1.jpg
1115.jpg
images/jejelava-kobakhidze/13652366_531743140345632_1649897503_n.jpg
previous arrow
next arrow

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი

პროფესიული ნიშნით, საერთო ინტერესებით დაკავშირებულ პირთა ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება განათლების სისტემაში დასაქმებულებს აერთიანებს. სპმთპ ორიენტირებულია სოციალურ სამართლიანობაზე, დემოკრატიულ პრინციპებზე, ხარისხიან განათლებასა და წევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე;

ბოლო სიახლეები

03-07-2025

კონფერენცია _ „ არაფორმალური განათლება _ ჩემი წარმატებული პრაქტიკა“.

2025 წლის 25-26-ივნისს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საწირის...

01-07-2025

სპმთპ-ის პრეზიდენტის განცხადება

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2024 წლის 6 მარტს შეიქმნა პედაგოგთა ინტერესების...

25-06-2025

სოციალურ პარტნიორთა კონფერენცია

17-18 ივნისს, 2025 წელს, ქ. ბრიუსელში განათლების პროფკავშირები და დამსაქმებლები...

02-06-2025

იურიდიული მომსახურება 2022/10 - 2025/05

,,სიტყვა ფასდება საქმით და საქმე - შედეგებით! საანგარიშო პერიოდში, სპმთპ-ის იურიდიული...

ქ. თბილისის 24-ე საჯარო სკოლამ 2015-2016 სასწავლო წელი საინტერესო სიახლეებით დაიწყო. 14 სექტემბერს 24–ე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს N24 სკოლის კურსდამთავრებულმა, საპატიო სტუმარმა გიორგი ვოლსკიმ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა თამარ მალაზონიამ. საზეიმო შეხვედრა სკოლის დირექტორმა ბატონმა გიორგი კაკაბაძემ და დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა ეკა ბროლაძემ გასული სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოებით დაიწყეს. ესენი არიან: დაწყებითი სწავლების კათედრა - ქალბატონი ზაირა მიქაძე; ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა - ქალბატონი ხათუნა ბაღათურია; მათემატიკის კათედრა - ქალბატონი მაია ლომსაძე; უცხოური ენების კათედრა - ქალბატონი ელენე ხუსკივაძე; საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა - ქალბატონი მზია გიორგაძე; საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა - ქალბატონი ხატია ნადარაია და ესთეტიკის კათედრა - ქალბატონი ნინო იოსავა. აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო წელს დიდ ტრადიაციას ჩაეყარა საფუძველი და სკოლის დირექციისა და კულტურისა და ტრადიციების კომიტეტის გადაწყვეტილებით, დაწესდა სტატუსები „რჩეული ოცდამეოთხელი“, „დამსახურებული ოცდამეოთხელი“ და „საპატიო ოცდამეოთხელი.“ სტუმარს, ბატონ გიორგი ვოლსკის „საპატიო ოცდამეოთხელის“ ტიტული მიენიჭა. მან დიდი სიყვარულით მოინახულა თავისი საკლასო ოთახი და განსაკუთრებული სითბოთი მიულოცა სწავლის დაწყება პირველკლასელებს. საერთაშორისო პროექტში „ეკო-ტური 2015“, რომელიც ჩატარდა ქალაქ ერევანში, მთავარი პრიზის მოპოვებისთვის „რჩეული ოცდამეოთხელები“ გახდნენ: ნინო ფალავანდიშვილი, მაგდა ნატროშვილი, ლაშა მგალობლიშვილი და თამარ ახლოური. ამავე პროექტის მონაწილე მასწავლებელი, ოცდამეოთხე სკოლის კურსდამთავრებული ქალბატონი თამარ ბარისაშვილი კი დაჯილდოვდა სტატუსით „ დამსახურებული ოცდამეოთხელი“. ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დაჯილდოვდება საშუალო საფეხურის მოსწავლე, რომელიც არაერთგზის გამოიჩენს თავს და მოუტანს სკოლას აღიარებას. ამჯერად კი, XII კლასის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ მრავალჯერ მოპოვებული გამარჯვებისათვის დაჯილდოვდნენ. ესენი არიან: გიორგი გოგიძემ, ზურაბ კაკაბაძემ, ნიკა ბერაძემ, ანნა მარია ჩიკვატიამ, ლუკა ჯანჯღავამ, ომარი ძაძამიამ, ნიკა ტუხაშვილმა, ნიკა მიქაძემ და საბა ბუღულაშვილმა. სპმთპ წარმატებებს უსურვებს 24–ე საჯარო სკოლის დირექციას, პედაგოგიურ კოლექტივსა და აღსაზრდელებს.