1.jpg
1115.jpg
images/jejelava-kobakhidze/13652366_531743140345632_1649897503_n.jpg
previous arrow
next arrow

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი

პროფესიული ნიშნით, საერთო ინტერესებით დაკავშირებულ პირთა ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება განათლების სისტემაში დასაქმებულებს აერთიანებს. სპმთპ ორიენტირებულია სოციალურ სამართლიანობაზე, დემოკრატიულ პრინციპებზე, ხარისხიან განათლებასა და წევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე;

ბოლო სიახლეები

03-07-2025

კონფერენცია _ „ არაფორმალური განათლება _ ჩემი წარმატებული პრაქტიკა“.

2025 წლის 25-26-ივნისს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საწირის...

01-07-2025

სპმთპ-ის პრეზიდენტის განცხადება

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2024 წლის 6 მარტს შეიქმნა პედაგოგთა ინტერესების...

25-06-2025

სოციალურ პარტნიორთა კონფერენცია

17-18 ივნისს, 2025 წელს, ქ. ბრიუსელში განათლების პროფკავშირები და დამსაქმებლები...

მიღებულია - 17/01/2006  ძალაშია - 23/01/2006 

მიმღები: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანების დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი #1 - ზოგადი დებულებანი
მუხლი #1 - საგანი 


ეს დებულება აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში - სკოლა) სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და პირობებს, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების და საქმიანობის წესს.


მუხლი #2 - არჩევნების სამართლებრივი საფუძველი


სამეურვეო საბჭოების არჩევნების (შემდგომში არჩევნები) მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია - საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, საქართველოს კანონი "ზოგადი განათლების შესახებ", ეს დებულება და საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტები.


მუხლი #3 - სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნების პრინციპები


არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.


მუხლი #4 - თანასწორი საარჩევნო უფლება


1. არჩევნებში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ.
2. ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. მოსწავლის მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს (შემდგომში მშობლებს) აქვთ ერთი ხმა თითო მოსწავლეზე.


მუხლი #5 - პირდაპირი საარჩევნო უფლება


1. არჩევნები პირდაპირია.
2. სამეურვეო საბჭოს წევრებს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ.


მუხლი #6 - კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა


1. არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით.
2. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას.


მუხლი #7 - არჩევნებში ხმის მიცემის უფლება


1. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს იმავე სკოლის:
ა) სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი საგნების მასწავლებლებს (შემდგომში - მასწავლებელი)
ბ) მოსწავლის მშობელს პრინციპით: "ერთი მოსწავლე - ერთი ხმა".
2. საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე წარმოადგენს მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში.


მუხლი #8 - კანდიდატები


არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს მასწავლებელს და მშობელს.


მუხლი #9 - სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორი


1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) არჩევნების ჩატარების ხელშეწყობისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს არჩევნების კოორდინატორებს (შემდგომში - კოორდინატორი) და ამავე აქტით განსაზღვრავს კოორდინატორებისათვის სამოქმედო ტერიტორიას. ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს და მათ სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს ამავე ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტრო (შემდგომში - შესაბამისი სამინისტრო).
2. კოორდინატორი მინდობილ ტერიტორიაზე საჯარო სკოლებში:
ა) ზედამხედველობს საარჩევნო კომისიის წევრებისა და სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურას;
ბ) ხელს უწყობს საარჩევნო კომისიების მუშაობას;
გ) პუნტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
დ) უფლებამოსილია საარჩევნო კომისიას მისცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად.
ე) პუნტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ვ) პუნტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ზ) პუნტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
თ) ახორციელებს ამ დებულებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში - საგანმანათლებლო რესურსცენტრი) ვალდებულია ხელი შეუწყოს კოორდინატორის მუშაობას და ამ მიზნით შეასრულოს კოორდინატორის ცალკეული მითითებები.


მუხლი #10 - საარჩევნო კომისია


1. სკოლაში საარჩევნო პროცესს ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობს საარჩევნო კომისია.
2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს:
ა) ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი;
ბ) ამავე სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (შემდგომში - დირექტორი);
გ) ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე/სასწავლო ნაწილის გამგე (შემდგომში - დირექტორის მოადგილე);
დ) ამავე სკოლის ბუღალტერი/ სამეურნეო ნაწილის გამგე;
ე) პირი, რომელიც ქმედუუნაროა;
ვ) პირი, რომელიც შეზღუდულქმედუნარიანია (გარდა სრული ზოგადი განათლების მესამე საფეხურის მოსწავლისა);
ზ) პირი, რომელიც არის სხვა სკოლის საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი.
3. საარჩევნო კომისიის წევრი - გარეშე პირი (შემდგომში - გარეშე პირი) არ შეიძლება იყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები, ასევე ამავე სკოლის მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, მათი ახლო ნათესავი. ამ დებულების მიზნებისათვის "ახლო ნათესავი" გულისხმობს "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს.
4. სკოლაში, რომელშიც სწავლობს 1000-მდე მოსწავლე, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს 5 (ხუთს), შემდეგი თანაფარდობით:
ა) საშუალო საფეხურის 1 მოსწავლე;
ბ) 1 მასწავლებელი;
გ) 1 მშობელი;
დ) 2 გარეშე პირი.
5. სკოლაში, რომელშიც სწავლობს 1000-ზე მეტი მოსწავლე, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს 8 (რვას), შემდეგი თანაფარდობით:
ა) საშუალო საფეხურის 1 მოსწავლე;
ბ) 2 მასწავლებელი;
გ) 2 მშობელი;
დ) 3 გარეშე პირი.
6. თუ სკოლას არ აქვს საშუალო საფეხური, საარჩევნო კომისიაში, მოსწავლის ნაცვლად, საარჩევნო კომისიის წევრად შეყვანილი უნდა იქნას გარეშე პირი.
7. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის საკმარისი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი ან საშუალო საფეხურის მოსწავლე არ გამოთქვამს საარჩევნო კომისიის წევრობის სურვილს, მათ ნაცვლად ამ დებულებით განსაზღვრული წესით საარჩევნო კომისიის წევრი უნდა იყოს გარეშე პირი.


