32 2 37 30 67
 contact@educator.ge

,,ევროპის მომავლის ფორმირება მასწავლებლებთან ერთად

E T U C E- ,,შევცვალოთ და ვითხოვთ!"

ხარისხიანი განათლება ფუნდამენტური უფლება და საზოგადოებრივი სარგებელია!

ETUCE-ის კამპანიის მიზანი

მასწავლებელთა ძალების გაერთიანებით, აუცილებელია საზოგადოებაში განათლებისთვის ფართო მხარდაჭერის მოპოვება და მასწავლებლის პროფესიისა და მასწავლებლის სტატუსის,  ახალი მიდგომების ჩამოყალიბება;
პროფესიის დაფასებისა და  განათლების სახელმწიფო დაფინანსებასთან  დაკავშირებული მავნე შეხედულებების საპასუხოდ, საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა;

კამპანია მიმართულია ჩვენი საზოგადოებებისა და სწავლა-სწავლების სპეციფიური გამოწვევების საპასუხოდ!

ETUCE-ის კამპანია აკავშირებს

  • მასწავლებლებს, აკადემიკოსებსა და განათლების პროფესიულ კავშირებს;
  • ევროპაში გადაწყვეტილებების მიმღებებს;
  • პოლიტიკოსებს ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ (მუნიციპალურ) დონეზე;
  • სოციალურ პარტნიორებს განათლებასა და სხვა სექტორებში;
  • საზოგადოების თითოეულ წევრს.

ევროპის მომავლის ფორმირებისათვის კამპანიის ფარგლებში განსაზღვრულია

ოთხი ძირითადი მოთხოვნა:

  1. ყველასათვის ხარისხიანი განათლება
  2. პროფესიის მიმზიდველობა და სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა
  3. სოციალური დიალოგისა და განათლების პროფკავშირების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის გაძლიერება
  4. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ჩართულობის ხელშეწყობა

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ), როგორც განათლების ხარისხის ამაღლებისა და სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი ლობისტი საქართველოში სრულად იზიარებს და ადვოკატირებს

!

  1. ყველასათვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას

ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტი (ETUCE) მოითხოვს, რომ ყველა ბავშვისა და სტუდენტისათვის ხელმისაწვდომი იყოს უფასო, ხარისხიანი განათლება, რომელიც მორგებული იქნება ყველას შესაძლებლობებს, მიუხედავად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა.

თანამედროვე, ინოვაციური განათლებისათვის ფუნდამენტური მოთხოვნებია: საწყის ეტაპზე მასწავლებელთა მომზადებისა და მათი პროფესიული განვითარების მდგრადი დაფინანსება მთელი კარიერის განმავლობაში, რათა სწრაფადცვალებად სამყაროში დაკმაყოფილდეს მოსწავლეთა საჭიროებები. ასევე, მრავალფეროვნების მართვისათვის საჭიროა ავტონომიურობის უზრუნველყოფა მასწავლებლებისა და საგანმანათლებლო სისტემის სხვა დასაქმებულთათვის.

  1. როფესიის მიმზიდველობისა და სახელმწიფო ინვესტიციების ზრდას

მასწავლებლობის პროფესიის მიმზიდველობა და მასწავლებლის იმიჯი, ნელნელა მცირდება, მაშინ როდესაც მზარდია მოთხოვნები განათლების სფეროს მასწავლებლებსა და სხვა განმანათლებლებზე, რომელთა 73% წარმომადგენელი ქალია.

გადატვირთულმა სამუშაომ და სტრესმა, პროფესიული ავტონომიურობისა და მხარდაჭერის ნაკლებობასთან ერთად, დამატებით არამიმზიდველმა და არასტაბილურმა სამუშაო პირობებმა, დაბალმა ხელფასებმა და საპენსიო სისტემებმა ევროპის ბევრი ქვეყანა მასწავლებლების კადრების ნაკლებობამდე მიიყვანა.

გასულ პერიოდში დაფინანსების შემცირებამ განათლების ბიჯეტში, საბაზრო მოთხოვნებაზე დაქვემდებარებამ და პრივატიზაციის ტენდენციებმა უფრო დიდი საფრთხე შეუქმნა ხარისხიან და მდგრადი განათლების უზრუნველყოფას.

აქედან გამომდინარე, ETUCE და მისი წევრი ორგანიზაციები ევროპის მასშტაბით ითხოვს გაზრდილ, მდგრად სახელმწიფო დაფინანსებას, განათლებაში ყველაზე მაღალკვალიფიციური პერსონალის მოზიდვასა და შენარჩუნებას ღირსეული სამუშაო პირობების შეთავაზებით, მათ შორის მასწავლებლის საჭიროებებზე მორგებული უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობის უზრუნველყოფით. აგრეთვე, ისეთი სამუშაო გარემოსა და ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც ხელს შეუწყობს მასწავლებლის კეთილდღეობასა და მოტივაციის ზრდას.

  1. სოციალური დიალოგისა და განათლების პროფკავშირების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის გაძლიერებას

ETUCE მოუწოდებს მთავრობებსა და განათლების გადაწყვეტილებების მიმღებებს განათლების პროფკავშირების, როგორც სოციალური პარტნიორების მუდმივი ჩართულობის უზრუნველყოფას ეფექტურ სოციალურ დიალოგში, იმ მიზნით, რომ მიეცეთ შესაძლებლობა კონსტურქციური წვლილი შეიტანონ ხარისხიანი განათლების სისტემის განვითარებასა და დამოუკიდებელი პროფესიული ხედვის ჩამოყალიბებაში.

განათლების პროფესიულ კავშირებს ნაყოფიერი და ცენტრალური როლი უნდა ეკავოთ ეროვნულ და ევროპის დონეზე საგანმანათლებლო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებით, პედაგოგიური საკითხებისა და კურიკულუმის შემუშავებაში.

  1. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ჩართულობის ხელშეწყობას

ETUCE ითხოვს მდგრად დაფინანსებას და მხარდაჭერას მასწავლებლებისა და საგანმანათლებლო სისტემის სხვა დასაქმებულებისთვის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, უნივერსალური ფასეულობებისა და სამოქალაქო უნარების სწავლებაში, რითაც სრულად შეძლებენ დააკმაყოფილონ მათი მოსწავლეების საჭიროებები.

კამპანიის ფარგლებში, ეროვნულ დონეზე ETUCE-ის წევრი ორგანიზაციები ატარებენ სხვადასხვა ღონისძიებებს.

ETUCE-ის ლიდერების ვიდეო მიმართვები განათლებაში მიმდინარე პროცესებსა და საჭიროებებთან დაკავშირებით, მათ შორის სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის გზავნილები (ჩაწერილია 2019 წლის 11 მარტს, ქ. ბრიუსელში), ატვირთულია კამპანიის ,,ევროპის მომავლის ფორმირება მასწავლებლებთან ერთად Youtube-ის არხზე,

კამპანიის ვიდეო-ბმული:

https://www.youtube.com/channel/UC-in9kbuv43Xoxiymim8UfQ/featured

For English - ETUCE Campaign web-side- follow the link:

https://www.csee-etuce.org/en/actions/campaigns/shape-the-future-of-europe-with-teachers/2868-shape-the-future-of-europe-with-teachers

ETUCE-ის კამპანია ,,ევროპის მომავლის ფორმირება მასწავლებლებთან ერთად"