32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
13413044 260663830964090 4037596323651949534 nსაქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები მ. წ. 13 ივნისს სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლას ესტუმრნენ და პროფკავშირის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის საპატიო სიგელით დააჯილდოვეს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქალბატონი ლია გიორგაძე. ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბატონმა გელა ლაზიშვილმა რაიონული ორგანიზაციის სამომავლო ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრამ თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.