მუხლი #11 - საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაცია


1. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციას ახორციელებს სკოლის დირექტორი.
2. კომისიის წევრების რეგისტრაცია იწყება არჩევნებამდე 21 დღით ადრე და წყდება არჩევნებამდე 16 დღით ადრე. რეგისტრაციის შესახებ გაიცემა შესაბამისი მოწმობა.
3. სკოლის დირექტორი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ვალდებულია კოორდინატორს წარუდგინოს მის მიერ რეგისტრირებული საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების სრული ნუსხა. დაინტერესბული პირები უფლებამოსილნი არიან გადაამოწმონ ნუსხა კოორდინატორთან.
4. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის რეგისტრირებულ კანდიდატთა (საშუალო საფეხურის მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) რაოდენობა აღემატება ამ დებულებით განსაზღვრულ რაოდენობას, არჩევნებამდე 14 დღით ადრე კოორდინატორი რეგისტრირებულ კანდიდატთა, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირების თანდასწრებით წილისყრით გამოავლენს საარჩევნო კომისიის წევრებს. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა და სხვა დაინტერესებულ პირთა დასწრება ნებაყოფლობითია. წილისყრა ტარდება შემდეგი წესით:
ა) წილისყრამდე კოორდინატორი ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის კანდიდატთა სახელსა და გვარს;
ბ) ფურცელი უნდა დამოწმდეს კოორდინატორის ხელმოწერით. ფურცელი იმგვარად იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრაში მონაწილე საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის კანდიდატთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს;
გ) დამოწმებულ შევსებულ ფურცლებს კოორდინატორი ათავსებს ყუთებში, რომლებიც განკუთვნილი უნდა იყოს საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის კანდიდატთათვის (საშუალო საფეხურის მოსწავლე, მასწავლებელი ან მშობელი);
დ) კოორდინატორი საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა თანდასწრებით ურევს ყუთებში მოთავსებულ ფურცლებს და თითოეული ყუთიდან იღებს მე-10 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით დადგენილი რაოდენობის ფურცლებს საარჩევნო კომისიის წევრი საშუალო საფეხურის მოსწავლის, მასწავლებლის და მშობლის გამოსავლენად.
5. იმ შემთვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის რეგისტრირებულ კანდიდატთა (საშუალო საფეხურის მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) რიცხვი ნაკლებია ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ რაოდენობაზე, დანაკლისის შევსება უნდა მოხდეს გარეშე პირებით.
5'. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატ გარეშე პირებთან დაკავშირებით წილისყრა არ ტარდება. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი გარეშე პირების რიცხვი აღემატება ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ რაოდენობას, კოორდინატორი, თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში, მის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე, განსაზღვრავს იმ გარეშე პირთა ვინაობას, რომლებიც შეყვანილ იქნებიან საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში.
6. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი საარჩევნო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელსაც დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სკოლას და აქვეყნებს საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაუყოვნებლივ საჯაროდ განთავსება სკოლის შენობაში ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას.


მუხლი #12 - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე


1. კომისიის პირველი სხდომა იმართება ამ დებულების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში. კომისია, პირველ სხდომაზე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით.
2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საარჩევნო კომისიაში;
ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას;
გ) ზედამხედველობას უწევს სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებას;
დ) საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას განსაზღვრული წესით დავალებას აძლევს მდივანს, კომისიის სხვა წევრებს;
ე) ახორციელებს მისთვის ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის მდივანი.
4. საარჩევნო კომისიის წევრთა ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხმა.


მუხლი #13 - საარჩევნო კომისიის მდივანი


1. საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე, კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
2. საარჩევნო კომისიის მდივანი:
ა) ადგენს კომისიის სხდომის ოქმებს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას;
ბ) იღებს და რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს აძლევს მათ შესაბამის მოწმობებს;
დ) ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;
ე) ახორციელებს მისთვის ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საარჩევნო კომისიის მდივნის არყოფნის ან მის მიერ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულების შემთხვევაში, საარჩევნო კომისია დამსწრეთა ხმების უმრავლესობით ირჩევს საარჩევნო კომისიის კონკრეტული სხდომის მდივანს.


