32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
natmar მ. წ. 1 ივლისს, თბილისის კლასიკური გიმნაზიის საკონფერენციო დარბაზში დაწყებითი განათლების მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის დამფუძნებელი კრება გაიმართარომელსაც საპატიო სტუმრების სტატუსით სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტები მარი ალუღიშვილი და ნათია კორძაძე ესწრებოდნენ.
სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფინანსო დარგში ნათია კორძაძემ წარმატებები უსურვა ახლადარჩეულ პრეზიდენტს ქალბატონ ეთერ სარალიძეს, ვიცე-პრეზიდენტს მზია დვალს და ასოციაციის საბჭოს წევრებს. მან სპმთპ-ის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა ახალი ასოციაციის წევრებს მათი ჯანსაღი ორგანიზციის განვითარებისა და პროფესიული საკითხების ლობირების მიმართულებებით.
დაწყებითი განათლების მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის დაფუძვნების ინიციატორები ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის (იმსა) ხელმძღვანელები იყვნენ. ახალი ასოციაციის დაფუძვნებამდე, მათ სპმთპ-ის თანადგომით შეძლეს დაწყებითი საფეხურის აქტიური პედაგოგების გაერთიანება პროფესიულ ასოციაციაში.
კრებაზე იმსა- პრეზიდენტმა ქალბატონმა ნანა ციხისთავმა ახალი ასოციაციის წევრებს მათი მრავალწლიანი გამოცდილებისა და განხორციელებული საქმიანობების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. ასოციაციის წევრებს სიტყვით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მეცნიერებათა ჯგუფის ხელმძღვანელმა ქალბატონმა თეა ქარჩავამ და ამავე სამსახურის ისტორიის ექსპერტმა ბატონმა შალვა მეკრავიშვილმა, რომელთც მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს იმსა-სთან.