32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
2018 წლის 28 აპრილს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელვაჩაურის რაიონის რიგით მე-9 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია ჩატარდა. შეხვედრას თავმჯდომარეობდა სპმთპ-ის ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ჯემალ ჯაფარიძე. კონფერენციას, 55 დელეგატი ესწრებოდა და ღია კენჭისყრით ჯემალ ჯაფარიძე ხელვაჩაურის რაიონის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. სპმთპ-ის ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის რიგით მე-9 საანგარიშო- საარჩევნო კონფერენციას, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე და ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე ესწრებოდნენ. კონფერენციის მსვლელობას, ასევე ეწრებოდნენ სპმთპ-ის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ბერიძე, ადგილობრივი რესურს ცენტრის უფროსი ხათუნა დიდმანიძე და რესურს ცენტრის მთავარი სპეციალისტი ნინო ბოლქვაძე . ასევე შეხევედრას ესწრებოდა ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნატო შარვაშიძე. კონფერენციაზე ასევე იმყოფებოდნენ, ხელვაჩაურის #1 საჯარო სკოლის დირექტორი შუშანა კონცელიძე და მისი მოადგილე ნანული კოკოპინაძე. მე-9 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია, ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გახსნა. ჯემალ ჯაფარიძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და საკუთარი 5 წლიანი ანგარიში წარადგინა. მან საკუთარ გამოსვლაში, მთავარი აქცენტები მასწავლებელთა სერტიფიცირებაზე, ჩატარებულ ტერენინგებზე, პროფკავშირის წევრების უფლებამოსილებაზე გააკეთა. სპმთპ-ს ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ სამომავლო გეგმებიც მიმოიხილა და მთავარ პრიორიტეტად წევრთა მოზიდვა დასახელა. სამომავლოდ, ჯემალ ჯაფარიძე საბჭოს წევრებთან ერთად, პერსპექტიულ გეგმას შეიმუშავებს. ტრადიციულად, თავმჯდომარის შემდეგ სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ორგანიზაციის მიღწევებზე ისაუბრა. სპმთპ-ის პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში კონკრეტული აქცენტები გააკეთა , კონკრეტულად კი მასწავლებელთა შევბულებაზე ისაუბრა, ორგანიზაციის მიღწევებსა და წარმატებებზე, დარგობრივ შეთანხმებაზე, მოგებულ სასამართლო პროცესებზე და პედაგოგთა ხელფასების მომატებაზე. სპმთპ-ის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ კონფერენცია კითხვა -პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა მისი ხელახალი არჩევისთვის და დაპირდა ,რომ მათ ნდობას აუცილებლად გაამართლებს. კონფერენციაზეს ასევე აირჩიეს 9 კაციანი საბჭოს შემადგენლობა და 10 დლეგატი , მე-9 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობისთვის.