32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
mtawminda shexvedraმიმდინარე წლის 11 მარტს სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე მთაწმინდა-კრწანისის რაიონების საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულებს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორთვიანი მუშაობის შედეგად საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებიდან საგანმანათლებლო სისტემის 500-ზე მეტი დასაქმებული შემოუერთდა.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან და ტენდენციებთან დაკავშირებით. მან დეტალურად ისაუბრა ბოლო წლების განმავლობაში, ზოგადსაგანმანათლებლო სფეროსა და საბავშვო ბაღებში სწავლა-სწავლების უკეთესი პირობების შესაქმნელად სპმთპ-ის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ. დამსწრეებმა, ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ერთად, იმსჯელეს დასაქმებულთა გააქტიურების და ცნობიერების ამაღლებისთვის რაიონული ორგანიზაციების გაძლიერების საჭიროებებზე.
სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გრიგოლ ბაკურაძემ პედაგოგებსა აუხსნა შრომითი ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები. მან ისაუბრა კანონქვემდებარე აქტების შესახებ და დამსწრეთა შეკითხვებზე სამართლებრივ ჭრილში დეტალური განმარტებები გააკეთა.
შეხვედრის მონაწილეებმა დასაქმებულთა სოციალურ და ეკონომიურ საკითხებსა და ფაქტორებზე სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტთან საფინანსო დარგში, ნათია კორძაძესთან ერთად იმსჯელეს. შეხვედრა ინტერატქიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და შეხვედრის თოთოეულ მონაწილეს საშუალება ჰქონდა მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
სპმთპ-ი წევრები მთაწმინდა-კრწანისის რაიონებიდან ინტენსიურ რეჟმში გადიან პროფესიული განვითარების ტრენინგ-სემინარებს, რაც მათ პროფესიულ ზრდასა და წარმატებებში ეხმარებათ. შეხვედრაში 10-ზე მეტი საჯარო სკოლისა და 20- მდე საბავშვო ბაგა-ბაღის აქტიურმა წარმომადგენელმა მიიღეს მონაწილეობა.
საინფორმაციო შეხვედრები აშშ-ის შრომის საერთაშორისო ,,სოლიდარობის ცენტრის” პროგრამების ფარგლებში ხორციელდება.