მუხლი #14 - დამკვირვებელი


1. არჩევნების პროცესზე შესაძლებელია დაკვირვება განხორციელდეს შემდეგი პირებს მიერ:
ა) კანდიდატის დამკვირვებლები;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებელი;
გ) დამოუკიდებელი დამკვირვებლები;
დ) კოორდინატორი;
ე) საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელი.
2. თითოეულ კანდიდატს შეიძლება ყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი.
3. დამკვირვებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი პირი.
4. დამკვირვებელს უფლება აქვს:
ა) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს საარჩევნო ტერიტორიაზე, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;
ბ) მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;
გ) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენების გაცემას და დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელშეუშლელად;
დ) დაესწროს ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;
ე) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;
ვ) საჩივრით მიმართოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცე-მისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ დარღვევებზე;
ზ) ამ დებულებით დადგენილი წესით გაასაჩივროს კოორდინატორის ქმედება სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში;
თ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახ-სნას, ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;
ი) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
5. დამკვირვებელს ეკრძალება:
ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;
ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
დ) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;
ე) დაარღვიოს ამ დებულების სხვა მოთხოვნები.
6. დამკვირვებელთა რეგისტრაციას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დამკვირვებლებისა, ახორციელებს საარჩევნო კომისია მსურველის სახელის, გვარისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) მიხედვით პირადი ნომრის შესაბამის ჟურნალში მითითებით.
6'. საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელი უფლებამოსილია განახორციელოს დაკვირვება შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სკოლაში მიმდინარე არჩევნების პროცესზე. საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელთა ვინაობა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მიერ ეცნობება საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე განაწილებულ კოორდინატორს და ამავე ტერიტორიაზე მდებარე სკოლების საარჩევნო კომისიებს.
7. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს თანამშრომელთა (დამკვირვებელთა) ნუსხა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ დაკვირვება საქართველოს ყველა სკოლაში მიმდინარე არჩევნების პროცესზე. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილ დამკვირვებელთა ნუსხა გადაეცემა კოორდინატორებს.
8. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილ დამკვირვებლებზე სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო გასცემს შესაბამის მოწმობებს.

თავი #2 - მოსამზადებელი ეტაპი
მუხლი #15 - არჩევნების დანიშვნა


1. სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევნები ტარდება სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 20 დღისა.
2. დაუშვებელია არჩევნების დანიშნვა არდადეგების პერიოდში.
3. სამეურვეო საბჭოების არჩევნების დღეს, ინდივიდუალური ადმინისტრაციუ-სამართლებრივი აქტით, ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში - მინისტრი). კენჭისყრა იმართება არჩევნების (კენჭისყრის) დღის 10 საათიდან 16 საათამდე.


მუხლი #16 - კანდიდატების რეგისტრაცია


1. საარჩევნო კომისია ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს და მიანიჭოს რეგისტრაციის ნომერი ყველა პასიური საარჩევნო უფლების მქონე პირს, რომელიც განცხადებით მიმართავს კომისიას. რეგისტრაცია იწყება არჩევნებამდე 12 დღით ადრე და წყდება არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე.
2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) კანდიდატთა რომელ კატეგორიაში შედის (მასწავლებელი თუ მშობელი);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) საარჩევნო პროგრამა (ნებაყოფლობითია);
ვ) 2 ფოტოსურათი;
ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ასლი.
3. საარჩევნო კომისია ვალდებულია ერთი დღის ვადაში განცხადების მიღების დღიდან მოახდინოს კანდიდატთა რეგისტრაცია.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატს წერილობით მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაცია და განუსაზღვროს ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად არა უმეტეს 2 კალენდარული დღისა.
5. საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატის მიერ ხარვეზის აღმოფხვრიდან 1 კალენდარული დღის ვადაში რეგისტრაციაში გაატაროს კანდიდატი ან დასაბუთებული უარი უთხრას რეგისტრაციაში გატარებაზე.
5'. თუ კანდიდატი, საარჩევნო კომისიის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს, საარჩევნო კომისია არ გაატარებს მას რეგისტრაციაში.
6. კანდიდატის სტატუსი შეუთავსებელია კომისიის წევრის, დირექციის წევრის, დამკვირვებლის და ასევე ნებისმიერ იმ თანამდებობასთან სკოლაში, რომელიც დაკავშირებულია სკოლაში საარჩევნო პროცესის მომზადებასა და მიმდინარეობასთან.


მუხლი #17 - საარჩევნო სიები


1. საარჩევნო კომისია პასუხისმგებელია მასწავლებელთა და მშობელთა ერთიანი საარჩევნო სიების შედგენაზე (შემდგომში - ამომრჩეველთა სია). მშობელთა სიები დგება თითოეული საფეხურისთვის ცალ-ცალკე.
2. არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე საარჩევნო კომისია სკოლის დირექციიდან გამოითხოვს მასწავლებელთა ნუსხას სახელფასო უწყისის მიხედვით.
3. არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე კლასის დამრიგებელი საარჩევნო კომისიას აწვდის თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა მშობლების სიას. მშობელთა სიაში კონკრეტული მოსწავლის სახელისა და გვარის გასწვრივ მითითებული უნდა იყოს ამ მოსწავლის ორივე მშობლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) მიხედვით.
4. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
5. მოწოდებული სიები დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას სკოლაში. სიებში ხარვეზის აღმოჩენისას დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს სამი დღის განმავლობაში მიმართოს საარჩევნო კომისიას ხარვეზის გამოსწორების მოთხოვნით. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთელი.
6. ხარვეზის შესახებ გადაწყვეტილება საარჩევნო კომისიამ უნდა გამოიტანოს ერთი დღის ვადაში.


