32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
download

2017 წლის 20-21 მარტს, ბრიუსელში, ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი კომიტეტის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სპმთპ-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, სპმთპ-ის გენდერული თანასწორობის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ მარინა ალუღიშვილმა. ETUCE-ის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი კომიტეტი ETUCE-ის მართველი კომიტეტის საკონსულტაციო ორგანოა, რომლის მიზანია ევროპის მასშტაბით, გენდერულ ჭრილში განათლების სფეროში გამოცდილებებისა და მიდგომების გაზიარება, ერთობლივი რეკომენდაციების მომზადება და ETUCE-ის მართველი კომიტეტის წევრებისათვის წარდგენა. ETUCE ის წევრი ორგანიზაციების გენდერული თანასწორობის 65-მა წარმომაგენელმა და ექსპერტმა იმსჯელეს, ETUCE-ის 2016 წლის ბელგრადის კონფერენციაზე მიღებული დადგენილების გარშემო. მათ ჯგუფური მუშაობის ფორმტაში მიიღეს რეკომენდაციების პაკეტი, აღნიშნული დადგენილების შესრულებისა და განხორციელების გზების პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით. სადისკუსიო თემებს წარმოადგენდა მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განათლების ხელმისაწვდომობის, გენდერული თანასწორობის აქტუალური საკითხების, ექსტრემიზმისა და ქსენოფობიის გამოწვევების აღმოფხვრის მექანიზმებისა და მასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება. სარეკომენდაციო პაკეტი განხილული იქნება ETUCE -ის მართველი ორგანოს, კომიტეტის საგაზაფხულო შეკრებაზე. ETUCE-ის ევროპულმა დირექტორმა სუზან ფლოკენმა მონაწილეებს გააცნო ETUCE-ის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა. ხოლო EI-ის გენერალური მდივნის მოადგილემ ჰალდის ჰოლდსმა წარადგინა განათლების ინტერნაციონალის (EI) საქმიანობა გენდერულ ჭრილში, კერძოდ არაბულ ქვეყნებში, ხოლო გლობალურად მიმოიხილა განათლების სექტორში განსახორციელებელი გლობალური სტრატეგიები. გენდერული თანასწორობის კომიტეტის წევრებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით მოწვეულნი იყვნენ ევროპის პროფკავშირების (ETUC) გენდერულ საკითხებში, კონსულტანტი მონსერატ მირ ტოსა და ევროპის გენდერული თასაწორობის ინსტიტუტის (EIGE) წარმომადგენელი მაურიციო მოსკა.