32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკვაშირი XI საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა

გთხოვთ გაეცნოთ, სპმთპ-ის პრეზიდნეტის, მაია კობახიძის ბრძანებას ყრილობის მოწვევის შესახებ და

სპმთპ-ის XI საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დღის წესრიგს.

 

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს გაიმართება სპმთპ-ის რიგით N;87 აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გამოკითხვის გზით. 

გაეცანით 

სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის ბრძანება და დღის წესრიგი 

 

On June 16, 2019, a consulting training was held for the primary level Georgian language teachers who were registered for the certification exams by the ESFTUG Mtskheta county organization. The training was led by Tamar Chelidze, the trainer of the ESFTUG NGO "Professional Development Center for Employees in Georgian Educational Institutions."

The leader of the ESFTUG Mtskheta county organization thanked Ms. Mariam Mkalavishvili, the head of the Professional Development Center for Employees in Georgian Educational Institutions and Ms. Nana Bokhua –the principal of the host school.

http://progressnews.ge/daushvebelia-rotsa-kerdzo-skola-mostsavlis-vauchers-komunalur-gadasakhadebshi-da-shenobis-ijarashi-kharjavs/?fbclid=IwAR2psUnME1oHVd7x_DJW9ykWhgsD4mPW7sDLTBqNGUsTlYkbZVh4QTPfXu0

ლუკა სირაძის ტრაგედიის შემდეგ, მთავრობა კერძო სკოლებისთვის ახალი რეგულაციების შექმნაზე და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ დახვეწაზე ალაპარაკდა. „ვფიქრობთ იმაზე, რომ კერძო სკოლები დაექვემდებარონ იმავე ტიპის მოთხოვნებს, რომლებსაც ექვემდებარებიან საჯარო სკოლები. საგანმანათლებლო დაწესებულება რომ კერძოა, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ ის განცალკავებული და განყენებული სამყაროა და არ უნდა შეეხოს თუნდაც მკაცრი რეგულაციები“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
როგორ „უფეშქაშა“ სააკაშვილის ხელისუფლებამ ბიზნესს სახელმწიფოს ქონება, რამდენად კონკურენტუნარიან განათლებას აძლევს კერძო სკოლა და რატომ აქვს კერძო სკოლის მასწავლებელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულზე ნაკლები ანაზღაურება? კერძო სკოლებში არსებული ვითარებისა და დაგეგმილი ცვლილებების  შესახებ „პროგრესნიუსს“ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტი მაია კობახიძე ესაუბრა:

