32 2 37 30 67
 contact@educator.ge
მიმდინარე წლის 18 მარტს, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ყოფილმა პრეზიდენტმა ერიკ ლივნიმ გამოაქვეყნა სტატია - ,,ორმაგი ხელფასი და არანაირი შედეგი?“. Tbilinomics Policy Advisors
ზემოაღნიშნული სტატია, კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმ ფაქტისა, როგორი ბრძოლა უწევს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს მასწავლებელთა უფლებების დაცვისათვის და ქვეყანაში არსებობს განათლების სპეციალისტების/ექსპერტების ჯგუფი, რომლის მიზანს პედაგოგთა მასობრივი გათავისუფლება წარმოადგენს.
სტატიის ავტორი აღწერს ინდონეზიის განათლების რეფორმის კრახის მიზეზებს, საქართველოს განათლების პოლიტიკის ასპექტებს და აპროტესტებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის/რატიფიცირებული საერთაშორისო ნორმების მოთხოვნების საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლებისა და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თანამშრომლობას:
ერიკ ლივნი - ,,ჯერჯერობით, საქართველოს მთავრობები, ერთმანეთის მიყოლებით, არ იჩენენ 60 000 წევრისაგან შემდგარ, ძლიერ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან დაპირისპირების ინიციატივას. ამის შედეგად, ეს ძლევამოსილი ლობი ძალიან კარგად ახერხებს იმ რეფორმების ბლოკირებას, რომლებიც გულისხმობს მკაცრი სასერტიფიკაციო გამოცდების დაფუძნებასა და მოხუცი, არაკვალიფიციური მასწავლებლების განთავისუფლებას. მოახლოებული მაღალკონკურენტული საპარლამენტო არჩევნების პირობებში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკა კიდევ ერთხელ შეუშლის ხელს არაჩვეულებრივი განზრახვების განხორციელებას.
გაზრდილი ხელფასი ახალი და კვალიფიციური მასწავლებლებისათვის მნიშვნელოვანი კომპონენტი უნდა იყოს ნებისმიერი სამომავლო განათლების რეფორმისა, რომელიც მიზნად დაისახავს საქართველოს საჯარო სკოლების ახალი სისხლითა და ახალი იდეებით შევსებას. თუმცა, კომპენსაციის პოლიტიკურად მოტივირებული, უპირობო ზრდა - რასაც ლობირებს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი - უშედეგო იქნება, და მეტიც, შეამცირებს ფისკალურ სივრცეს სხვა მნიშვნელოვანი პროგრამებისთვის (როგორიცაა ინფრასტრუქტურული ინვესტიცია). ასეთი პოპულისტური ნაბიჯით ვერ მიიღწევა ინტენსიური ზღვრული ეფექტი დასაქმებული მასწავლებლების მოტივაციასა და ძალისხმევაზე. ის მხოლოდ გააძლიერებს მათ ინტერესებს ჩაებღაუჭონ თავიანთ სამსახურებს, რაც შეამცირებს ექსტენსიურ ზღვრულ ეფექტს, რომელსაც პოტენციურად ახალი მასწავლებელების მოსვლა გამოიწვევდა“ - აღნიშნულია სტატიაში. Eric Livny
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) კატეგორიულად არ ვეთანხმებით ერიკ ლივნის მოსაზრებებს, ვინაიდან, ვიცავდით და დავიცავთ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟს, შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ უფლებებს. ალბათ, არც ჩავთვლიდით პასუხის ღირსად ბატონ ლივნის, რომ არა უსამართლო ბრალდებები საქართველოს პედაგოგთა მიმართ და რაც მთავარია, სპმთპ-ის მონსტრად, რეფორმების ხელშემშლელად წარმოჩენა. სპმთპ-ის არაერთგზის გამოუხატავს თავისი პოზიცია ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და განათლების ექსპერტების მოსაზრებების მიმართ, რომ განათლების სისტემაში არსებულ ყველა ნაკოლავანებაში დამნაშავეა მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებელთა კორპუსი. მოგვისმენია შეურაცხმყოფელი ეპითეტები მასწავლებელთა არაპროფესიონალიზმის მიმართ და განსაკუთრებით ასაკოვანი პედაგოგების კრიტიკა. ბატონი ლივნის სტატიაში განვითარებული თეზისების სიღრმეებში არ შევალთ, აღვნიშნავთ მხოლოდ რამდენიმე მომენტს: ინდონეზიის განათლების რეფომების შედეგების შედარება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფომებთან არასწორად მიგვაჩნია, ვინაიდან სტატიის ავტორი არ იცნობს, ან ვერ ხედავს ჩვენი რეფორმების ძირითად პრინციპებს, რომელშიც მასწავლებელთა ხელფასების ზრდა დაკავშირებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების რამდენიმე საფეხურთან, რაც პრინციპულად გამორიცხავს შრომის ანაზღაურების მექანიკურ ზრდას. ინდონეზიის განათლების რეფორმების განხილვით და ამ ფონზე მასწავლებელთა მასობრივი გათავისუფლებების საფუძვლის შექმნა, კარგს არაფერს მოუტანს არც განათლების სისტემას და არც ქვეყანას. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და... Irina Abuladze
