32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

 მიმდინარე წლის 29 თებერვალს და 1 მარტს , სპმთპ-ის ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ხელშეწყობით, თბილისის N44-ე და N158-ე ბაგა-ბაღში გაიმართა ორდღიანი ტრენინგი თემაზე:“ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მეთოდიკა“, რომელიც ჩაატარა  ა(ა)აიპ „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ ტრენერმა ირმა გრიგოლიამ.
ტრენინგში მონაწილეობდნენ თბილისის N158-ე ,N44-ე ,N27-ე,N142-ე ,N197-ე ,N83-ე ,N63-ე ,N137-ე ,N192-ე ,N208-ე ,N212-ე,N33-ე და ბაგა-ბაღ „ჩიორას" 80-მდე აღმზრდელი და თანაშემწე.
ტრენინგის მიზანი იყო,სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ბაგა-ბაღებში დასაქმებულთათვის მიეწოდებინა საჭირო და კონპეტენტური ინფორმაცია, ახლებური ხედვები, მეთოდიკა და მიდგომები, რომლებსაც გაითვალისწინებენ შემდგომი ტესტირებისთვის.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
სპმთპ-ს ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაცია მადლობას უხდის თბილისის N44-ე ბაგა-ბაღის დირექტორს ქალბატონ ეკა ნადირაშვილს ტრენინგის ორგანიზებაში ხელშეწყობისთვის.