_ დავიწყებ იმით, რომ პედაგოგთა პროფკავშირი იცავს მასწავლებლის უფლებებს და წარმოადგენს მათ ინტერესებს ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე, მაგრამ ჩვენი წევრების და შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ღერძი ბავშვი და ქვეყნის მომავალი თაობა გახლავთ. რა თქმა უნდა, სკოლას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მოსწავლის მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. სკოლა და ოჯახი – ეს ორი ინსტიტუტი მხარდამხარ, ჰარმონიულად უნდა ზრუნავდნენ მოსწავლის აღზრდასა და განათლებაზე. რაც შეეხება 15 წლის მოზარდის ტრაგედიას, ვფიქრობ, ამაში ცალსახად, სკოლის დადანაშაულება შეუძლებელია, მაგრამ სკოლას უდიდესი ბერკეტები გააჩნია იმისთვის, რომ მოსწავლის სწორ განვითარებას შეუწყოს ხელი. სამწუხაროდ, სკოლებში აღმზრდელობითი მუშაობა მოისუსტებს და ძალიან ბევრია გასაკეთებელი, რომ გაძლიერდეს ეს მიმართულება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვი თავისი დროის თითქმის ნახევარს სკოლაში ატარებს, აუცილებელია, რომ სკოლამ მისი ფსიქიკისა და სულიერების სწორად განვითარებისათვის იზრუნოს. სავარაუდოდ, ამ მიმართულებით „მწვანე სკოლაში“ მუშაობა არ განხორციელებულა, ამიტომ მიმართეს კანონის ისეთ ფორმას, როგორიც არის სამართალდამცავებისთვის ბავშვის გადაცემა. გამოძიების პროცესში, ამ დიდი ტრაგედიის ფონზე, ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია.
_ დღეს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კერძო სკოლების უმეტესობა და მათ შორის, „მწვანე სკოლაც“ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, საკმაოდ საეჭვო ვითარებაში ოპტიმიზირებულ-ლიკვიდირებული საჯარო სკოლების ბაზაზე გაიხსნა. ყველას გვახსოვს, როგორი გამალებული ტემპებით მიდიოდა სკოლების მილევად რეჟიმში გადაყვანა, ლიკვიდაცია, კაპიკებად გაყიდვა და შემდეგ ამ შენობებში ძვირადღირებული კერძო სკოლების გახსნა. ისიც ყველამ ვიცით, ვინ დგას ამ სკოლების უკან..
_ რა თქმა უნდა, მილევადი პროცესები ხელოვნურად შექმნეს, რომ საჯარო სკოლებს დაპატრონებოდნენ და ეს პროცესები განსაკუთრებით, 2010, 2011-2012 წლებში გააქტიურდა. სამიზნე იყო სკოლა და ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ მისი შენობა რომელიმე სუბიექტის ხელში აღმოჩენილიყო. ძალიან ცუდი და მძიმე პროცესები გამოვიარეთ და სკოლამდელ დაწესებულებებში კრიზისი რომ შეიქმნა, ისიც ამ განუკითხაობის დამსახურებაა. გემახსოვრებათ, რომ სკოლებთან ერთად, ძალიან ბევრი საბავშვო ბაღი გაიყიდა, ახლები კი იმ რაოდენობით ვერ აშენდა, რომ მოსახლეობის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. სწორედ ამიტომაა, რომ საჯარო ბაღის თითო ჯგუფში თუ საჯარო სკოლის თითო კლასში 30 ბავშვზე მეტია, რაც განათლების ხარისხზეც უარყოფითად მოქმედებს და ბავშვის ჯანმრთელობაზეც.  ჩვენი პროფკავშირი და საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობა კრიტიკული დამოკიდებულებით გამოვირჩევით კერძო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმართ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს განურჩევლად მისი სოციალური მდგომარეობისა, რასაც საქართველოს კონსტიტუციაც განსაზღვრავს. დიახ, ჩვენ ვეწინააღდეგებით კერძო სკოლების სიმრავლეს, თუმცა მთლიანად აკრძალვის არც უფლება და არც სურვილი არ გვაქვს. ჩვენ არავის ვუკრძალავთ იყიდოს, გააკეთოს, ააშენოს, მაგრამ საჯარო სკოლას არავინ უნდა შეეხოს. ის, რომ საჯარო სკოლა შეისყიდონ და ამის ხარჯზე შექმნან ბიზნესი და ფუფუნება, ამის წინააღმდეგი ვართ. არაკეთილსინდისიერად, კანონდარღვევით მიტაცებული სახელმწიფო ფართები და შენიღბული ფორმით შესყიდვები ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.
_ როგორ ფიქრობთ, უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო კერძო სკოლას, სადაც სწავლის საფასური 5000, 10 000, 15 000 ლარი და მეტია?
