32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტი (ETUCE) გმობს ბელორუსში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასა და ზეწოლას
ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ალექსანდრე ლუკაშენკოს ხმათა 80%-ით ხელახალი არჩევის გამოცხადებას 2020 წლის 9 აგვისტოდან მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოყვა.
სანამ დემოკრატიული მთავრობების უმეტესობამ და ევროკავშირის სამიტმა 2020 წლის 19 აგვისტოს ოფიციალურად არ აღიარა ბელორუსის ეროვნული არჩევნები და უწოდა გატალბებულად და აარასამართლიანი, ETUCE მკაცრად დაგმო, ის ძალადობა, რაც ბელორუსის ხელისუფლებამ გამოიყენა ქვეყნის მასშტაბით მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მათ შორის მოქალაქეების დაპატიმრებები და დაკავებები. ,,ვგმობთ ინტერნეტისა და მედიის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს, დაკავევებსა და ჟურნალისტების დევნას, ქვეყანაში მიმდიანრე პროცესების ინფორმაციების დახრუვის მიზნით, საზოგადოებრივ პროტესსტს საარჩევნო პროცესების გაყალბების წინააღმდეგ. ვგმობთ დასაქმეულებზე თავდასხმებს და მათი პროტესტის ადამიანის უფლების შეზღუდვას“ ნათქვემია განცხადებაში.
მოვითხოვთ ბელორუსიის ხელისუფლებამ შეწყვიტოს ყველანაირი ძალადობა, გაათავუსუფლოს დაკავებულები და დაპატიმრებულები და საქმე აღიძრას ყველა იმ თანამდებობის პირის წინააღმდეგ, რომელიც პასუხისმგებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ რეპრესიების ყველა ფორმაზე, ETUCE-ის მოუწოდებს მთავრობას დაიწყოს ახალი საარჩევნო პროცესი, იმ საარჩევნო კომიტეტის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც ნდობას გამოუცხადებს ყველა მხარე, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლები.
”ამ მღელვარე პერიოდებში ახალი აკადემიური - სასწავლო წლის დასაწყისში, პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესებში, ETUCE გამოხატავს მტკიცე სოლიდარობას მასწავლებლების, სკოლის ხელმძღვანელებისა და სხვა სასწავლო პერსონალის, ისევე როგორც მოსწავლეების მიმართ. ჩვენ დასაქმებულებსა და ბელორუს ხალხს ვუსურვებთ სიძლიერესა და გამბედაობას ცვლილებებისა და დემოკრატიული საზოგადოების მოთხოვნის საქმეში.“ - ამბობს სუზან ფლოკენი, ETUCE-ის ევროპული დირექტორი.