32 2 37 30 67
 contact@educator.ge

სპმთპ-ის ,,საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის" პროექტის ,,საჯარო სკოლების მათემატიკის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“  მათემატიკის მასწავლებლების სამუშაო შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. 
მიმდინარე წლის 7 აპრილს, რიგით მე-3 სამუშაო შეხვედრა შედგა ლენტების მუნიციპალიტეტის მათემატის მასწავლებელთა მონაწილეობით სსიპ ლენტეხის N 1 საჯარო სკოლაში. 
ლენტეხის მათემატიკის მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრების ფასილიტატორი ფიქრია ლიპარტელიანი  გახლდათ. 
განსაკუთრებული მადლობა სპმთპ-ის ლენტეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ხათუნა მეშველიანს, "საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის" დირექტროს მარიამ მკალავიშვილს და ექსპერტთა ჯგუფს. 
აღნიშნული პროექტი ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის" დაფინანსებით მიმდინარეობს.