_ რაც შეეხება კერძო სკოლების დაფინანსებას, ხშირად მომსმენია ზოგიერთი ექსპერტისა და განათლების სპეციალისტის მოსაზრება, რომ სახელმწიფო კერძო სკოლას არ უნდა აფინანსებდეს, ვინაიდან ეს კერძო სექტორში ჩარევას და ბიზნესზე კონტროლის მექანიზმის გაძლიერებას ნიშნავს. ასე განხილვა არასწორად მიმაჩნია. სახელმწიფო აფინანსებს თავისი მოსწავლეების განათლებას იმის მიუხედავად, სად სწავლობენ ისინი, ამიტომ დაფინანსება იმის მიხედვით არ გაიცემა მოსწავლე საჯარო სკოლაში სწავლობს თუ  კერძოში. ალბათ, კითხვა სხვაგვარად უნდა დაისვას – როგორ იყენებს კერძო სკოლა ვაუჩერულ დაფინანსებას და რა თანხას ხარჯავს სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის. მშობლებმაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს ვაუჩერული დაფინანსება და მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური რას ხმარდება და რა სერვისებს სთავაზობს კერძო სკოლა მოსწავლეს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს თემები ბოლომდე დამუშავებული არ არის და არის შემთხვევები, როცა კერძო სკოლის სწავლების ხარისხი  არაფრით განსხვავდება საჯარო სკოლის სწავლების ხარისხისგან. განსხვავება შეიძლება მხოლოდ ინფრასტრუქტურებში იყოს. მიმაჩნია, რომ ავტორიზაციის დროს ეს საკითხები ჯეროვნად უნდა დაიხვეწოს და დამუშავდეს ისე, რომ ბიზნესი არ დაზარალდეს.
_  ამისთვის რა უნდა გაკეთდეს?
_ გარკვეული სტანდარტი უნდა დაწესდეს რომელსაც სახელმწიფო გააკონტროლებს და ამ სტანდარტის ზემოთ ბიზნესს უნდა ჰქონდეს განვითარების სრული თავისუფლება. ამ თეზისის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ კერძო სკოლა არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი. ეს არ არის ჩვეულებრივი კერძო საწარმო, რომელიც პროდუქციას უშვებს. საქმე გვაქვს ქვეყნის მომავალ თაობასთან, რაზეც ძირითადად, პასუხისმგებელია სახელმწიფო, ამიტომ აფინანსებს რა კერძო სკოლას, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს უფლება კერძო სკოლებს სტანდარტის ქვედა ზღვარი დაუწესოს და მისი კონტროლის მექანიზმები ჰქონდეს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამასთან ერთად, კერძო სკოლას უნდა ჰქონდეს სრული თავისუფლება ამ სტანდარტის ზემოთ და სწავლა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის დამოუკიდებელი იყოს.
_ როგორც მასწავლებელთა უფლებების დამცველი, რით ახსნით, რომ ხშირად, ძვირადღირებული კერძო სკოლის პედაგოგს საჯარო სკოლის პედაგოგზე დაბალი ანაზღაურება აქვს?
_ დიახ, დასამალი არ არის, რომ ზოგიერთ კერძო სკოლაში პედაგოგთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური პირობები საჯარო სკოლების პედაგოგებთან შედარებით, ბევრად უარესია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, შრომის კოდექსით განსაზღვრულია შრომითი ურთიერთობები დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, საჯარო და კერძო სკოლებისათვის ეს ერთი და იგივე არ არის. ხშირ შემთხვევაში, კერძო სკოლებში საქართველოს ორგანული კანონი, შრომის კოდექსის მოთხოვნები დარღვეულია და შრომის კოდექსის მოთხოვნები შრომით ხელშეკრულებებში არ აისახება. საქმე იქამდეც მიდის, რომ კერძო სკოლებში მასწავლებლები ზაფხულის შვებულებისა და ბიულეტენის ანაზღაურებას არ იღებენ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – რაში იხარჯება მშობლების მიერ გადახდილი სწავლის საფასური და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ვაუჩერული დაფინანსება? სწორედ ასეთი კითხვების არსებობის გამო, უნდა ჩატარდეს ავტორიზაცია და უნდა გამკაცრდეს მოთხოვნები კერძო სკოლების მიმართ. პედაგოგთა შრომითი, სოციალ-ეკონომიკური სამართლებრივი უფლებების დაცვისათვის  უნდა შემუშავდეს მექანიზმები და დაწესდეს იმ ტიპის სტანდარტი, რომელიც თანხვედრაში მოვა საჯარო სკოლებში არსებულ მდგომარეობასთან და მოქმედ კანონმდებლობასთან.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის შესახებ განათლების მინისტრის ბრძანებაში არის ნორმა, რომლის მიხედვით, კერძო სკოლისათვის ეს  ბრძანება ნებაყოფლობითია. ჩვენ, პროფკავშირმა მოვითხოვეთ, რომ ის სავალდებულო გამხდარიყო კერძო სკოლისთვისაც და ეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესასრულებელია, ვინაიდან სწორედ ეს ბრძანებაა, რომელიც დირექტირს უზღუდავს მასწავლებლისთვის დისციპლინური სახდელის ერთპიროვნულად დაწესებას. ეს ბრძანება პროფკავშირსაც აძლევს შესაძლებლობას დაიცვას მასწავლებლის უფლებები და აარიდოს ზოგიერთი დირექტორის მხრიდან ზეწოლას, დევნას და უსამართლო დისციპლინური სახდელების დაწესებას.
