32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

aft1002016 წლის 17–21 ივლისს, სპმთპის პრეზიდენტი მაია კობახიძე და სპმთპის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი მარი ალუღიშვილი მინესოტას შტატში . მინიაპოლისში ,,ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის” (AFT) 84- საიუბილეო ყრილობაზე საერთაშორისო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ.  AFT-ის 100 წლის საიუბილეო ყრილობის საერთაშორისო დელეგაციაში წარმოდგენილი იყვნენ AFT-ის პარტნიორი ორგანიზაციების: საქართველოს, კანადის, ჩილეს, ელ. სალვადორის, გერმანიის, ირლანდიის, ისრაელის, კენიის, მექსიკის, ნიგერიის, ფილიპინების, პოლონეთის, პორტუგალიის, სამხრეთ აფრიკის ტრინიდადი და ტობაგოს, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს, ზიმბაბვეს ხელმძღვანელი პირები. დელეგაციას ხელმძღვანელობდა: ,,განათლების ინტერნაციონალის“ (EI) პრეზიდენტი სუზან ჰოფგუდი, EI-ის გენერალური მდივანი ფრედ ვან ლოუვენი და ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) პრეზიდენტი ქრისტინ ბლოუერი.

საიუბილეო ყრილობა გაიხსნა AFT-ის 100 წლიანი ისტორიის ამსახველი საგამოფენო ვიზიაულური და საინფორმაციო მასალების გაცნობით. ხუთდღიან ყრილობაზე AFT-დელეგატებმა შეიმუშავეს განათლების სისტემაში დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვის, ადამიანის უფლებების, შრომითი, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი, საპენსიო, ქალთა უფლებების, უმაღლესი განათლების საკითხების; სკოლებისა და ადრეული განათლების დაწესებულებების დამხმარე პერსონალთა უფლებების; საჯარო სამსახურების საქმიანობისა და ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობების ლობირების ამსახველი დეკლარაციები, რაც AFT-ს მომავალი ორი წლის სამოქმედო გეგმის ეფექტურ განხორციელებას მოემსახურება.

100 წლის საიუბილეო ყრილობის მასპინძელმა, მინესოტას შტატის ორგანიზაციის პრეზიდენტმა დენის სპეჩმა გახსნა. მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ, მინესოტას შტატის სენატორები: ემი კლობუხარი და ალ ფრანკენი, რომელთაც ხაზი გაუსვევს AFT-ს ღვაწლს ქვეყანაში დემოკრატიის, დასაქმებულთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვისა და განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საქმეში.

AFT-ს პრეზიდენტმა რენდი ვაინგართენმა კი დეტალურად შეაფასა ორგანიზაციის საქმიანობა და დელეგატებს მოუწოდა გააქტიურდნენ ადგილობრივ დონეზე, 2016 წლის ნოემბერის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად და აღნიშნა, რომ AFT–პარტნიორთან, დემოკრატიული სტანდარტების მქონე პარტიასთან ნახევარსაუკუნოვანი თანამშრომლობა აკავშირებს.

გამომდინარე აქედან, ჰილარი კლინტონის კანდიდატურის წარდგენის სახით, AFT საპატიო მისიას იღებს და ჰილარი კლინტონის 2016 წლის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებით მას ეჭვი არ ეპარება რომ იგი ,,ყველა დაპირებას შეასრულებს, დაარღვევს ბარიერებს, გაზრდის ხელფასებს და ამერიკა გახდება ბევრად უფრო უსაფრთხო ქვეყანა. მისი მიდგომა მოემსახურება ხალხის გაერთიანებას და არა ჯგუფებად დაყოფას“. რაც შეეხება განათლების სექტორს, კლინტონის პროგრამის პრიორიტეტია: განათლების სფეროს დასაქმებულთა სტატუსის ამაღლება გრძელვადიანი პროფესიული განვითარების მხარდამჭერი პროგრამებით, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალთა მაღალი ხელფასებით უზრუნველყოფა და სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახედვა.