მუხლი #18 - წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია


1. საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატის რეგისტრაციის დასრულებისთანავე სკოლის დირექციის დახმარებით უზრუნველყოს კანდიდატის ავტობიოგრაფიისა და საარჩევნო პროგრამის საჯაროობა სკოლის საჯარო სტენდზე გაკვრით, აგრეთვე სკოლის ხელთ არსებული სხვა საშუალებებით (სკოლის გაზეთში გამოქვეყნება და სხვ.).
2. კანდიდატს უფლება აქვს ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც იწყება კანდიდატის საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციაში გატარების მომენტიდან. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით.
3. ასარჩევ კანდიდატებს, ასევე მათ მხარდამჭერ პირებს უფლება აქვთ გასწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.
4. არჩევნების დღეს იკრძალება კამპანიისა და აგიტაციის წარმოება;
5. წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ:
ა) საარჩევნო კომისიის წევრებს;
ბ) სკოლის დირექციას;
გ) დამკვირვებლებს და დამხმარე პერსონალს.
6. წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები), ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, ფურცლებისა და ფოტომასალის დამზადებისა და გავრცელების გზით, აგრეთვე კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საშუალებით. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა.
7. წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი სასწავლო პროცესს. იკრძალება გაკვეთილებზე საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც ხელყოფს წესრიგს სკოლაში ან ზიანს აყენებს მის ქონებას.
8. სკოლის დირექტორს უფლება არ აქვს უარი უთხრას კანდიდატებს ან მათ მხარდამჭერებს წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციისათვის საკლასო ოთახით, დარბაზებით და/ან სკოლის სხვა ქონებით სარგებლობისათვის. ყველა კანდიდატისათვის სკოლის ფართით სარგებლობა უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი.
9. სკოლის დირექციას ეკრძალება სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცესში ჩარევა ან/და ხელის შეშლა.


მუხლი #19 - საარჩევნო ტერიტორიის მოწყობა


1. საარჩევნო კომისია ვალდებულია არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოახდინოს საარჩევნო ტერიტორიის მოწყობა.
2. საარჩევნო ტერიტორია უნდა განთავსდეს ყველაზე უფრო დიდი ფართობის მქონე საკლასო ოთახში/დარბაზში. მოწყობის შემდეგ ოთახი უნდა ჩაიკეტოს. საარჩევნო ტერიტორიის გახსნამდე გასაღები ინახება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან.
3. საარჩევნო ტერიტორიაზე:
ა) ფარული კენჭისყრისავის უნდა მოეწყოს არანაკლებ 2 ადგილისა, სადაც დაცული იქნება ხმის მიცემის ფარულობა;
ბ) უნდა იდგეს სამი მაგიდა ცალ-ცალკე ამომრჩეველი მასწავლებლებისა და მშობლების რეგისტრაციისათვის და საარჩევნო ბიულეტენების (შემდგომში ბიულეტენი) დამოწმებისათვის.
გ) თვალსაჩინო ადგილას უნდა იდგეს ორი საარჩევნო ყუთი მშობლებისა და მასწავლებლებისათვის.
დ) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას ამომრჩეველთა და კანდიდატთა სიები, საარჩევნო პროცედურები, ბიულეტენის და საჩივრის შევსების წესი და ფორმა.
4. პასუხისმგებლობა კენჭისყრის მომზადების, ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფისა და არჩევნების ადგილის ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად მოწყობისათვის ეკისრება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

თავი #3 - კენჭისყრის დღე
მუხლი #20 - კენჭისყრის დრო


1. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
2. კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის ადგილის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინების უზრუნველყოფა.
3. კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის ან კენჭისყრის შეჩერების (ისევე, როგორც შემდგომ კენჭისყრის შენობის გახსნისა და კენჭისყრის გაგრძელების) გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
4. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში.


მუხლი #21 - საარჩევნო უბნის გახსნა


1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დაწყებამდე 1 საათით ადრე. უბნის გახსნის შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, დამკვირვებელთა თანდასწრებით, კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს თითოეულ მაგიდაზე:
ა) ამომრჩეველთა რვგისტრატორ კომისიის წევრებს, რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს, ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის შემდეგ;
ბ) კომისიის წევრს, რომელიც რეგისტრატორის მიერ ხელმოწერილ საარჩევნო ბიულეტენს დაამოწმებს ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერით და სკოლის ბეჭდით (შემდგომში - ბეჭედი);
გ) საარჩევნო ყუთზე ზედამხედველ და ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს/წევრებს.
2. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
3. წილისყრამდე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს კომისიის წევრთა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ფუნქციებს. ფურცელი უნდა დამოწმდეს ბეჭდით. ფურცელი იმგვარად იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ბეჭდით დამოწმებულ შევსებულ ფურცლებს კომისიის თავმჯდომარე ათავსებს ცარიელ ყუთში და ურევს მათ. ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები ყუთიდან სათითაოდ იღებენ თითო ფურცელს. წილისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის მდივანი შეადგენს ოქმს წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგებს.
4. კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა წევრისათვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რაც უნდა აღინიშნოს წერილობით დროის მითითებით.
5. წილისყრის შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ცალ-ცალკე მასწავლებლებისა და მშობლების სიების მიხედვით;
ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებისა ლუქის მთლიანობას;
გ) ამოწმებს და ლუქავს საარჩევნო ყუთს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მონაცემები საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს ოქმში.
7. საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი იყრება თითოეულ ყუთან პირველი ამომრჩევლის მისვლის შემდეგ. საკონტროლო ფურცელი ივსება ორ ცალად და მათ ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. საკონტროლო ფურცლებზე აღინიშნება საარჩევნო ყუთებში მათი ჩაგდების ზუსტი დრო და პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) მიხედვით. საკონტროლო ფურცლის ერთი ცალი ინახება საარჩევნო კომისიის მდივანთან საარჩევნო ყუთების გახსნის შემდეგ მათში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შედარების მიზნით.
8. საარჩევნო კომისიის მდივანი ინახავს და პასუხისმგებელია შედარების მიზნით საარჩევნო კომისიაში შენახული საკონტროლო ფურცლის დაცვასა და ნამდვილობაზე.