_ დღეს ამის გაკეთებას ვერ ახერხებთ?
_ კერძო სკოლაში, რომელიც ჩვენი წევრია, ასეთი პრობლემები აღარ არსებობს და ეს საკითხები მოგვარებულია, მაგრამ ისეთ კერძო სკოლაში, რომელიც ასეთი ტიპის ნორმატიული აქტით არ ხელმძღვანელობს, ბუნებრივია იღებენ ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას მასწავლებლის მიმართ დისციპლინური სახდელის დაწესების თაობაზე. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მასწავლებელთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების შესახებ ბრძანება არეგულირებს მასწავლებლის ანაზღაურებადი შვებულების ვადებს და ის უნდა იყოს არანაკლებ 40 სამუშაო დღე. არსებობს ასევე, ჯანმრთელობის მინისტრის ბრძანება დროებითი შრომისუუნარობის წესის თაობაზე და ქვეყნის ყველა უწყება ამ ბრძანებით  სარგებლობს. მათ შორის, ჩვენც, არასამთავრობო ორგანიზაცია პროფკავშირი ასეთი კანონდებლობის მიხედვით გავცემთ ბიულეტენის ანაზღაურებას. გამოდის, რომ კერძო სკოლები, რომლებიც არ ასრულებენ ასეთი ტიპის ნორმატიული აქტების მოთხოვნებს კანონს არღვევენ. დიახ, შრომის კოდექსის დარღვევაა, როცა მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება  უფორმდება თითო წლით, სექტემბრიდან ივლისამდე იმისათვის, რომ ზაფხულის შვებულება არ მისცენ. ასევე, ჩვენს ქვეყანაში არსებობს უსაფრთხო სკოლის კონცეფცია, რომელიც კერძო სკოლასაც ეხება და საჯაროსაც. ეს კონცეფცია კერძო სკოლას უამრავ ვალდებულებას აკისრებს, მაგრამ ძალიან ბევრ კერძო სკოლაში მხოლოდ ერთი დარაჯის იმედად არიან. როდესაც სწავლა-სწავლების ხარისხზე მიდის საუბარი, აქაც უამრავი პრობლემაა, რადგან ზოგი სკოლა ჩაერთო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში, ზოგმა კი თავი შეიკავა.
_ რატომ?
_  იმიტომ, რომ ამ ბრძანების მიხედვით, უფროს და წამყვან მენტორ მასწავლებლებს საკმაოდ მომხიბვლელი სტატუსის დანამატები აქვთ და როგორც ჩანს, კერძო სკოლას ამ დანამატების გაცემა არ უნდა. რა თქმა უნდა, ეს ყველა კერძო სკოლას არ ეხება, მაგრამ საერთოდ, ერთიან საკანონმდებლო ბაზაში უნდა მოექცეს კერძო სკოლაც და საჯაროც. ვიმეორებ, ეს არ არის შემთხვევა, როცა კერძო საწარმო ფინჯანს აწარმოებს და ის ხარისხიანი იქნება ან უხარისხო. აქ საქმე გვაქვს ბავშვთან და კანონის ყველა მოთხოვნა შესრულებული უნდა იყოს მთლიანად ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში თავისი კერძო და საჯარო სკოლის ჩათვლით.
_ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი კერძო სკოლა ამას კერძო ბიზნესის საქმიანობაში ჩარევად შეაფასებს.
_ როდესაც ასეთი პროტესტი და ამბიცია აქვთ, რომ მათ საქმიანობაში  არავინ უნდა ჩაერიოს, კეთილსინდისიერად უნდა იმუშაონ. შეისყიდონ ფართი ან აიღონ შენობა იჯარით, მაგრამ სახელმწიფოს მიერ მოსწავლისთვის გამოყოფილი ვაუჩერი შენობის იჯარაში და კომუნალურ გადასახადებში არ უნდა გადაიხადონ.
_ ასეთი შემთხვევებიც არსებობს?
_ დიახ, სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა ბევრჯერ ხდება. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო ვაუჩერი ბავშვის აღზრდას და განათლებას მოხმარდეს, შენობის სხვადასხვა ხარჯების ანაზღაურებას ხმარდება და ბუნებრივია, ამის წინააღმდეგი ვართ. საერთოდ, განათლების სისტემის პრივატიზება არ შეიძლება. განათლების სისტემა უნდა იყოს სახელმწიფო და ყველა ბავშვს თანაბრად უნდა შეეძლოს ხარისხიანი განათლების მიღება. თანაბარი უზრუნველყოფა ხარისხიანი განათლებისათვის – ეს არის პროფკავშირების ძირითადი მოთხოვნა.

