32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
13310595 1259370400747369 3330815894244276205 nსაქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ულოცავს ქ. რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პროფწევრ მასწავლებლებს დამამთავრებელ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებებს. საატესტატო გამოცდებზე საქართველოს მასშტაბით საუკეთესო შედეგები რუსთავის მე-4 საჯარო სკოლამ აჩვენა. მოსწავლეთა 70%-მა მიიღო 9 ქულა და ზევით, გარდა ამისა ეს სკოლა ერთადერთია, სადაც ორმა კურსდამთავრებულმა მიიღო უმაღლესი (10 ქულიანი) შეფასება ყველა საგანში. გამარჯვებულ სკოლას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ესტუმრა. ღონისძიებაზე 22 წარმატებული მოსწავლე და მათი 18 მასწავლებელი სპეციალური სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.