მუხლი #22 - კენჭისყრაში ხმის მიცემის სისტემა


1. მასწავლებელი უფლებამოსილია ხმა მისცეს მხოლოდ მასწავლებელს და მშობელი - მხოლოდ მშობელს, რომელიც წარმოადგენს იმავე საფეხურს.
2. ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავს მის მიერ არჩეული ერთი კანდიდატის რეგისტრაციის ნომერს.
3. ბიულეტენად შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთნარი ხარისხის თანაბარი ზომის ქაღალდის ფურცლები. მშობლის ბიულეტენზე აღნიშნული უნდა იყოს, რომელ საფეხურს წარმოადგენს იგი.


მუხლი #23 - კენჭისყრის ჩატარება


1. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.
2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:
ა) საარჩევნო კომისიის წევრი უშვებს ამომრჩეველს საარჩევნო ადგილას. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველი შეშვებულ უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ დგას;
ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის შესაბამის სარეგისტრაციო მაგიდასთან, რეგისტრატორს წარუდგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (პირადობის მოწმობა, პასპორტი) და ამომრჩეველთა სიაში პირადი ნომრის შეტანის შემდეგ ხელის მოწერით ადასტურებს ბიულეტენის მიღებას. ბიულეტენის გაცემისას რეგისტრატორი ხელს აწერს ბიულეტენის უკანა გვერდზე და ამომრჩეველთა სიაში;
გ) მიღებული ბიულეტენი ამომრჩეველს მიაქვს თვალსაჩინო ადგილას განცალკევებით მჯდომ დამმოწმებელი კომისიის წევრთან, რომელიც ხელმოწერით და ბეჭდით დაამოწმებს ბიულეტენს;
დ) ბიულეტენის დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი მიდის ფარული კენჭისყრისათვის სპეციალურად მოწყობილ ადგილას, სადაც საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავს სასურველი კანდიდატის რეგისტრაციის ნომერს. ამომრჩეველმა ბიულეტენი ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა;
ე) დაკეცილი ბიულეტენი (ბიულეტენები) ამომრჩეველს მიაქვს საარჩევნო ყუთთან. საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება;
ვ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იდგეს საარჩევნო ყუთზე ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს ბიულეტენის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში არა აქვს ზედმეტი ბიულეტენი.
ზ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩასაგდები ჭრილი.
3. საარჩევნო ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილ ადგილას დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა:
ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;
ბ) კანდიდატისა;
გ) კანდიდატის წარმომადგენლის;
დ) დამკვირვებლისა.
4. თუ ამომრჩეველს ან საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, წაეწერება "გაფუჭებულია", ხელს მოაწერს კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება.
5. საარჩევნო კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ ამომრჩეველს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილ ადგილას შესვლამდე და ბიულეტენის საარჩევნო ყუთში ჩაგდებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელთ აქვს მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ამომრჩევლის ორი ან მეტი შვილი სწავლობს, იგი ვალდებულია წარუდგინოს ამის დამადასტურებელი საბუთი და შესაბამისი რაოდენობის ბიულეტენი. ამომრჩეველი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.
6. თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, საარჩევნო კომისია აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების საკითხის თაობაზე.
7. საარჩევნო ტერიტორია იკეტება კენჭისყრისათვის განსაზღვრული დროის დამთავრებისთანავე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. საარჩევნო კომისიის მდივანი წერილობით რიგში მდგომი ამომრჩევლების გვარსა და სახელს და მათ რაოდენობას აცნობებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გამოაცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს.


მუხლი #24 - საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები


1. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამ დებულების 21-ე მუხლში აღნიშნული წილისყრის მონაწილე კომისიის წევრებისგან იმავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს არანაკლებ სამ მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავისი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არა უმეტეს სამ მეთვალყურეს (ერთს - მასწავლებლების დამკვირვებლებისაგან, ერთს - მშობლების, ერთს - სხვა დამკვირველებლებისაგან). თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდნენ, მათგან სამ მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს დამკვირვებელი უფლებამოსილია დაესწროს ხმის დათვლას. შედეგები საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ შესაბამის ოქმში.
2. მთვლელები შემდეგი თანამიმდევრობით ითვლიან და პაკეტებად კრავენ:
ა) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს;
ბ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს;
3. თითოეულ პაკეტს უნდა დაეწეროს სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი, საარჩევნო ბიულეტენების სახე, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა.
4. კომისიის მდივანს გამოუყენებელ და გაფუჭებულ ბიულეტენთა რაოდენობა შეაქვს შემაჯამებელ ოქმში.
5. პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა.


მუხლი #25 - საარჩევნო ყუთის გახსნა


1. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და დამკვირვებელთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობას.
2. თუ ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ დებულების სხვა მოთხოვნათა დარღვევა, გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და დალუქული საარჩევნო ყუთი საარჩევნო კომისიის დასაბუთებული განკარგულებით დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
3. მთვლელებს განცალკევებით მდგარ მაგიდაზე გადააქვთ საარჩევნო ყუთები და ადგილს ისე იკავებენ, რომ მოპირდაპირე მხარეს, ერთი მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებლები. მთვლელების გვერდით დგება დამკვირვებელთაგან გამოვლენილი სამი მეთვალყურე და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ წარგზავნილი დამკვირვებელი.
4. მთვლელები საარჩევნო ყუთში არსებულ ბიულეტენებს ათავსებენ განცალკევებით მდგომ მაგიდაზე, ამოწმებენ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საარჩევნო კომისიაში შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელები იწყებენ ბიულეტენების დათვლას.
5. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა, ან ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, მაგრამ საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ დებულების სხვა მოთხოვნათა დარღვევა, გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საარჩევნო კომისიის დასაბუთებული განკარგულების საფუძველზე ბიულეტენები შეიფუთება, დაილუქება და დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს.