„პროგრესნიუსი“ 2019 წლის 26 დეკემბერი 

,,წარსულის შესწავლა მომავალი წარმატების საწინდრია”

 გასული საუკუნის დასაწყისში მოღვაწე  პედაგოგების სამოქალაქო  აქტივობა, პროფესიული სოლიდარობა, თავისუფლებისა და დემოკრaტიის ხარისხი,  მისაბაძია თითოეული ჩვენგანისათვის. ვაანალიზებთ და ვითვალისწინებთ ჩვენი წინაპრების დამოკიდებულებებს პროფკავშირის მიმართ.

ჩვენ ასწლოვანი ორგანიზაციის მემკვიდრეობა გვაძლიერებს და  მეტ სტიმულს გვაძლევს  ქვეყნაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაში ჩვენი წვლილის შესატანად..

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) მადლობას უხდის  ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, რომლის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა   პროექტი ,,სპმთპ ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის”.

 აღნიშნული პროექტის ფარგლებში ,შესაძლებლობა მოგვეცა მე-20 საუკუნის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობის  მოკლე პერიოდში შექმნილი პროფესიული კავშირისა და მასწავლებელთა გაერთიანებების საქმიანობის მიმართულების  ამსახველი ინფორმაცია მოგვეკვლია  და საარქივო დოკუმენტები შეგვესწავლა.

,,წარსული მკვიდრი საძირკველია  აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავლისა”

საქართველოს სახელმწიფო არქივში მოძიებული მასალები, ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში,,სრულიად საქართველოს მასწავლებელთა კავშირის” უაღრესად მნიშვნელოვან  მოღვაწეობას განათლების სისტემის განვითარებისთვის.

შთამბეჭდავი და სამაგალითოა ის ,თუ  როგორ იწყებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისში პროფკავშირული მოძრაობა პედაგოგთა საზოგადოებაში. პედაგოგთა პროფკავშირების ძირითად  სამოქმედო დოკუმენტებში განსაზღვრული პრინციპები და მათი გადაჭრის გზები თავის აქტუალობას დღესაც არ კარგავს. 

სასიამოვნო სიურპრიზად გვევლინება მასწავლებელთა პროფკავშირების დამფუძნებელ პედაგოგთა აზროვნება, ხედვა  და ამოცანები.

ალბათ რომ  არა საბჭოური, შავბნელი პერიოდი, ჩვენ გვექნებოდა სრულყოფილი, თანამედროვე,  დასავლური ღირებულებების მქონე პროფკავშირული ორგანიზაცია.

არაერთგზის აღგვინიშნავს და კვლავ გავიმეორებთ, რომ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფლი პროფკავშირი, აღდგენისა და განვითარების პროცესშია. გადასაჭრელია უამრავი პრობლემა, რომელთაგან უპირველეს ყოვლისა, გამოვყოფდით პედაგოგთა დამოკიდებულებას  პროფკავშირის მიმართ და მათი ჩართულობის გაძლიერებას.

 განათლება ქვეყნის წარმატების  ქვაკუთხედია.

 საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) 100 წლოვანი ისტორიის საწყისების მოძიება  შესაძლებელი გახდა ევროკავშირის დელეგაციის   ფინანსური მხარდაჭერით,  რომელიც  განხორციელდა საქართველოსთვის განკუთვნილი სქემის ,,დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტის" ფარგლებში. 

პროექტის ,,სპმთპ ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისათვის"  მომზადდა საარქივო მასალების კატალოგი და 2015 წლის ოქტომბერში მოეწყო გამოფენა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 

 დამატებით იხილეთ-  საარქივო დოკუმეტების კატალოგი   ,,ვინც წარსულს ივიწყებს ის მომავალზეც ხელს იღებს”

 

 

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი სპმთპ

საქართველოში არსებული საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და სამეცნიერო დაწესებულებებში დასაქმებულთ პირთა ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება.
 

 

 

 

 

2010-2012 წლებში - ,,სპმთპ-ის განვლილი გზა” (Youtube)youtube

2014-2016 წლების სპმთპ-ის VII საანგარიშო ყრილობის საქმიანობის ანგარიშიpdf

 

საქართველოს საგანმანათლებლო სფეროში სპმთპ-ის წევრ-დასაქმებულთა პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის 2014 წლის რიგით VII საანგარიშო ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილება ა.ა.ი.პ. ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის”  დაფუძნების შესახებ.

