32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
ააიპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრმა“ დაასრულა „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ საგრანტო კონკურსის - „ მასწავლებელთა პროფესიული განვითარება აღმოსავლეთ საქართველოს მცირეკონტიგენტიან სკოლებში“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის -„მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის“- განხორციელება.

პროექტში მონაწილეობა მიიღო კახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის 89 მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლის 854 პრაქტიკოსმა პედაგოგმა, რომლებსაც პროექტის აქტივობებში მონაწილეობა 1.5 კრედითქულით შეუფფასდებათ.

ცენტრი 2015 წელს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ მისი წევრი პედაგოგების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში დასახმარებლად შეიქმნა. ცენტრი 2015 წლიდან სპმთპ-ს წევრებისთვის, როგორც პრაკტიკოსი, ასევე უფროსი მასწავლებლებისთვის ატარებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს, ტრენინგებს მრავალფეროვანი თემატიკით.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი და პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში.