32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
goritreningiჰიგიენის ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის გორის რაიონულ ორგანიზაციასთან. 23 ოქტომბერს ქ. გორში მდებარე კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში მორიგი ჰიგიენური სწავლება ჩატარდა. სწავლებაში მონაწილეობდნენ ქ. გორისა და გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების წარმომადგენლები. ჰიგიენის ინსტიტუტის ტრენერებმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული მოდულები - "ხუთი გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათისათვის" და მისცეს პრაქტიკული რჩევები. სწავლების მონაწილეებს გადაეცათ სათანადო სერთიფიკატები.