რბილად რომ ვთქვათ, სიცრუე და არაკომპეტენტურობის დამადასტურებელია სტატიის ავტორის ის თეზისი, რომ ,,მასწავლებლების ჩართვა სერტიფიცირების პროგრამაში თანდათანობით, 10 წლის განმავლობაში ხდებოდა (2006-დან 2015-მდე), და რიგში უპირატესობა სტაჟით განისაზღვრებოდა. აქედან გამომდინარე, ბევრ „კომპეტენტურ“ მასწავლებელს უწევდა რამდენიმე წელს ლოდინი სანამ შეძლებდა სერტიფიკაციის პროცესში მონაწილეობას“ (ერიკ ლივნი). 2010 წელს დაწყებულ სასერტიფიკაციო გამოცდებზე გასვლის უფლება ჰქონდა ყველა იმ პირს, ვისაც გააჩნდა სკოლაში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი სტაჟი (განურჩევლად პოზიციისა) და უგულებელყოფილი იყო საუნივერსტეტო განათლება, პირი ირჩევდა საგანს, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ამ საგნის სპეციალისტი.
ცნობისათვის, 2010-2012 წლებში, სააკაშვილის მთავრობამ გამოიჩინა სპმთპ-თან დაპირისპირების ინიციატივა, რის შედეგადაც სპმთპ დარჩა წევრების გარეშე და მონაწილეობა არ მიუღია 2010 წელს დაწყებული სერტიფიცირების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ 2010-2012 წლებში, მასწავლებლის საბაზო ხელფასი არ გაზრდილა, მკაცრი სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში მიეცემოდათ სასერტიფიკაციო დანამატი 75 ლარის ოდენობით (დარიცხული), რა სავალალო შედეგები მივიღეთ სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების მიმართულებით, საზოგადოებისათვის ცნობილია.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, პედაგოგთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის პარალელურად, სპმთპ-ის საქმიანობის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა და სპმთპ-ის ძალისხმევაც ამ მიზნის განხორციელებას ემსახურება. განათლების რეფორმის ძირითად ხელისშემშლელ აქტორად სპმთპ-ის გამოყვანა, რბილად რომ ვთქვათ უზნეობაა.
2015 წლიდან ვაყენებთ მოთხოვნას ეტაპობრივად გაიზარდოს მასწავლებლის საბაზო ხელფასი, 3 წლის განმავლობაში, იმ გათვლებით, რომ მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს, ამის პარალელურად გავრცელდეს სტატუსის შესაბამისი დანამატების ზრდა. მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომებით, მოქმედ მასწავლებლებს მიეცემათ მეტი სტიმული და ახალგაზრდებსაც გაუჩნდებათ მოტივაცია შემოვიდნენ პროფესიაში.
და კიდევ ერთის შესახებ, ჩემი შეკითხვა ეხება სტატიის ავტორს და მის თანამოაზრეებს: ,,საიდან მოდის ამდენი სიძულვილი მასწავლებლებისადმი? რა დაგიშავათ ხანში შესულმა მასწავლებლებმა? რატომ ჩავარდით ისტერიაში და პანიკაში, თუ 2022 წლიდან გაიზრდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურება? ვერ მივიღებთ თქვენს პასუხს, რომ ეს გამოწვეულია ბავშვებზე ზრუნვითა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების მოტივით. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მასწავლებლის პროფესია დღეს დეფიციტშია, მაშინ 30-35 ათასი პედაგოგის გაშვების შემთხვევაში, თეორიულად შეუძლებელია ამდენი ახალი კვალიფიციური კადრის შემოყვანა სისტემაში.
P.S. ბატონი ლივნის მიერ, ჩვენი ფეისბუქიდან აღებულია ასპინძის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციის სურათი. აღნიშნული სურათის გამოყენება ერიკ ლივნის წარწერებით - APPROVED, BY TEACHER UNIONS, სცილდება ზნეობისა და ეთიკის ყოველგვარ ფარგლებს.
 
24 აპრილი, 2019 წელი.