32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა.სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს განათლების ხელმისაწვდომობა და თანაბარი შესაძლებლობები ყველა ბავშვისთვის. წლების განმავლობაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბაშვები (შემდგომში სსსმ) მკაცრად სერეგრირებულები იყვნენ საზოგადოებისგან და არ ქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ განათლება ზოგადასაგანმანათლებლო სივრცეში თანატოლებთან ერთად. ბევრი რამ გაკეთდა ქვეყანაში იმისთვის, რომ ამ კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, თუმცა პრობლემები ისევ არსებობს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, მასწავლებელთა არასაკმარისი ცოდნა და უნარ-ჩვევები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბაშვებთან მუშაობისთვის.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მუდმივად ზრუნავს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა კარიერული ზრდისთვის და სისტემატურად ატარებს ტრენინგებს მათთვის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით.ამის ერთ-ერთი მაგალითია ტრენინგების ციკლი -„სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია“. მორიგი ტრენინგი

10 დეკემბერს, თბილისის გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვიქტორია ბალავაძის ორგანიზებით, გლდანისა და მუხიანის საბავშვო ბაგა-ბაღების 43 პედაგოგისთვის, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრმა ჩაატარა. ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი, ანასატასია ამისულაშვილი.

ტრენინგი, რომელსაც საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი სისტემატურად ატარებს სპმთპ-ს წევრებისთვის, ეხმარება პედაგოგებს ინკლუზიური განათლების პრინციპების განსაზღვრაში, თუ როგორ აღზარდონ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები კეთილგანწყობილ გარემოში. ასევე, ეხმარება მათ, ირწმუნონ ბავშვის შესაძლებლობები, უფრო ფაქიზად მიუდგნენ მათ, გულისყურით მოეკიდონ და ჩასწვდნენ მათ უნიკალობას, სურვილებსა და საჭიროებებს.

ტრენერმა მონაწილეებს, პრაქტიკული უნარების გასავითარებლად, თეორიულ მასალასთან ერთად, ვიდეო-მასალაც მიაწოდა.

ტრენინგის დასასრულს, ყველა მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა.