32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
15591318 1258439710880195 4714386602719669158 oმიმდინარე წლის 17 და 18 დეკემბერს სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ორგანიზებით ბაგა-ბაღების აღმზრდელთათვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. კარიერული ზრდის, თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად ჩატარებული სემინარი სამ მიმართულებას მოიცავდა: სამართალი (ბავშვთა უფლებების კონვენცია) - ტრენერი მაია ლიპარტელიანი; სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია - ტრენერი ანასტასია ამისულაშვილი და ფსიქოლოგია - ტრენერი თინათინ სიდონიშვილი;
გადამზადებაში რაიონის რვა ბაგა-ბაღის ( N6; N11; N40; N64; N94; N95; N125; N132;) აღმზრდელ-პედაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგი საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების ხელშეწყობითა და დაფინანსებით ჩატარდა, რისთვისაც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სახელით გულისხმიერ მადლობას ვუცხადებთ მათ.