32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
13312893 1081735765217258 8327524314777845626 nმიმდინარე წლის 23 მაისს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ბოლნისის რაიონულმა ორგანიზაციამ რიგით მე-5 საანგარიშო კონფერენცია ჩაატარა. კონფერენცია ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა და მასში 34-მა საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ ქალბატონმა ნუნუ მეტრეველმა დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის 2 წლის ანგარიში წარუდგინა. კონფერენციის დელეგატებმა ორგანიზაციის მუშაობა დადებითად შეაფასეს და მე–5 საანგარიშო კონფერენციის რეზოლუცია მიიღეს. 
სპმთპ–ის ბოლნისის რაიონულ საანგარიშო კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი, ქალბატონი მაია კობახიძე და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბოლნისის რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ქალბატონი იამზე სვანიძე. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ბოლნისის რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები. ქალბატონი იამზე სვანიძე მიესალმა კონფერენციის დელეგატებს და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის რეფორმის დადებით მხარეებზე ისაუბრა. მან პედაგოგთა საჭიროებებსა და ხელშეწყობაზე გააკეთა აქცენტები და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში პროფკავშირთან თანამშრომლობის პოზიტიური ტენდენციები აღნიშნა. მაია კობახიძემ სპმთპ–სა და ხელისუფლებასთან მიმდინარე თანამშრომლობის შედეგებზე ისაუბრა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პედაგოგთა შრომითი და სოციალურ–ეკონომიკური პირობები. სპმთპ–ის პრეზიდენტმა ორგანიზაციის სახელით მადლობა გადაუხადა ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის ლიდერს ნუნუ მეტრეველს გაწეული თავდადებული მუშაობისათვის, ბოლნისის რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი– ქალბატონ იამზე სვანიძეს კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის და ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ირმა წაქაძეს, მის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სკოლაში, არაერთი პროფკავშირული ღონისძიების ჩატარების ხელშეწყობისა და თანამშრომლობისათვის.