საქართველოს  პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირი

   ,,ძლიერი, ეფექტური პროფესიული კავშირი თითოეული ჩვენგანის შრომითი, სოციალურ–ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებების დაცვის გარანტიაა!|”- ასე მიმართა კოლეგებს 5 ოქტომბერს კონფერენციზე თეა თავაძემ, სპმთპ-ის ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა. სპმთპ-ის ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციას დელეგატებთან ერთად სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე, ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ძნელაძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საანგარიშო მოხსენების წარდგენისას თეა თავაძემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის დელეგატებსა და წევრებს ნდობისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, სპმთპ-ის პრეზიდეტნის მაია კობახიძის უშუალო ჩართულობა ბაღდათის რაიონში პროფკავშირული იდეების პროპაგანდის, წევრების მოზიდვა დამაგრების მიზნით ბაღდათის სკოლებში სტუმრობისა და ხელშეწყობისთვის. 2017-18 სასწავლო წელს სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა ხელშეწყობით ინტენსიურად მიმდინარეობდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეხვედრების ორგანიზება. მას შემდეგ რაც თეა თავაძეს დაეკისრა ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის კოორდინაცია ის ინტენსიურად რთავდა ბაღდათის რაიონის პედაგოგებს ცენტრალიზებურად ორგანიზებულ ღონისძიებებში. ახდენდა რაიონის დონეზე სკოლამდელ დაწესებულებებში არსებულ გამოწვევბსა და კომპეტენციის ფარგლებში უწევდა სამართლებრივი მხარდაჭერის კოორდინაციას სპმთპ-ის ცენტრალურ აპარტთან. ბაღდათის რაიონშიც მწირი სახრების მიუხედავად წევრების წახალისების მიზნით განხორციელებულია სოციალური პროგრამები.