32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
13315514 1080525942004907 6216047153137048536 nბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლები მ. იაშვილის კლინიკის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ესტუმრნენ. 29 ბავშვს საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა, წიგნები და ტკბილეული გადასცეს. 
მ. წ. 21 მაისს პროფკავშირების კულტურის სახლში სპმთპ-ის მხარდაჭერითა და სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გულიკო ამილიძის ინიციატივით ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი, სადაც სამგორის რაიონში მოქმედი ყველა საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაგა-ბაღის მასწავლებლები მონაწილეობდნენ. პედაგოგები და სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელები პირველად წარსდგნენ ფართო აუდიტორიის წინაშე განსხვავებულ ამპლუაში. საქველმოქმედო აქციას მხარი დაუჭირეს თბილისის ნაძალადევის, ისნის, საბურთალოს და დიდუბე–ჩუღურეთის საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგებმა. 
საქველმოქმედო აქცია–კონცერტიდან შემოვიდა 5 500 ლარი. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სამგორის რაიონულ ორგანიზაციაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შემოსული თანხა 29 ბავშვზე გადაანაწილა და ინდივიდუალურად გადასცა ყველა ბავშვს.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე მადლობას უხდის სპმთპ–ის სამგორის რაიონულ ორგანიზაციას ინიციატივისა და ძალისხმევისათვის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას ხელშოწყობისათვის, თოთოეულ პედაგოგს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის და აცხადებს რომ მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციები მომავალშიც ჩატარდება.