ა.ა.ი.პ. ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი” საწესდებო და სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე:

  • აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა საჭიროებების მარკეტინგულ კვლევას და სპმთპ-ის წევრთა მოთხოვნების შესწავლას;
  • ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სტანდარტების შესაბამისად ქმნის მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებსა და მოდულებს;
  • ზრუნავს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიულ განვითარებაზე;
  • ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების სკოლისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მენეჯმენტის, სოციალური პარტნიორების, ადმინისტრაციების წარმომადგნელებისა და საქმის მწარმოებლების ხელშემწყობ პროგრამებს.

საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის

თემატური მოდულები:

  • თვითშეფასების კითხვარი;
  • ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა;
  • მასწავლებლის პორტფოლიო;
  • გაკვეთილის დაგეგმვა პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, შიდა დაკვირვების გაკვეთილების ჩასატარებლად;
  • მოსწავლის განმსაზღვრელი, განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასება.

 უფროსი მასწავლებლებისთვის სატრენინგო მოდულები:

  • პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა;
  • სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა;
  • გარე დაკვირვებისთვის გაკვეთილის დაგეგმვა;

მცირე კონტინგენტიანი სკოლის პედაგოგებისთვის  სატრენინგო მოდული;

  • სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა კლასკომპლექტში.

 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულთა სატრენინგო მოდული:

  • სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის თანამედროვე მეთოდები და სტრატეგიები;
  • სასკოლო მზაობის პროგრამა;
  • მუსიკა და მოძრაობა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში;
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მართვა და ადმინისტრირება;
  • ზოგადი უნარების განვითარება აღმზრდელებისა და მეთოდისტებისათვის;
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განვითარების ასაკობრივი თავისებურებები, ბავშვთა ფსიქოლოგია;
  • ბავშვთა ინკლუზია;
  • ბავშვთა უფლებები.

2016 წლიდან ტარდება ტრენინგები საგანმანათლებლო დაწესებულებების ბუღალტრებისათვის თემაზე:

,,საბუღალტრო საქმის წარმოების სამართლებრივი საფუძვლები და ელექტრონული საქმის წარმოება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში

2017 წელს აზერბაიჯანულ ენაზე მომზადდა დაწყებითი მათემატიკის საგამოცდო საკონსულტაციო ტრენინგ-მოდული.

  • საპილოტე-ტრენინგები ჩატარდა ბოლნისისა და მარნეულის აზერბაიჯანულენოვანი პედაგოგებისთვის.

2018 წელს არაქართულენოვანი პედაგოგების დასახმარებლად, მომზადდა  პროფესიული უნარების   სატრენინგო მოდული რუსულ ენაზე.

  • საპილოტე რეჟიმში ჩატარდა ტრენინგები: ახალქალაქის, ბოლნისისა და გარდაბანის მუნიციპალიტეტის არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისათვის .

2017 წელს, ს.ს.ი.პ. ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან” საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებულია პროექტი:,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.“ 

  • პროექტში მონაწილეობა მიიღეს კახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მცირეკონტიგენტიანი სკოლების პარაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელმა. სამი რეგიონის 16 მუნიციპალიტეტის 88 საჯარო სკოლიდან პროექტის წარმატებით განხორიცლებისათვის 846 პედაგოგებს მიენიჭა 1.5 კრედიტქულა.

2019 წელს ს.ს.ი.პ. ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან” თანამშრომლობით განხორციელდა აკრედიტირებული პროექტი  „საჯარო სკოლების მათემატიკის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“.

  • ქვეყნის მასშტაბით პროექტში მონაწილეობა მიიღო 1401-მა მათემატიკის მასწავლებელმა. ჩატარდა საჯარო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებელთა 344 სამუშაო შეხვედრა. პროექტის დასკვნით ნაწილში გაიმართა მათამეტიკის მასწავლებელთა ორი კონფერენცია, ქალაქ ქუთაისსა და თბილისში . პროექტში მონაწილე ყველა პედაგოგს მიენიჭა კრედიტქულები .

ტრენინგი- “ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა“, ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა. 

სემინარს, საგანმანათლებლო ცენრის ტრენერი, გოჩა ძაგანია  ხელმძღვანელობდა.