32 2 37 30 67
 contact@educator.ge

,,მასწავლებლობა წინამძღოლია დემოკრატიის, ადამიანისა და პროფკავშირის უფლებების დაცვის, ყველასათვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტაილანდში

განათლების ინტერნაციონალის მე-8 მსოფლიო ყრილობა ტაილანდური კულტურის, ცეკვისა და სიმღერის წარმოდგენით, ტაილანდის მაღალი ოფიცილური პირებისა და პროფკავშირული ლიდერების გამოსვლებით გაიხსნა. ტაილანდის განათლების საბჭოსა და EI-ის ტაილანდის წევრი ორგანიზაციების ხელმძღვანელები განათლების სფეროს დასაქმებულთა ,,განათლების ინტერნაციონალის მსოფლიო ყრილობის’’ მათ ქვეყანაში ჩატარებას მიესალმნენ.

გახსნის ცერემონიალზე განათლების ინტერნაციონალის (EI) პრეზიდენტმა სუზან ჰოპგუდმა ყრილობის დელეგატებს ასე მიმართა: ,,მზად ხართ წინამძღოლობისთვის?! წინამძღლოლობა ჩვენი პროფესიის იმიჯის ასამაღლებლად, დემოკრატიის, ადამიანის, პროფკავშირის უფლებების დაცვისა და ყველასთვის ხარისხიანი, უფასო საჯარო განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

პრეზიდენტმა ჰოპგუდმა პროფკავშირების ლიდერებს ახალი ძალისხმევისკენ მოუწოდა, რაც განათლების დარგში ყველა გამოწვევის გასაღებია, ,,ჩვენ ვიმსჯელებთ პროფკავშირის განახლებულ ძალისხმევაზე, იმისთვის რომ ჩვენი პროფკავშირული ორგანიზაციები უფრო გაძლიერდეს განათლების პოლიტიკის მხარდასაჭერად, მდგრადი განვითარების N:4 ამოცანის მიღწევისთვის... გვჭირდება მობილიზება, ორგანიზება, ახალი წევრების მოზიდვა-აღინიშნა მის გამოსვლაში.

კლიმატური ცვლილებებზე მსჯელობა ყრილობის დღისწესრიგის შემადგენელი ნაწილი იყო. EI-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ,,კლიმატური ცვლილებებისა და სამართლიანობის დაცვა უნდა ეფუძნებოდეს განათლებას... საჭიროა მასწავლებლის ხმა ისმოდეს მსოფლიოს ყველა წერტილში! ... განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია გლობალურ კლიმატურ ცვლილებების პრევენციისთვის და აუცილებელი მექანიზმია ცნობიერების ამაღლებისთვის.... ჩვენ უნდა აღვზარდოთ ინფორმირებული და პასუხისმგებლობებით აღსავსე ახალი თაობის მოქალაქეები- აღნიშნა მან გამოსვლაში.

მისასალმებელ სიტყვაში ჰოპგუდი დემოკრატიული პროცესების წინაშე არსებულ საფრთხეებს შეეხო ,,მსოფლიო მასშტაბით შეინიშნება აგრესიული ნაციონალიზმი, კერძო ინტერესების სასარგებლოდ არასწორი ინფორმაციების გამოყენება, როგორც ძლიერი იარაღი. თუმცა, ჭეშმარიტება ყოველთვის ზეიმობს... მიუხედავად ბრალდებებისა და პესიმიზმისა, ახლა უფრო საჭიროა მეტი ფაქტების გამოვლენა. მასწავლებლები და განათლების პროფესიონალები სრულ პასუხისმგებლობებს იღებენ წინ აღუდგნენ ტყუილსა და მოსწავლეებს რეალური ფაქტები დაანახონ. ,,ჩვენ უნდა ვიყოთ ტყუილისა და სიბნელის წინააღმდეგ მებრძოლნი- მოუწოდა მან დელეგატებს.

დასასრულს, ჰოპგუდმა განათლების გლობალურ საზოგადოებას მოუწოდა ,,ჩვენს დროში, დემოკრატიული და თვითგადარჩენის წინააღმდეგობრივი ბრძოლები მიმდინარებს, არჩევანი არ გვაქვს. მიზეზი არ გვაქვს დავნებდეთ, ლოდინი არასწორი არჩევანია, ქმედების დროა!

გავაერთიანოთ პროფკავშირები მსოფლიო მასშტაბით

გახსნით ცერემონიალზე, ყრილობის მონაწილეებს ,,გლობალური პროფკავშირების საბჭოს” თავმჯდომარემ სტეპან კოტონმა მიმართა. სტეფან კოტონმა კოლეგებსა და ყრილობის დელეგატებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა მათ სამართლიან საქმეში. EI გლობალური პროფაკავშირების საბჭოს წევრი ორგანიზაციაა. საპატიო სტუმარმა სიტყვაში პროფკავშირების გაძლიერების აუცილებლობასა და პროფკავშირულ ორგანიზაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

,,განათლების სფეროს წარმომადგენლები საერთო პროფკავშირული მოძრაობის ქვაკუთხედია! საერთო პროფკავშირული მოძრაობა მყარად უნდა დაუდგეს გვერდში განათლების სფეროს წარმომადგენლებს ბრძოლაში.