მუხლი #26 - ხმების დათვლა


1. მთვლელები ცალ-ცალკე ითვლიან მაწავლებელთა და მშობელთა არჩევნების შედეგებს, მათ შორის მშობლებისათვის ცალ-ცალკე საფეხურების მიხედვით.
2. საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით:
ა) პირველი მთვლელი იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა და გადასცემს მეორე მთვლელს. მესამე მთვლელი საარჩევნო ბიულეტენებს აწყობს ცალ-ცალკე, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად;
ბ) ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის, ცალკე - საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული.
3. სამივე მთვლელთან დგას მეთვალყურე. მათ უფლება აქვთ დააკვირდნენ დათვლის მთელ პროცედურას, მიუთითონ შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება, ხოლო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გაასაჩივრონ ქმედება ამ დებულებით დადგენილი წესით.


მუხლი #27 - საარჩევნო ბიულეტენის ბათილობის ცნობის საფუძვლები და წესი


1. საარჩევნი ბიულეტენის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:
ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ბეჭდითა და საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის ორივე წევრის ხელმოწერით;
ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;
გ) ხმა მიცემულია იმ სუბიექტის სასარგებლოდ, რომელიც არ შედის საარჩევნო ყუთის შესაბამის კანდიდატთა, აგრეთვე მშობლის შესაბამისი საფეხურის კანდიდატთა კატეგორიაში.
2. ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი -ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები და მათ ეწერება "ბათილია", რასაც ხელს აწერენ საარჩევნო კომისიის წევრები. ეს ბიულეტენები პაკეტად იკვრება და მათ რაოდენობას საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.


მუხლი #28 - კენჭისყრის შედეგების შეჯამება


1. 26-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა.
2. საარჩევნო ბიულეტენების ყოველი პაკეტი უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეკვრას უნდა დაეწეროს სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი, საარჩევნო ბიულეტენების სახე და რაოდენობა. პაკეტები ინახება სკოლის დირექციაში, რაზედაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
3. ამ მუხლში აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ კომისიის მდივანი ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის 3 ასლს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სკოლებში - 4 ასლს, რომლებიდანაც არჩევნების დღის მეორე დღეს ერთი გადაეცემა სკოლის დირექციას, მეორე - ახალ არჩეულ სამეურვეო საბჭოს წევრთაგან უხუცესს, მესამე - სამინისტროს არჩეულ წევრთა სარეგისტრაციოდ, მეოთხე - შესაბამის სამინისტროს. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისას შეცდომის გასწორების შემთხვევაში ოქმზე კეთდება შესაბამისი შენიშვნა, რომელზეც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.
4. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარლებრივი აქტით. შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:
ა) სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი;
ბ) არჩევნების დასახელება;
გ) კენჭისყრის ტური და თარიღი;
დ) ამომრჩეველთა სიაში მითითებული მასწავლებლებისა და თითოეულ საფეხურზე არსებული მოსწავლეთა მშობლების (პრინციპით: "ერთი მოსწავლე - ერთი ხმა") როდენობები ცალ- ცალკე;
ე) კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველი მასწავლებლებისა და მშობლების (საფეხურების მიხედვით) რაოდენობები ცალ-ცალკე;
ვ) არჩევნების მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით);
ზ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
თ) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
ი) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
კ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
ლ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;
მ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი);
ნ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;
ო) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში "განსხვავებული აზრი" და ხელს აწერს მას);
5. საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. თუ, საარჩევნო კომისიის წევრი უარს აცხადებს შემაჯამებელ ოქმზე ხელის მოწერაზე, აღნიშნულის თაობაზე კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი მოწმდება სკოლის ბეჭდით.
6. თუ საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლება აქვს ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.
6'. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
7. საარჩევნო კომისია, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე, განკარგულებით ამტკიცებს შემაჯამებელ ოქმს. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულების ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. განკარგულება მიიღება საარჩევნო კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა და მას ხელს აწერს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. განკარგულება დგება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რაოდენობის ეგზემპლარად და ეგზავნება ამავე პუნქტით დადგენილ სუბიექტებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად.
8. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულებაში უნდა აღინიშნოს არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი მასწავლებლებისა და მშობლების (საფეხურების მიხედვით) ვინაობა მიღებული ხმების მითითებით და არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).
9. ამ დებულების 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით საგანმანათლებლო რესურსცენტრისათვის ბიულეტენების გადაცემის შემთხვევაში, კოორდინატორი ამოწმებს/იკვლევს საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების დასაბუთებულობას, საარჩევნო კომისიაში წარდგენილ საჩივრებს და დამკვირვებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. კოორდინატორი ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები. აღნიშნული შემოწმება/გამოკვლევის შედეგად კოორდინატორი იღებს გადაწყვეტილებას ბიულეტენების დათვლის შესახებ ან შუამდგომლობს მინისტრის წინაშე არჩევნების ჩაშლილად გამოცხადებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესით კოორდინატორის მიერ ბიულეტენების დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კოორდინატორი შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში იწვევს საარჩევნო კომისიას, რომელიც კორდინატორის თანდასწრებით ითვლის ბიულეტენებს და ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულებას.


მუხლი #29 - გამარჯვებულების გამოვლენა


1. სკოლაში, რომელშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 მოსწავლეზე მეტი სამეურვეო საბჭოში აირჩევა 12 წევრი, ხოლო სკოლაში, რომელშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 მოსწავლეზე ნაკლები - 6 წევრი.
2. იმ სკოლებში, რომლებშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500-ზე ნაკლები მოსწავლე და სწავლება ხორციელდება მხოლოდ 2 საფეხურზე, მშობელთა საფეხურების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად აირჩევა 8 სამეურვეო საბჭოს წევრი.
3. 6-წევრიანი სამეურვეო საბჭოს არჩევნებისას მასწავლებლების არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება უმეტესი ხმების მქონე 3 მასწავლებელი, ხოლო 12 წევრიანი სამეურვეო საბჭოს არჩევნებისას - უმეტესი ხმების მქონე 6 მასწავლებელი.
4. 6-წევრიან სამეურვეო საბჭოს მშობელთა არჩევნებში თითოეულ საფეხურზე გამარჯვებულად ჩაითვლება იმავე საფეხურის კანდიდატურებს შორის უმეტესი ხმების მქონე მშობელი, ხოლო 12-წევრიანი სამეურვეო საბჭოს მშობელთა არჩევნებში - თითოეული საფეხურის კანდიდატურებს შორის უმეტესი ხმების მქონე თანაბარი რაოდენობის მშობელი.
5. 8-წევრიანი სამეურვეო საბჭოს არჩევნებისას მასწავლებლებს შორის არჩეულად ითვლება უმეტესი ხმების მქობე 4 მასწავლებელი, ხოლო მშობლებს შორის - იმავე საფეხურის კანდიდატურებს შორის უმეტესი ხმების მქონე 2 მშობელი.
6. იმ სკოლის სამეურვეო საბჭოში, სადაც არსებობს მხოლოდ 1 საფეხური, 6-წევრიან სამეურვეო საბჭოში აირჩევა 3, ხოლო 12 წევრიანში - 6 მშობელი.
7. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საარჩევნო კომისია ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს იმ კანდიდატებს შორის, რომელთა ხმებიც გაიყო. არჩევნების მეორე ტური ტარდება არჩევნების პირველი ტურიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება უმეტესი ხმების მქონე კანდიდატი. არჩევნების მეორე ტური ტარდება ამ დებულებით დადგენილი წესით.


მუხლი #30 - არჩევნების შედეგების გამოქვეყნება


დირექტორი უზრუნველყოფს არჩევნების შედეგების (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულების) გამოქვეყნებას სკოლის შენობაში ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას და მის განთავსებას სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ასეთი არსებობისას) არა უგვიანეს კენჭისყრის დღის მესამე დღისა. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან/და დასვენების დღეს, არჩევნების შედეგები ქვეყნდება არა უგვიანეს მომდევნო პირველი სამუშაო დღისა.

თავი #4 - გასაჩივრება
მუხლი #31 - კოორდინატორის მიერ საჩივრის განხილვა


მუხლი გ ა უ ქ მ ე ბ უ ლ ი ა.

მუხლი #31' - საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირები
1. არჩევნების პროცედურული დარღვევების გამო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირები არიან:
ა) სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი;
ბ) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
გ) დამკვირვებელი.
2. არჩევნების შედეგების (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულების) გასაჩივრების უფლება აქვს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს.


მუხლი #32 - საარჩევნო კომისიის მიერ საჩივრის განხილვა


1. კენჭისყრის დღეს პროცედურული დარღვევების გამო საჩივარი შეიტანება საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე. კენჭისყრის დღეს პროცედურული დარღვევების გამო საჩივარი უნდა გადაეცეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ან საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელიც ვალდებულია საჩივარი რეგისტრაციაში გაატაროს საჩივრების ჟურნალში, ხოლო განმცხადებელს გადასცეს თავისი ხელმოწერით და სკოლის ბეჭდით დამოწმებული ცნობა, რომელშიც აღინიშნება შესაბამისი საჩივრის საარჩევნო კომისიაში მიღების თარიღი და დრო.
2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია საჩივარზე დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება, შეამოწმოს საჩივრის საფუძვლიანობა, გამოასწოროს დარღვევა ან დასაბუთებული უარი უთხრას განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულის თაობაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საჩივრების ჟურნალში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.


მუხლი #33 - საჩივრის შინაარსი


საჩივარი უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით და მასში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;
ბ) განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) მიხედვით და მისამართი;
გ) ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება საჩივარი;
დ) სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი;
ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
ვ) დასაბუთებული მოთხოვნა;
ზ) გარემოებები, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;
თ) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;
ი) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;
კ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) სხვა დამატებით ინფორმაცია.


მუხლი #34 - საჩივრის განხილვის წესი სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში


