32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
14570388 1195150613875772 5796681254163146457 nმიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, სპმთპ-ის გარდაბნის რაიონულმა ორგანიზაციამ საანგარიშო კონფერენცია ჩაატარა, რომელსაც 38 დელეგატი, 11 მოწვეული სტუმარი და გარდაბნის რაიონული საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი, ქალბატონი ნინო გვარამაძე დაესწრნენ.
კონფერენცია გახსნა სპმთპ-ის გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ლილი წურწუმია-ბუხრაშვილმა და 2-წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. დელეგატებმა დადებითად შეაფასეს გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის საქმიანობა და ორგანიზაციის გაძლიერებისათვის ერთობლივად დასახეს სამომავლო გეგმები.
ქალბატონმა ლილი წურწუმია-ბუხრაშვილმა წარმატებულ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა, მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სლოგანით „მასწავლებელთა დაფასება მათი სტატუსის ამაღლებისთვის“. ხოლო, აქტიურმა პროფკავშირის წევრებმა, ,,პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის", სპეციალურად მომზადებული მადლობის სიგელები მიიღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორები კი „დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და ეფექტური სოციალური პარტნიორობისათვის'' მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიების დასასრულს სპმთპ-ის გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარემ, ქალბატონმა ლილი წურწუმია-ბუხრაშვილმა მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.