32 2 37 30 67
 contact@educator.ge

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირი ის მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომელიც მუდამ მზადაა, სხვადასხვა საშუალებებით უახლესი ინფორმაცია მიაწოდოს ამ სფეროში მოღვაწე პიროვნებას, საჭირო შემთხვევაში ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს და იზრუნოს ქვეყნის საიმედო მომავლის გასაძლიერებლად.
რასაკვირველია, ამ თვალსაზრისით ბევრი რამაა დამოკიდებული ძირეულ ორგანიზაციებზე. ჩვენდა საბედნიეროდ, ერთ-ერთი ასეთი ძირეული რგოლია ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარეა ქალბატონი ლალი ვაქერ-სებისკვერაძე. ქალბატონ ლალის წარმატებული მუშაობისა და ხარაგაულის საგანმანათლებლო სფეროს მუშაკთა მიერ მის იმართ გამოცხადებული ნდობის ფაქტორია, რომ ქალბატონი ლალი დემოკრატიული წესით უკვე მეოთხედაა არჩეული თავმჯდომარედ.
ოპტიმისტურია ჩვენი რწმენა რესპუბლიკური ორგანიზაციის მიმართ, რომელსაც საქმის მცოდნე, ერუდირებული, მაღალი პროფესიონალიზმითა და ადამიანთა მიმართ სიყვარულის გრძნობით გულგაჯერებული ქალბატონი, მაია კობახიძე ლიდერობს.
ინტერესთან შერწყმულმა პატივისცემამ განსაზღვრა, რომ ხარაგაულიდან 22 მარტს, სამი მიკროავტობუსით გაემგზავრნენ პედაგოგები, საბავშვო ბაღის მუშაკები და სხვა დაინტერესებული პირები ზესტაფონში, სადაც შესაბამისი რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და პედაგოგებთან ერთად საინფორმაციო შინაარსის შეხვედრა შედგა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის პრეზიდენტთან ქალბატონ მაია კობახიძესთან.
შეხვედრას განსაზღვრავდა სლოგანი „ენდე მასწავლებელს“.
პრეზიდენტმა, ქალბატონმა მაია კობახიძემ დაწვრილებით შთამბეჭდავად და ღრმა შინაარსით ისაუბრა საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. ძალიან უშუალოდ დაამყარა კონტაქტი მსმენელთან, რასაც მოჰყვა მათი აქტიური ჩართულობა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრამ საკმაოდ დიდი დრო მოითხოვა, დაღლილობა არავის უგრძვნია.
აღნიშნული წერილის მიზანი, სულაც არაა დეტალურად შეაფასოს შეხვედრის მთლიანი სპექტრი.
მინდა როგორც შეხვდერის ერთ-ერთმა მონაწილემ, მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაიას კარგი ქართულისთვის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის პროფესიით მათემატიკოსია. წლების განმავლობაში დედაქალაქში წარმატებული გზა განვლო, როგორც მათემატიკის ნიჭიერმა პედაგოგმა, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ იგი ასევე ძლიერია, როგორც ორატორი და კარგი მოქართულე.
ქალბატონო მაია, 
ვსარგებლობ შემთხვევით და გილოცავთ ერის ჭეშმარიტ დღესასწაულს-ქართული ენის დღეს! ღმერთმა უმრავლოს ჩვენს მამულს თქვენნაირი პატრიოტები, რომელთა მეტყველებაშიც სრულყოფილად ჩანს ფლობა იმ კანონებისა, რომლითაც ზეიმობს და მზეობს ენა ქართული!"

გაზეთი ,,ახალი ხარაგაული" 15 აპრილი, 2019 წელი 
სტატიის ავტორი მერი გიორგიძე