32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
lanchxმ. წ. 17 ივნისს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ლანჩხუთის რაიონულმა ორგანიზაციამ რიგით მე-7 საანგარიშო კონფერენცია ჩაატარა. კონფერენცია გამგეობის სხდომათა დარბაზში ჩატარდა და მასში ლანჩხუთის რაიონის ყველა საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის დელეგატებმა მიიღეს მონაწილეობა. სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ქალბატონმა ლელა ქურიძემ დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის 2 წლის ანგარიში წარუდგინა. კონფერენციის დელეგატებმა ორგანიზაციის მუშაობა დადებითად შეაფასეს და მე–7 საანგარიშო კონფერენციის რეზოლუცია მიიღეს.
სპმთპ–ის ლანჩხუთის რაიონულ საანგარიშო კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრნენ ფონდ „წილოსანის“ დამფუძვნებელი ნინო წილოსანი, ლანჩხუთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე, საკრებულოს აპარატის უფროსი ნინო ძიძიგური, დეპუტატები ელისო ჭიჭინაძე, ნონა მურვანიძე და მაცაცო ბურჭულაძე, სპმთპ-ის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ გაბუნია და საჯარო სკოლის დირექტორები.
კონფერენციის დელეგატებს სიტყვით მიმართა რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნინო ჩიტაძემ. მან ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის რეფორმის დადებით მხარეებზე, პედაგოგთა საჭიროებებსა და ხელშეწყობაზე, ასევე, პროფკავშირთან თანამშრომლობის პოზიტიურ ტენდენციებზე ისაუბრა.
რაც შეეხება ფონდ „წილოსანის“ დამფუძვნებელს, ქალბატონმა ნინო წილოსანმა სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ერთად დახმარება აღუთქვა პედაგოგებს და აღნიშნა, რომ ახლო მომავალში ეს საქმიანი ურთიერთობით განისაზღვრება. კონფერენციის დასრულების შემდეგ კი საკუთარ ფორუმზე სამადლობელი წერილიც გამოაქვეყნა.
განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს სპმთპ-ის იურისტს, უჩა ბაკურაძეს იმ პედაგოგებმა, რომელთაც პროფკავშირის დახმარებით შეინარჩუნეს სამუშაო ადგილები.
დისკუსიის ბოლოს, ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ქალბატონმა ლელა ქურიძემ ორგანიზაციის სახელით მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, განსაკუთრებით კი მოწვეულ სტუმრებს კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.