32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
მიმდინარე წლის 24 აპრილს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის მე-6 საანგარიშო -საარჩევნო კონფერენცია გაიმართა.კონფერენციას 92 დელეგატი ესწრებოდა და ღია კენჭისყრით ნანული მეტრეველი სპმთპ-ის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. კონფერენციას ესწრებოდა სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, სპმთპ-ის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი მაია ესებუა , ბოლნისის რესურს ცენტრის უფროსი იამზე სვანიძე, ასევე რესურს ცენტრის მთავარი სპეციალისტები კლარა დევნოზაშვილი და ირმა კოპალიანი. კონფერენციას ასევე ეწრებოდნენ რესურს ცენტრის აუდიტი და მოწვეული სკოლის დირექტორები.

სპმთპ-ის კონფერენციას თავმჯდომარეობდა საბჭოს წევრი, ქვეშის საჯარო სკოლის პედაგოგი დალი ბოჭორიშვილი. კონფერენცია სპმთპ-ის ბოლნისის რაიონის თავმჯდომარემ ნანული მეტრეველმა გახსნა . მან დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის. ამის შემდეგ სიტყვა სპმთპ-ის პრეზიდენტს გადასცა. მაია კობახიძე მონაწილეებს მიესალმა , მადლობა გადაუხადა მათ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. სპმთპ-ის პრეზიდენტმა საკუთარ მოხსენებაში ორგანიზაციის მიღწევებზე , გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. საუბარი ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ განაგრძო . მან მონაწილეებს 4 წლიანი ანგარიში წარუდგინა, ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე , აქტივობებსა და ღონისძიებებზე.

კონფერენციაზე იყვნენ გამომსვლელებიც, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს ნანული მეტრეველს გაწეული 4 წლიანი ნაყოფიერი საქმიანობისთვის. სპმთპ-ის ბოლნისის რაიონის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე, ასევე აირჩიეს 14 კაციანი საბჭოს შემადგენლობა და 7 დელეგატი, მე-9 საანგარიშო -საარჩევნო ყრილობისთვის.

შეხვედრის ბოლოს, სპმთპ-ის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ პროფკავშირის ღვაწლმოსილი 10 პედაგოგი და 10 პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე მადლობის სიგელით დაჯილდოვა.