32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

 12924394 1711646735758237 4657978311738056049 nწევრებისათვის პროფესიული განვითარებისა და დახმარების აღმოჩენის მიზნით, სპმთპ-მა 2014 წელს დააფუძნა  ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი“. ცენტრში მუშაობენ კვალიფიციური ტრენერები და ექსპერტ-კონსულტანტები.  


2016/2017 აკადემიური წლისთვის, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრმა 

 
ა) მოამზადა 9 ახალი სატრენინგო მოდული:

1. საჯარო სკოლების მასწავლებელთათვის „ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა“ ერთდღიანი სატრენინგო პროგრამით (5 საკონტაქტო საათი);

2. საჯარო სკოლების მასწავლებელთათვის „გაკვეთილის დაგეგმვა“ ორდღიანი სატრენინგო პროგრამით (10 საკონტაქტო საათი);

3. საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის „მოსწავლის განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება“ ორდღიანი სატრენინგო პროგრამით (10 საკონტაქტო საათი);

4. საჯარო სკოლების მუსიკის მასწავლებელთათვის საგამოცდოდ მოსამზადებელი ერთდღიანი სატრენინგო პროგრამა (5 საკონტაქტო საათი);

5. საჯარო სკოლების საქმის მწარმოებლებისათვის ერთდღიანი სატრენინგო პროგრამით (4 საკონტაქტო საათი);

6. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეებისთვის „სასკოლო მზაობა“ ერთდღიანი სატრენინგო პროგრამით (5 საკონტაქტო საათი);

7. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მეთოდისტებისათვის ერთდღიანი სატრენინგო პროგრამით (5 საკონტაქტო საათი);

8. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მეთოდისტების, აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეებისთვის „ზოგადი უნარების განვითარება“ ორდღიანი სატრენინგო პროგრამით ( 10 საკონტაქტო საათი);

9. ბავშვთა უფლებები (ბავშვთა უფლებების კონვენცია ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის).

ბ) ეთნიკური უმცირესობებისთვის აზერბაიჯანულ ენაზე მოამზადა სატრენინგო მოდული

ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენის თემაზე;

გ) განაახლა საგნობრივი გამოცდებისათვის მოსამზადებელი ტრენინგებისათვის უკვე არსებული სატრენინგო მოდულები;

დ) მიმდინარეობს უფროსი მასწავლებლებისთვის საკუთარი პრაქტიკის კვლევის თემატიკის სატრენინგო მოდულზე მუშაობა;

ე) სპმთპ-ის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან აქტიური თანამშრომლობით ცენტრმა საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარებისათვის საქართველოს 44 მუნიციპალიტეტში ჩაატარა 195 ტრენინგი, მათ შორის

 საჯარო სკოლების მასწავლებლებისათვის:

ა) მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდებისათვის მოსამზადებელი - 100 ტრენინგი;

ბ) ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენის თემაზე პედაგოგებისათვის - 11 ტრენინგი;

გ) გაკვეთილის დაგეგმვის თემაზე - 14 ტრენინგი;

დ) ბავშვთა ფსიქოლოგიისა და ინკლუზიის თემაზე საჯარო სკოლების სპეც. მასწავლებლებისთვის - 2 ტრენინგი;

ე) მოსწავლის შეფასების თემაზე - 1 ტრენინგი.

 საჯარო სკოლების საქმის მწარმოებლებისათვის - 3 ტრენინგი;

 საჯარო სკოლების ბუღალტრებისათვის - 2 ტრენინგი;

 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულთათვის:

ა) სასკოლო მზაობის თემაზე - 20 ტრენინგი;

ბ) ბავშვთა ფსიქოლოგია და ინკლუზია - 18 ტრენინგი;

გ) ბავშვთან მუშაობის მეთოდები და სტრატეგიები - 7 ტრენინგი;

დ) ზოგადი უნარების განვითარება ბაღის მეთოდისტების, აღმზრდელებისა და აღმზრდელის თანაშემწეთათვის - 10 ტრენინგი;

ე) ბაგა-ბაღის მართვა და ადმინისტრირება (მენეჯერებისათვის) - 5 ტრენინგი;

ვ) ბაგა-ბაღის მეთოდისტებისათვის - 1 ტრენინგი;

ზ) ბავშვთა უფლებების თემაზე - 1 ტრენინგი.

აღნიშნულ პერიოდში სატრენინგო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობდა 34 პროფესიონალი ტრენერი;