განათლების ინტერნაციონალის საქმიანობის ანგარიში: ჩვენ ვართ ისინი ვისაც გველოდით.... დევიდ ედვარდსი

EI-ის გენერალურმა მდივანმა, დევიდ ედვარდსმა გლობალური ანგარიშის წარდგენისას დელეგატებს განუცხადა: ,,მიუხედავად მსოფლიოში ტირანიის, დიქტატურის, სიძულვილის ენის, რასიზმისა და დემოკრატიული პროცესების დარღვევის ფაქტებისა მწამს, რომ პროგრესი მიმდინარეობს. პროგრესი მზარდია მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საპირისპიროს გვარწმუნებს!

EI-ის გენმდივანმა დელეგატებს ოთხი წლის წინანდელი ყრილობა შეახსენა. მაშინ როდესაც განათლების ინტერნაციონალმა მე-7 ყრილობა გაიმართა ქ. ოტავაში, გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 ამოცანის მიღებამდე. ,,ჩვენ გამოვკვეთეთ განათლების მიღების უზრუნველყოფის და ხელმისაწვდმობისთვის სახლემწიფოების ვალდებულებები.... ეს ჩვენი საქმიანობის მიღწევაა. ჩვენი შედეგია პირველი დიდი გლობალური კამპანია აქედან დაიწყო!- ხაზი გაუსვა მან.

,,ოტავადან ბანკოკამდე, ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგიები, შევქმენით არაერთი გლობალური და რეგიონალური პლატფორმა; ერთად ავირჩიეთ გზები და სივრცეები, სადაც ჩვენს იდეებს, ღირებულებებსა და ამოცანებს ვამუშავებდით, ჩვენი გავლენებისა და შედეგების მისაღწევად- აღნიშნა გამომსვლელმა.

ანგარიშში გენერალურმა მდივანმდა ხაზი გაუსვა განათლების ინტერნაციონალის ეგიდით მიმდინარე ძირითად კამპანიებს, კვლევებს, ინიციატივებს პრივატიზაციისა და კომერციალიზაციის, გენდერული თანასწორობის, აბორიგენთა, განათლების სფეროს დასაქმებულთა ინტერესების, ლტოლვლებისა და მიგრანეტების უფლებებზე, უმაღლესი განათლების პერსონალზე, განათლების დარგის ტექნიკურ პერსონალზე, კლიმატურ ცვლილებების, განათლების დაფინანსების თემებთან დაკავშირებით.

დევიდ ედვარდსმა დასასრულისკენ თითეუული წევრი ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი მსოფლიო მასშტაბით.

,,ჩვენ ვართ ისინი ვისაც გველით... ჩვენ ჩვენი პროფესიული ცოდნით, პროფკავშირების სიძლიერითა და სოციალური სამართლიანობის იდეალების დამკვიდრებისთვის ვიბრძვით!

... ჩვენ უფრო მეტნი ვართ ვიდრე ცოდნით აღჭურვილები... ჩვენ ვართ ორგანიზებულები... ვსაუბრობთ ყველა ენაზე, წინააღმდეგობას ვუწევთ მანკიერ მხარეებსა და ვაღწევთ შედეგებს.... ჩვენ ვიცავთ სიმართლეს!- დევიდ ედვარდსი, EI-ის გენერალური მდივანი.

საუბრები განათლების კუთხეებში

შესვენებებზე, ყრილობის პლენარულ სესიებს შორის დელეგატეები განაგრძობდნენ საუბრებს განათლების საკითხებზე, ისმენდენ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელთა საქმიანობის ანგარიშებს.

დისკუსიის თემებს შორის იყო; · განათლების პროფკავშირების როლი სკოლაში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ · პროფკავშირების გლობალური პასუხი ევროპაში · რეპეტიტორობა და საჯარო განათლება · ორგანაიზინგი ხარისხიანი განათლებისთვის - მოძრაობა განათლებისთვის.

ყრილობის პლენარული სესიების მეორე ნახევარში ოთხი პარალელური სესია გაიმართა, სადაც განიხილავდნენ ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა: საერთო ღირებულებებისთვის; არა ძალადობას; წინამძღოლობისთვის მეტი შესაძლებლობები; კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ,; პროფკავშირების ახალი ძალისხმევა; პროფკშირების რეაგირება და სხვა.

ყრილობის დელეგატებმა რეზოლუციებს დაუჭირეს მხარი: ქალთა და გოგონათა უფლებების, ყველა სახის სექსუალური დაშინებისა და ძალადობის შესახებ; კვლევებზე დაფუძნებული ღონისძიებები პროფკავშირების გაძლიერებისთვის საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად; განათლება დემოკრატიისთვის.

კლიმატური ცვლილება - განათლების სფეროს წარმომადგენელთა გზამკვლევი

მაშინ როდესაც მილიონობით ახალგაზრდა მსოფლიოს ქუჩებში იბრძვის კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ და პლანეტის გადასარჩენად, მასწავლებლებიც მათ გვერდზე დგანან. EI-ის ყრილობის დელეგატებმა სპეციალური რეზოლუცია მიიღეს, სადაც ხაზგასმით არის აღნიშული მასწავლებლების როლი კლიმატის ცვილების პერიოდში კრიზისების დასაძლევად, შეთანხმდნენ, რომ მომავალი ოთხი წელი კლიმატის ცვლილება ერთერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება განათლების პროფკავშირებისთვის. განათლების ინტერნაციონალმა ყრილობაზე მასწავლებლებისთვის ახალი სახელმძღვანელო წიგნი წარადგინა. კლიმატურ ცვილებებთან დაკავშირებით მათ ეძლევათ რესურსი საკლასო ოთახებში კლიმატის ცვილებებისა და თემების განსახილელად სახელმძღვანელოდ.

გზამკვლევი: სამ ენაზეა ხელმისაწვდომი: English, Spanish French.