32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
zukakaმოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში 2016 წლის 25 სექტემბერს გაიმართა რომან ზუკაკიშვილის ლექსების კრებულის "მწვერვალები ნისლს მიღმა" პრეზენტაცია. ეს ბატონი რომანის უკვე მეათე პოეტური კრებულია, რომელშიც 200-მდე ლექსია შესული. წიგნის რედაქტორია პოეტი მზია ხეთაგური. საღამოს ესწრებოდნენ: საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე, კომპოზიტორი ნუგზარ თუშიშვილი, მომღერალი დავით გოდერძიშვილი, პოეტები: თემურ ჩალაბაშვილი, შოთა ტოგონიძე, ბელა შალვაშვილი, მზია ხეთაგური, თამარ შაიშმელაშვილი, მარინე თექთუმანიძე, ჯუბა ღებელი, იზა ჯაჭვაძე, ნინო მარსაგიშვილი და პოეტის მეგობრები. დამსწრე საზოგადოებას თავად ავტორმა წაუკითხა ლექსები. შესრულდა სიმღერები, რომლის ლექსის ავტორიც ბატონი რომანია, ხოლო კომპოზიტორები ვაჟა დურგლიშვილი და ზურაბ ჩინჩალაძე. პოეტური საღამო და ახალი წიგნის პრეზენტაცია მიულოცა ავტორს სპმთპ-ის პრეზიდენტმა. ბატონი რომანი ქართველ მკითხველს ანებივრებს ლექსის სისადავითა და სიმარტივით.