32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
13344628 1081671165223718 3757192094779127139 nთბილისი ქალთა საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.
პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს ორგანიზებით, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში, ქალთა შრომით საკითხებზე და ამ მიმართებით საჭირო სოციალურ პოლიტიკაზე მსჯელობენ.
მთავარი განსახილველი საკითხებია: ქალთა უფლებები, პიროვნული და კარიერული განვითარება და კარიერის საოჯახო საქმეებთან თავსებადობა.
შეხვედრის მონაწილეებს მიმართა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის და პან-ევროპული რეგიონული საბჭოს წარმომადგენლები კი, რომლებიც საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ, მოხსენებებს აკეთებენ მზრუნველობის სფეროში დასაქმებულ ქალთა შრომით უფლებებზე.
შეხვედრას საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირიდან ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამარ ძნელაძე ესწრებოდა. 
დეტალურად განიხილება ე.წ. "მზრუნველობის სფეროში" დასაქმებულთა პრობლემები და პერსპექტივები. (საუბარია შინა მოსამსახურეებზე, შშმ პირების და ხანდაზმულების მომვლელებსა და ძიძებზე და მსგავს სფეროებში, არაფორმალურად დასაქმებულ ადამიანებზე)
აღნიშნული ვორქშოფი საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის მიერ ორგანიზებული კამპანიის "ჩვენც გაგვითვალსწინეთ"-ს ფარგლებში ტარდება. კამპანიის მიზანი, პროფკავშირებში ქალთა მონაწილების ხელშეწყობა, კერძოდ, წევრ ქალთა რაოდენობის გაზრდა, მათი ორგანიზება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა, ლიდერ პოზიციებზე გააქტიურება და იმ შესაძლებლობების შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს ქალების უკეთეს წვდომას სოციალურ სერვისებზე და ღირსეული შრომის პირობებზე.
კამპანია მოიცავს ეროვნულ დონეზე ქალებისთვის სპეციალური ეკონომიკური დღის წესრიგის შექმნას, სამუშაო ადგილებთან მიმართებაში ახლებური პოლიტიკის შემუშავებას, რაც გულისხმობს ღირსეული პირობების გარდა ისეთ მხარდაჭერას, როგორიცაა ბავშვთა და მოხუცებულთა მოვლის პროგრამების შემუშავებას, მეტ ისეთ სამუშაო ადგილს, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული ოჯახის ინტერესებზე და შესაძლებლობებზე, ასეთი ტიპის სტრატეგიების შემდგომ ადვოკატირებას კამპანიების სახით ქალთა ჯგუფების, პროფკავშირის მიერ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარების საფუძველზე.
კონფერნეციის მასპინძელი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაა.