოლიტიკის შენების მიმართულებით.

ნორვეგიელებმა და სხვებმა ინვესტიციები ჩადეს მასწავლებელთა დიალოგში, რათა გადაწყვეტილებები საკლასო ოთახში, სკოლაში, განათლების სისტემაში დაფუძნებული ყოფილიყო იმაზე, თუ რა სჭირდებოდათ  მასწავლებლებსა და მოსწავლეებს და არა იმაზე,თუ რას ფიქრობს ვიღაც, სადღაც მოშორებულ ადგილას. ჩვენ გვჭირდება კარგი შრომის პოლიტიკა, რადგან შრომის პოლიტიკა კარგი განათლების პოლიტიკის საფუძველია. ჩვენ უნდა დავიცვათ ბალანსი მოკლე და საშუალო, მაგრამ ვაშენოთ გრძელვადიანი პერიოდისთვის.

ჩვენ არ შეგვიძლია  მასწავლებლად მოხალისეების მიღება, სწავლება არ არის ქველმოქმედება, ეს პროფესიაა და საჭიროა   შესაბამისი მიდგომა; გვჭირდება დიალოგი მასწავლებლებთან,  მათ ორგანიზაციებთან, რადგან ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც რეალურად იციან რა არის საჭირო და საუკეთესო. მათ შეუძლიათ შეიმუშაონ საკუთარი პროფესიული განვითარება. მათ უნდა ჰქონდეთ ხმა ამ ყველაფერში და ეს აბსოლუტურად გადამწყვეტია.

ასე რომ, ეს არის ჩემი ზოგიერთი შეფასება იმის შესახებ, თუ რისი გაკეთებაა საჭირო გარკვეულ მაკრო დონეზე ,მაგრამ ეს საკმაოდ სწრაფად განსახორციელებელია, ვფიქრობ, იმ ადამიანებისთვის, ვინც ზემოთ წარმოიდგინეთ და თუ მათი  69 მილიონზე გამრავლება გინდათ, რადგან ასეთი მასწავლებელი არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მხოლოდ მდიდრებისთვის, არამედ ყველაზე დაუცველებისა და მარგინალიზებულებისთვისაც. ჩვენ ასევე უნდა შევინარჩუნოთ კაპიტალი წინ და ცენტრში.https://www.facebook.com/educationinternational/videos/1594054397401711/?__tn__=kCH-R&eid=ARCeUF1nv-t5c9g91_4LciP5DIu-fejOVd572FwcetynXTg3Z_eCjGUzu1Gma3unB_6yhFdd5HLAh0F1&hc_ref=ARR5g1VFaYOS-1-HgpRLvQ2fHYi-WlrdYR03OaD_LSEkGs9-CDuRQBlOH9Fku6tjAIM&fref=nf&__xts__[0]=68.ARDhv15yO9lRG7Pb4ORT7QfSfb4agaQDmGPKZ2UWVe7O0-cuVuXrsFNWT2aNgJOTdTQEzbrB0EZZxSmihjspokduj2O9VLhIIzkM5R5oZfyTXnsRlqkuPmpD82dY5-UxnmNgDg6KF6FNjUiidjJUbmj1qeJzO9yTTLWpowa4K2n5ctBTGJSmuDEEV8CvA_lp-CzWDEDHoPWovIjf18I2tv9gvJtXsJLHFhNonEAWdfNc557n_jf3mdneeFfQdpQGsVdGmnjUZUFsSbYG1n6EsKwTSpPe7QXqA-4QYngMyJw7HNPJaTnGsobgalmAfybGxpIots5N4Ufg0KTs5RiQDM6Lh4CtZC-gu811LDaZNAE4kmgiu79jyI68zn5sebJduUQ94Yk_tU2uDnji0WBeQOV4-FV5t7WqXwiUmoxt1brPsUCNofepmWu9fYqDB1FFiO5u_YWGrLW4YCMTE_MfOpGzeIlbEfuOJOHYW0CUh27ebTmF8pmG18I6HTwL6aeb3Q