შთამბეჭდავი იყო თავად აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის სიტყვით გამოსვლაც. ჰილარი კლინტონმა ხაზგასმით აღნიშნა საჯარო სკოლებისა და საჯარო სექტორების მხარდაჭერა, საზოგადოებისა და თემის ჩართულობის მნიშვნელობა განათლების სფეროს მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებისთვის. დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ღიად დააფიქსირა, რომ ნებისმიერი რეფორმა განხორციელდება არა ზევიდან ქვევით, არამედ მხოლოდ პროფესიონალთა და პრაქტიკოსთა ჩართულობით, ვინაიდან რეალობაა, რომ სასკოლო სისტემას მეტი განვითარება ესაჭირეობა. ,,მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რადგან თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორები ხართ, რათა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამ ტრიბუნიდან მინდა გითხრათ, რომ მე თქვენს გვერდზე ვარ... და, როცა მე პრეზიდენტი ვიქნებითქვენ გეყოლებათ პარტნიორი თეთრ სახლში და ყოველთვის იქნებით მოლაპარაკებების მაგიდასთან!”. დემოკრატების კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა,რომ აღნიშნული სტრატეგიების განხორციელება უნდა მოხდეს პროფკავშირების ჩართულობით. ,,ჩვენ თუ სერიოზულად გვინდა მხარი დავუჭროთ განათლების სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენ გვჭირდება მხარი დავუჭიროთ პროფკავშირებს... ის ვინც საჯარო განათლების პრივატიზაციას შეეცდება, სკოლების არასაკმარის დაფინანსებას არ გაზრდის, მათ ეყოლებათ თეთრ სახლში მტერი ჰილარი კლინტონის ადმინისტრაციის სახით...’’.

EI-ის პრეზიდენტმა სუზან ჰოპგუდმა მასწავლებელთა მსოფლიო მოძრაობის სახელით AFT- 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ,,EI-ის მადლიერების სიგელიგადასცა და განაცხადა, რომ ეს არის ,,ორგანიზაცია, რომელიც 100 წლის განმავლობაში ძალისხმევას არ იშურებს ხარისხიანი საჯარო განათლების ხელმისაწვდომობისთვის. AFT მნიშნველოვანი მაგალითია მრავალი პროფკავშირული მოძრაობისთვის, რომელიც იბრძვის დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის მსოფლიო მასშტაბით”. სუზან ჰოპგუდმა ხაზგასმით აღნიშნა საჯარო განათლების გადამწყვეტი მნიშვნელობა დემოკრატიის აშენებისა და გაძლირების მიზნით და პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის ციტატა გაიხსენა ,,დემოკრატიის საფუძველი განათლებაა!” ,,განათლებული ადამიანი იღებს საპასუხისმგებლო არჩევანს და განათლებული ადამიანი განასხვავებს ფაქტებს ტყუილისგან, განასხვავებს პოპულისტურ აგიტაციებს პოლიტიკური დაპირებებისგან”– აღნიშნა ჰოპგუდმა.

AFT-ის N 84 ყრილობაში მონაწილეობა მიიღო  3000–მა დელეგატმა. მოწვეული იყვნენ აშშის სახელმწიფო უწყებებიდან  ოფიცილაური პირები, განათლების პოლიტიკის ექსპერტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სფეროს წარმომადგენლები. საიუბილეო ყრილობას ლაიტმოტივად გასდევდა გზავნილი ,,დავაფასოთ ჩვენი წარსული უკეთესი მომავლისთვის!“.

AFT-ს ყრილობის მიმდინარეობის პარალელურად დელეგაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ მინესოტას უნივერსიტეტს, სადაც შრომითი ურთიერთობების სწავლებასთან დაკავშირებულ პროგრამებს გაეცვნენ და დელეგაციის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია ნიუიორკში სწრაფი კვების ობიექტებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდის მოთხოვნით დაწყებული კამპანიის წარმატებულ შედეგებზე.

AFT- 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მრავალწლიანი საიმედო პარტნიორი ორგანიზაციის–AFT-პრეზიდენტს, რენდი ვაინგართენს სპმთპ-ის პრეზიდენტმა საქართველოს პედაგოგთა სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

AFT 50 წლის მანძილზე ახორციელებს მსოფლიო მასშტაბით საერთაშორისო პროგრამებს, მსოფლიო სსხვადასხვა ქვეყნების ,,განათლების ინტერნაციონალის“ (EI) წევრდასავლურ, დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებულ პროფესიულ კავშირებთან. სპმთპ-ის AFT–თან უკვე ათ წელზე მეტი მჭიდრო თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს, რაც წლების განმავლობაში ემსახურება საქართველოში მასწავლებელთა ორგანიზაციის (სპმთპ-ის) შესაძლებლობების განვითარებას, მისი ორგანიზაციული და სტრუქტურული სისტემების ეფექტურ ჩამოყალიბებას. მადლიერებით უნდა აღინიშნოს, 2010–12 წწ ხელისუფლების მხრიდან სპმთპ-ზე განხორციელებული ზეწოლის პირობებში, AFT-ის ღვაწლი, მხარდაჭერა და თანადგომა სპმთპის მიმართ, ფინანსური და ქმედითი დახმარება, როგორც ორგანიზაციის სტრუქტურის შენარჩუნების, ასევე მისი მდგრადობის საფუძვლის შექმნისათვის.