32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
2020 წლის 16 ივნისს, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, დისტანციურ რეჟიმში, მონაწილეობა მიიღო ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) მუშაობაში.
ETUCE -ის პრეზიდენტის კრისტინა ბლოუერის ხელმძღვანელობით, ევროპული რეგიონის განათლების პროფკავშირების ლიდერებმა განიხილეს კოვიდ19--ით განპირობებულ ახალ რეალობაში ევროპული ქვეყნების განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები და პროფკავშირული საქმიანობები ევროპულ და ადგილობრივ დონეებზე, იმსჯელეს და განსაზღვრეს განათლების პროფკავშირების შესაძლებლობები, სკოლების უსაფრთხო სასწავლო გარემო პირობების შექმნის სტრატეგიები, განათლების დარგში არსებული გამოწვევების საპასუხოდ.
16 ივნისის ETUCE-ის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდა ETUCE-ის საერთო განაცხადი ,,კოვიდ -19 კრიზისი პროცესების საპასუხოდ"..
ETUCE- ევროპის დონეზე, ევროკომისიის სოციალური პარტნიორია განათლების დარგში და ადვოკატირებას უწევს საგანმანათლებლო დარგის დასაქმებულთა ინტერესებს ევროპულ ინსტიტუტებთან.