1. არჩევნების შედეგებზე (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულება) საჩივარი შეიტანება სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში არა უგვიანეს კენჭისყრის დღიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი საჩივრდება მისი დამტკიცების შესახებ განკარგულებასთან ერთად.
2. სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივრების განხილვის მიზნით, სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება არჩევნების საკითხებზე საჩივრების განმხილველი და არჩევნების შედეგების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). კომისიის შექმნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი.
3. კომისიის სხდომებს უძღვება კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისია უფლებამოსილია, კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული საჩივრის შესწავლა-განხილვის მიზნით, თავისი შემადგენლობის ფარგლებში, შექმნას ქვეკომისიები, რომლებშიც კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დასკვნის მომზადების მიზნით, ნაწილდება კონკრეტული საჩივარი/საკითხი.
6. ქვეკომისიის მიერ კონკრეტულ საჩივარზე მომზადებული დასკვნა წარედგინება კომისიას, რომელიც იღებს შემაჯამებელ დასკვნას და მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, სამინისტროში საჩივრის შეტანიდან 15 დღის ვადაში გამოცემის მიზნით შუამდგომლობს მინისტრის წინაშე:
ა) საჩივარის მიღებაზე/განხილვაზე უარის თქმის თაობაზე;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
გ) საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი შედეგების ძალაში დატოვებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის თაობაზე;
დ) კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულების გაუქმების, საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად კენჭისყრის ახალი შედეგების დამტკიცებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის თაობაზე;
ე) არჩევნების შედეგების (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულება) ბათილად ცნობის და ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე, თუ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
7. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ასლი, გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში, გადაუგზავნოს დაინტერესებულ პირს, შესაბამის სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს. სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს გადაწყვეტილების გამოქვეყნება სკოლის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.
9. საჩივრის განხილვის პროცესში სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო უფლებამოსილია სკოლიდან გამოითხოვოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია (მათ შორის საარჩევნო სიები, ბიულეტენების პაკეტები და ა.შ.), განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს საარჩევნო კომისიის წევრები, კოორდინატორი, დამკვირვებელი და სხვა დაინტერესებული პირი.

თავი #5 - რეგისტრაცია, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
მუხლი #35 - სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაცია


1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში - საინფორმაციო სისტემა) სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციას ახორციელებს შემდეგი მონაცემების შესწავლის საფუძველზე:
ა) განკარგულება შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ თანდართული შემაჯამებელი ოქმით;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლებისათვის - შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს წარდგინება;
გ) კოორდინატორებისა და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ამ დებულებით გათვალისწინებულ საკითხებზე.
2. კოორდინატორებისა და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს არჩევნების კანონიერება და მიიღოს ამ დებულების 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის "გ", "დ" ან "ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება.
3. სამეურვეო საბჭოს წევრების მონაცემები რეგისტრირებულად ითვლება, თუ საინფორმაციო სისტემა მათი მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ აცნობებს სკოლას აღმოჩენილი დარღვევის შესახებ.
4. სამეურვეო საბჭოს წევრების სარეგისტრაციო მონაცემების ნუსხას და რეესტრის ფორმას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს მინისტრი.


მუხლი #36 - არჩევნების შედეგების ძალაში შესვლა და სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება


1. არჩევნების შედეგები ძალაში შედის მათი საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან.
2. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ დადასტურებულია სამეურვეო საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება.


მუხლი #37 - სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა


სამეურვეო საბჭოში მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები აირჩევიან 3 წლის ვადით.


მუხლი #38 - სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა


სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ:
ა) პედაგოგიურმა საბჭომ შეუწყვიტა უფლებამოსილება, როგორც საკუთარ წარმომადგენელს საბჭოში;
ბ) პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელს შეუწყდა სკოლასთან შრომითი ურთიერთობა;
გ) მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ის ითვლება, გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან ან გადავიდა ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურზე;
დ) სკოლის შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მშობლების 1/3-ის მოთხოვს, პრინციპით: "ერთი მოსწავლე - ერთი ხმა";
ე) სამეურვეო საბჭოს წევრი გარდაიცვალა;
ვ) სამეურვეო საბჭოს წევრმა უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე;
ზ) სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
თ) სამეურვეო საბჭოს წევრი სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
ი) სამეურვეო საბჭოს წევრ მოსწავლის მშობელსა და საჯარო სკოლას შორის წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა;
კ) სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა საჯარო სკოლის დირექციის წევრი.


მუხლი #39 - სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაცია


საინფორმაციო სისტემა სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაციას ახორციელებს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:
ა) სამეურვეო საბჭოს წევრის სარეგისტრაციო მონაცემები;
ბ) უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლებისათვის - შესაბამისი სამინისტროს წარდგინება.
2. სამეურვეო საბჭო ვალდებულია საინფორმაციო სისტემას დაუყოვნებლივ აცნობოს სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის დადგომის თაობაზე და წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.


მუხლი #40 - სამეურვეო საბჭოს წევრის რეგისტრაციის გაუქმება


"სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლა იწვევს მისი უფლებამოსილების შეწყვეტას და რეგისტრაციის გაუქმებას.


მუხლი #41 - სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს წევრის შერჩევის წესი


1. სამეურვეო საბჭოს წევრის გათავისუფლებულ ადგილს დარჩენილი ვადით იკავებს ის მშობელი ან/და პედაგოგიური საბჭოს ის წევრი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატებზე მეტი, მაგრამ საბჭოში მოსახვედრად არასაკმარისი რაოდენობის ხმები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საინფორმაციო სისტემა ახალი წევრის რეგისტრაციას ახორციელებს სკოლის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ მოცემული დროისათვის პირი კვლავ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არც ერთი პირი აღარ შეესაბამება სამეურვეო საბჭოს შესაბამისი კატეგორიის წევრობის კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს ან თუ არ არსებობს პირი, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა სამეურვეო საბჭოს შესაბამისი კატეგორიის წევრის არჩევნებში, ტარდება რიგგარეშე არჩევნები. ასეთ შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს წევრი აირჩევა მხოლოდ უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.

თავი #6 - გარდამავალი დებულებები
თავი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა
მუხლი #42 - სამეურვეო საბჭოს პირველი არჩევნების განრიგი
მუხლი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა