32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
მაია კობახიძე - საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი
ტელ: 599 901737; ელ.ფოსტა: Mayakobakhidze@gmail.com

 

სპმთპ-ის პრეზიდენტის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სპმთპ-ის საქმიანობის ყველა მიმართულებით საერთო ხელმძღვანელობის განხორციელე¬ბა და წარმომადგენლობა;
ბ) ყრილობისა და აღმასრულებელი საბჭოს სხდომების წარმართვა და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების უზრუნველყოფა;
გ) სპმთპ-ის ხელისუფლების ორგანოებში, დამსაქმებელთა კავშირებში, მოქალაქეთა სა¬ზო¬გადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებებში, საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაცი¬ებში და მესამე პირებთან ურთიერთობებში წარმომადგენლობა;
დ) კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოება და მიღწეული შეთანხმებების განხორციელება.
ე) აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული სტრუქტურის შესაბამისად, სპმთპ-ის ცენტრალურ აპარატში მომუშავე პერსონალის სამსახურში დანიშვნა, გათავისუფლება და მათ საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება; მათ მიმართ წახალისებისა და დისციპლინური ღონისძიებების გამოყენება.
ვ) სპმთპ-ის ქონებისა და ფულადი სახსრების განკარგვა აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული ხარჯ¬თაღრიცხვის ფარგლებში;
ზ) სპმთპ-ის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხელმძღვანელობა და მასზე კონ¬ტრო¬ლის განხორციელება;
თ) აღმასრულებელი საბჭოს სხდომების ჩატარებისა და მის მიერ დამტკიცებული პროექტების განხორ¬ციელების უზრუნველყოფა;
ი) გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენა სპმთპ-ის ყრილობასა და აღმასრულებელი საბჭოს წინაშე;
კ) სპმთპ-ის მიზნებიდან გამომდინარე, სპმთპ-ის სახელით, სა¬ხელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დამსაქმებლებ¬თან, საერთაშორისო პროფკავშირულ და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ასევე, სამართლის სხვა სუბიექტებთან თანამშრომლობა;
ლ) სპმთპ-ის სამსახურებში დასაქმებულთათვის შრომის შინაგანაწესის დამტკიცება;
მ) სპმთპ-ის წევრთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით დემონსტრაციის, მიტინ¬გის, გაფიცვის ორგანიზება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ნ) სპმთპ ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებს სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის სამსახურების მეშვეობით, რომლის სტრუქტურასა და ხარჯთაღრიცხვას განსაზღვრავს და ამტკიცებს სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭო.
9.3 სპმთპ-ის პრეზიდენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებებს.