32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
13626992 275194019508821 7117485843374008558 n სპმთპ-ის ხობის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო კონფერენცია ჩატარდა მ. წ. 4 ივლისს (ორგანიზაციის თავმჯდომარე ქ-ნ ლალი ჩიტაია). კონფერენციას ესწრებოდნენ დელეგატები და მოწვეული სტუმრები: სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე, სპმთპ-ის სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ზარანდია, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბეატრისა რუსია, სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების უფროსი ელისო კვიკვინია, განათლების ცენტრის უფროსი ხათუნა ხორავა, თედო სახოკიას სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი ლუიზა ცანავა, გაზეთის "ხობის მოამბე" კორესპონდენტი ნაირა ბერაია, ხეთის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ბაძაღუა.
სპმთპ-ის ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ორი წლის განმავლობაში ჩატარებული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ორგანიზაციის საქმიანობა დელეგატებმა დადებითად შეაფასეს.
საპატიო სტუმრების მისალმების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მიმდინარე რეფორმის გამოწვევებსა და პედაგოგთა ხელშეწყობის თაობაზე გამომსვლელებმა საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს. სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ამომწურავი პასუხები გასცა დამსწრეთა შეკითხვებს.